01
თებ
როგორ დავიცვათ წყალი ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან?
როგორ ხვდებიან ბაქტერიები, ვირუსები და მიკროორგანიზმები წყალში?
უმეტესად ეს არის წყლის სამრეწველო, სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი...
₾5,000 – ₾12,000
უკვე ყველამ კარგად ვიცით, მიკროსკოპულ ცოცხალ არსებებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მოუტანონ ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთი ორგანიზმებისთვის წყალი გამრავლების საუკეთესო გარემოს წარმოადგენს. ორგანიზმში საკვების გზით მოხვედრა, დაბინძურებული წყლის კანის საფართან კონტაქტი და წყლის ორთქლის შესუნთქვაც კი მავნებელია ადამიანისთვის!
სასმელი წყლის ულტრაიისფერი სტერილიზატორები წყლის გაუვნებელყოფის საუკეთესო საშუალებაა.
მათი გამოყენების უტყუარი უპირატესობაა წყლის ეფექტური წმენდა ბაქტერიებისგან ქიმიკატების გარეშე. მეტიც, ულტრაიისფერი სტერილიზატორები ანადგურებენ იმ მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებსაც ქლორიც კი ვერაფერს აკლებს, რაც ადასტურებს მოცემული ტექნოლოგიის ინოვაციურობასა და წარმატებულობას. ამასთან, ამ მეთოდით დამუშავებისას, წყალში არ წარმოიშობა ჯანმრთლობისთვის მავნე კანცეროგენები, რაც დამახასიათებელია, მაგალითად, ქლორით წმენდისთვის.
ბაქტერიოციდული სხივი – ეს არის 254 ნმ სიგრძის ტალღა. სწორედ ის ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროორგანიზმებს. ბაქტერიოციდული სხივი აღწევს ბაქტერიის უჯრედებში, შედეგად მიკროორგანიზმის დნმ-ში შეუქცევადი ცვლილებები იწყება. ასეთი ზემოქმედების შემდეგ, მავნე მიკროორგანიზმები კარგავენ გამრავლების უნარს. ამგვარად, ულტრაიისფერი სტერილიზატორი ახდენს წყლის დეზინფიცირებას, მისი ქიმიური შემადგენლობის დარღვევის გარეშე.
მოწყობილობა გამოიმუშავებს ულტაიისფერ გამოსხივებას არანაკლებ 30 000 მვტ-წმ/სმ2, ნათურის მუშაობის ვადის ამოწურვის დროისთვისაც კი, რაც საკმარისზე მეტია, რათა განადგურდეს წყალში არსებული მიკროორგანიზმების უმრავლესობა, როგორებიცაა ბაქტერიები, საფუარის სოკოები, წყალმცენარეები და სხვა. წყლის გაუვნებელყოფა მასზე გამოსხივების მოქმედებიდან 1-10 წამში ხდება.
ისეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, როგორიცაა სკოლები და ბაღები, სხვადასხვა ჯანდაცვის და კვების დაწესებულებები, ულტრაიისფერი სტერილიზატორები უზრუნველყოფენ იმ წყლის 100%-იან უსაფრთხოებას, რომლითაც მზადდება სასმელები თუ კერძები.
სპორტული და სანატორიუმ-კურორტული დაწესებულებები კი ამ მოწყობილობას საჭიროებენ სამკურნალო აბაზანებისთვის გამოსაყენებელი წყლის გასაწმენდად.
გასაწმენდი წყლის ზოგიერთი პარამეტრი მნიშვნელოვანია ბაქტერიოციდული სხივის გატარებისათვის. რეკომენდირებულია, რომ წყლის ხარისხის მაჩვენებლები არ აღემატებოდეს ქვემოთ მოცემულ კონცენტრაციის ნიშნულებს:
ულტრაიისფერი სტერილიზატორი უნივერსალურია, ანუ ერთნაირად ეფექტურად ანადგურებს სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებს. ნადგურდება ვირუსების, სპორების და ბაქტერიების პრაქტიუკულად 100%.
ულტრაიისფერი სტერილიზატორი წყლის ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს უცვლელად ტოვებს. მისი მუშაობის არსია გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე მიკროორგანიზმებში ფოტოქიმიური პროცესები. ულტრაიისფერი სხივები არ ცვლიან წყლის pH-ს, შესაბამისად, მისი მუშაობის შედეგად არ წარმოიშობა საშიში ნაერთები.
ულტრაიისფერი სტაბილიზატორის მუშაობაში გამორიცხულია ზედოზირება. ულტრაიისფერი სტერილიზატორი უმოკლეს დროში იძლევა შედეგს, ანუ წყლის გაუვნებელყოფა მასზე გამოსხივების მოქმედებიდან 1-10 წამში ხდება. ულტრაიისფერი სტერილიზატორი საკმაოდ პატარაა, მარტივია დამონტაჟებაში და მომსახურებაში. ულტრაიისფერი სტერილიზატორი არ იწვევს გაწმენდილ წყალში გვერდითი პროდუქტების წარმოშობას.
ულტრაიისფერი სტერილიზატორი არ წამოადგენს არანაირ საფრთხეს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისი გამოყენება არ ითვალისწინებს ტოქსიკური და ქლორისშემცველი რეაგენტებისთის სათავსოს მოწყობის აუცილებლობას. ულტრაიისფერი სტერილიზატორი მუშაობს დამოუკიდებლად. ულტრაიისფერი სტერილიზატორის შეძენა ეკონომიურად მიზანმიმართული და რენტაბელურია. ულტრაიისფერი სტერილიზატორი აღჭურვილია ნათურებით, რომლებიც ხანგრძლივად ფუნქციონირებენ – 9000 საათამდე.
მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია ულტრაფილტრაციაზე