ეკოლოგია, ეკონომია, წყალი ბავშვებისთვის, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

რამდენად მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია სასწავლო პროცესში

ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის

ჰიდრატაცია რომ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, ალბათ თქვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. დადგენილია, რომ წყლის დღიური ნორმა საშუალოდ 2 ლიტრია, იმისათვის რომ ორგანიზმი საკმარისად დატენიანებული იყოს. ვფიქრობთ, არ გაგიკვირდებათ, რომ კავშირი ჰიდრატაციასა და პროდუქტიულობას შორის საკმაოდ დიდია. შესაბამისად გავლენა, რომელსაც წყლის მიღების კულტურა ახდენს მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, საკმაოდ მკვეთრია. ჰიდრატაცია პირდაპირ კავშირშია მოსწავლეების ენერგიულობასთან, ეფექტურობასა და შრომისუნარიანობასთან.

ჰიდრატაცია - ორგანიზმის საკმარისად დატენიანება

წყლის მიღება აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის

ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, რომელიმესთან გამკლავების პროცესმა შესაძლებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს სტუდენტის სასწავლო საქმიანობასა და კლასგარეშე აქტივობებზე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფასო, სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რის საშუალებასაც იძლევა თანამედროვე წყლის შადრევნები. 

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ძირითადად თავად ვერ გრძნობენ ორგანიზმის დეჰიდრატაციას, ეს იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. დეჰიდრატაციას შეუძლია ძალიან მარტივად გამოგაცალოთ ენერგია და შეგიშალოთ ხელი მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებაში. წყურვილის მოსაკლავად ბავშვები ხშირად გაზიან სასმელებსა და წვენებს ანიჭებენ უპირატესობას. ბავშვებში დეჰიდრატაციას შეუძლია გამოიწვიოს:

  • თავის ტკივილი 
  • შფოთვა 
  • დაღლილობა, უენერგიობა 
  • სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა 
  •  სისხლის მიმოქცევის შეფერხება
ჰიდრატაცია და დადებითი გვერდითი ეფექტები

გავლენა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე

ორგანიზმში ჰიდრატაციის შენარჩუნება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების შენარჩუნებას და სისხლის შეუფერხებელ მიმოქცევას. დროთა განმავლობაში, არასაკმარისი წყლის მიღების გამო, ტვინში სისხლის ნაკადიც იკლებს. შედეგად მოზარდი ხდება გონებაგაფანტული, ფოკუსირების გართულებით. სასმელი წყლის შადრევნები და მრავალჯერადი გამოყენების პოლიპროპილენის ბოთლები იდეალური გამოსავალია, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლებისთვის. 

სასმელი-წყლის-შადრევანი-გამოსავალია

საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) განცხადებაც შეგვიძლია განვიხილოთ. აშშ-ში მოზარდები, რომლებიც ნაკლებ წყალს სვამენ, ბოსტნეულსა და ხილსაც ნაკლებად იღებენ. მიირთმევენ უფრო მეტ სწრაფი კვების პროდუქტს და დაბალი ფიზიკური აქტივობით გამოირჩევიან. 

ჰიდრატაციაზე ფოკუსირება ბავშვებში ხელს უწყობს ერთგვარი სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებასაც. სწორედ ამიტომ, რაც უფრო მეტი საჰიდრატაციო წერტილი განთავსდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მით უფრო მოიმატებს მოსწავლეების ეფექტურობაც. დღესდღეობით, ამ საკითხში მეტი წინსვლაა, თუ როგორ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასმელი წყალი საჯარო ადგილებში. ბევრად უსაფრთოც არის გარეთ წყლის დალევა, ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი. 

უჟანგავი ფოლადის კორპუსი - უსაფრთხო ჰიდრატაცია

შადრევანი მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის

გავრცელებულია მოსაზრება რომ შადრევნები ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების მთავარი წყაროა, რადგან არ ხდება მათი საჭირო სიხშირით გასუფთავება. განსაკუთრებით გაციებისა და გრიპის სეზონზე, მიკრობები ყველაზე მარტივად ვრცელდება ზედაპირებზე შეხებითაც. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტების ნაწილია სკოლებისა და უნივერსიტეტების სასმელი წყლით უზრუნველყოფა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, განსაკუთრებით შესვენებებზე კვების პროცესში.

უჟანგავი ფოლადის შადრევანი მასალიდან გამომდინარე არის ანტი-კოროზიული, ხოლო დამცავი გამორიცხავს პირით კონტაქტს ონკანის ზედაპირთან. შესაბამისად, მინიმუმამდეა დაყვანილი ბაქტერიების გავრცელების საფრთხეც.

წყალი VS გაზირებული სასმელები

შაქრიანი-სასმელებით-ფერხდება-ჰიდრატაცია

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ემხრობიან აზრს, რომ წყალი არის დღიური ნორმის შევსების ერთადერთი გზა. უფასო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის სიმცირის გამო, ხშირად მოზარდები თუ ზრდასრულები გაზირებულ წვენებს ანიჭებენ უპირატეობას. ჩვენი ორგანიზმი კი ბევრად მეტ ენერგიას ხარჯავს შაქრიანი, გაზირებული გამაგრილებლის მოსანელებლად. მაგალითისათვის კოფეინი და შაქარი საკმაოდ რთული გადასამუშავებელია.  მსგავსი ტიპის გამაგრილებელი სასმელები უამრავ ქიმიურ, არაბუნებრივ დანამატს შეიცავს. ენერგეტიკული და სპორტული დანამატები ხშირად ორგანიზმის გადაჭარბებულად აღგზნებადობასაც იწვევს.

თანამედროვე კვლევები ადასტურებენ, რომ კარგად დეჰიდრირებული მოსწავლეები:
  • მეტად აქტიურები არიან დღის განმავლობაში
  • მეტად კონცენტრირდებიან საგაკვეთილო პროცესზე
  • უკეთესი შედეგები აქვთ ტესტირებებსა და სხვა სასკოლო სამუშაოებში

თანამედროვე შადრევნები განსაკუთრებით ეკონომიური გზაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო, სუფთა სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად. მით უფრო ხელსაყრელია მოსწავლეებისთვის, რომლებიც სპორტს მიჰყვებიან. შადრევნის დამონტაჟება შესაძლებელია დარბაზების, გამოსაცვლელებისა და გარე სტადიონების სიახლოვეს. ასევე კომფორტულია მაღალი დატვირთვის ლოკაციებისთვის, სამონტაჟოდ კი მცირე ადგილს საჭიროებს.

პლასტმასის მოხმარების შემცირება და ეკოლოგიის ხელშეწყობა სკოლებში

ჰიდრატაცია-სასმელი-წყლის-შადრევნით

დღესდღეობით პლასტმასის ბოთლები აქტიურად გამოიყენება მინერალური, სასმელი წყლის თუ გაზირებული სასმელების ჩამოსასხმელად. ამ გზით წყლის მომარაგება საბოლოოდ სავალალო შედეგს გვაძლევს - პლასტმასის გავრცელება გარემოში. ყოველწლიურად ოკეანეებში 14 მილიონი ტონა პლასტმასი ხვდება, აბინძურებს წყალქვეშა სამყაროს. დაბინძურებული თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები კი ბოლოს მაღაზიების დახლებზე ხვდება. 

უჟანგავი ფოლადის კორპუსი - უსაფრთხო ჰიდრატაცია

შადრევანი COMPACT - წყლის მიწოდების საუკეთესო საშუალება

საწავლო პროცესში ჰიდრატაცია რომ უმთავრესია, ეს უკვე ვიცით. თანამედროვე წყლის შადრევანი COMPACT კი მეტად ამარტივებს ამ პროცესს. შადრევნის უჟანგავი ფოლადის კორპუსი მინიმუმამდე ამცირებს დაზიანებისა და კოროზიის რისკებს. შადრევანი აღჭურვილია ონკანით, წყლის მიღება კი მხოლოდ მასზე განთავსებულ ღილაკზე თითის დაჭერით არის შესაძლებელი. სურვილისამებ უმონტაჟდება ბოთლის შემავსებელიც. შადრევნის ონკანის ზედაპირთან ნაკლები კონტაქტი ამცირებს ბაქტერიების გავრცელებას. შესაბამისად, სასწავლო წლის განმავლობაში ავადმყოფობით გაცდენილი დღეებიც ნაკლებია.

ასევე, გაეცანით ჩვენს ბლოგს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაზე სკოლებში და გაიგე მეტი ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ რეალობაზე.

ჰიდრატაცია-და-შადრევანი
სასმელი წყლის შადრევანი COMPACT ღილაკიანი ონკანით და ბოთლის შემავსებლით