პლასტმასა ბოთლის წყალში – უახლესი კვლევის შედეგები და საფრთხეები
On 15 ოქტომბერი, 2024
გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: პლასტმასა ბოთლის წყალში – უახლესი კვლევის შედეგები და საფრთხეები

ბოთლის წყალი ხშირად განიხილება ონკანის წყლის უსაფრთხო ალტერნატივად, რადგან ითვლება, რომ ის დამატებით იწმინდება და იფილტრება ქიმიური მინარევებისგან.
თუმცა, ახალი კვლევები საწინააღმდეგოს მიუთითებს. Columbia-ს და Rutgers-ის უნივერსიტეტების მეცნიერებმა აშშ-ში ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც, ბოთლის წყალი 100-ჯერ მეტ პლასტიკის მიკრონაწილაკს შეიცავს, ვიდრე წინა კვლევებში იყო დაფიქსირებული. ეს შედეგები მიუთითებს, რომ ბოთლის წყლის მოხმარება შესაძლოა უფრო საშიში იყოს, ვიდრე ონკანის წყლის, რადგან მიკროსკოპული პლასტიკური ნაწილაკები, შეიძლება ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს, მათ შორის სისხლშიც, რაც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.
ბოთლის წყალში ასი ათასობით პლასტმასის ნაწილაკი აღმოაჩინეს
უახლესი კვლევის საგანგაშო მონაცემები
წლების განმავლობაში მეცნიერები აქტიურად სწავლობდნენ მიკროპლასტმასის გლობალურ გავრცელებას, რაც სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. ეს მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელთა ზომა მერყეობს 5 მილიმეტრიდან 1 მიკრომეტრამდე, ნაპოვნია არა მხოლოდ ჩვენს ყოველდღიურ გარემოში, არამედ დედამიწის ყველაზე მიუწვდომელ ადგილებშიც – ევერესტის მწვერვალზე და ოკეანის ყველაზე ღრმა ფსკერზე. მიკროპლასტმასის ასეთი მასშტაბური გავრცელება საზოგადოების შეშფოთებას ზრდის და აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რამდენად დაცულია ადამიანის ორგანიზმი ამ უხილავი საფრთხისგან?
მიკროპლასტიკის პრობლემა იმდენად მწვავე გახდა, რომ ამ საკითხმა გარემოს დაცვის ორგანიზაციების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის „გარდიანის“ ცნობით, 170 მეტმა ორგანიზაციამ ოფიციალური პეტიციით მიმართა აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA), რათა მიღებულ იქნას გადაუდებელი ზომები ამ საფრთხის შესამცირებლად.
მიკროპლასტმასის საკითხის სიღრმისეული კვლევა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2024 წელს, როცა სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა ახალი კვლევის ანგარიში ბოთლის წყლის შესახებ. კვლევის მნიშვნელობას განსაკუთრებით ზრდის ის ფაქტი, რომ პროცესში გამოყენებული იყო სრულიად ახალი, ინოვაციური ლაზერული ტექნოლოგია – SRS მიკროსკოპი.
ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, წყალში უმცირესი ნაწილაკებიც კი უმაღლესი სიზუსტით იქნას აღმოჩენილი. კვლევის შედეგები მართლაც დამაფიქრებელია: ბოთლის წყალში პლასტმასის ნაწილაკების შემცველობა ერთ ლიტრში საშუალოდ 240,000 ნაწილაკს შეადგენს, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. ამ ნაწილაკებიდან დაახლოებით 90% ნანოპლასტმასად შეფასდა – უმცირეს ფრაგმენტებად, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას შეიძლება ახდენდეს.
ნაწილაკები, რომლებსაც სხეულის უჯრედებში შეღწევა შეუძლიათ
რა არის ნანოპლასტმასა?
კვლევამ დაადგინა, რომ ნანოპლასტმასის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი პოლიეთილენ ტერეფტალატია (PET), რომელსაც სასმელების ინდუსტრიაში აქტიურად იყენებენ, განსაკუთრებით ბოთლებში, რომლითაც ყოველდღიურად ვიღებთ სხვადასხვა სახის სასმელს. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ბოთლის წყალში ხშირად გვხვდება ნეილონი, პლასტმასის კიდევ ერთი გავრცელებული სახეობა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ წვრილი ნაწილაკების წყალში მოხვედრა, შესაძლოა მოხდეს ბოთლის დამზადების პროცესში, თავსახურის გახსნისა და დახურვის მრავალჯერადი ციკლის დროს, ბოთლის დაზიანების შედეგად ან თუნდაც ტემპერატურული ცვლილებების ზემოქმედებით.
ბოთლის წყალში პლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს
რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას?
ექსპერტები ნანოპლასტმასას მიიჩნევენ დაბინძურების ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმად, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობაზე სერიოზული ზემოქმედება შეუძლია. მათი აზრით, ნანოპლასტმასა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის იმუნურ სისტემას, რაც მას მიკროპლასტმასისგან კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ნანოპლასტმასას აქვს უნარი, ნაწლავებიდან და ფილტვებიდან პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში შეაღწიოს, რაც ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო რთულ გამოწვევებს ქმნის.
მოვიხმოთ კვლევის ერთ-ერთი ავტორის, მეისონის განაცხადება: "ქიმიკატები შეიძლება მოხვდეს თქვენს ღვიძლში, თირკმელში და ტვინში, გადალახოს პლაცენტის საზღვარი და შეაღწიოს ნაყოფის ორგანიზმში“.
ჩვილები და პატარა ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ტოქსიკური ზემოქმედების მიმართ, რადგან მათი ტვინი და სხეული ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.


ტოქსინები ზრდას და ნეირონულ განვითარებას აფერხებს, რამაც შეიძლება დიდხანს დატოვოს უარყოფითი კვალი ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარების პროცესზე. გარდა იმისა, რომ ნანოპლასტმასა თავად წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს, ის ასევე გადამტანია, იმ სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა, რომლებიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებაში. ამ ნივთიერებებში შედის ბისფენოლები, ფტალატები, დიოქსინები, ორგანული დამაბინძურებლები და მძიმე მეტალები. მათი ჭარბი რაოდენობა კი საკმაოდ მავნებელია, ზრდის კიბოს რისკს და გავლენას ახდენს ისეთ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირებაზე, როგორიცაა თირკმელები, ღვიძლი, გული, რეპროდუქცია და ნერვული სისტემა.
ტოქსინები ზრდას და ნეირონულ განვითარებას აფერხებს, რამაც შეიძლება დიდხანს დატოვოს უარყოფითი კვალი ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარების პროცესზე.
გარდა იმისა, რომ ნანოპლასტმასა თავად წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს, ის ასევე გადამტანია, იმ სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა, რომლებიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებაში. ამ ნივთიერებებში შედის ბისფენოლები, ფტალატები, დიოქსინები, ორგანული დამაბინძურებლები და მძიმე მეტალები. მათი ჭარბი რაოდენობა კი საკმაოდ მავნებელია, ზრდის კიბოს რისკს და გავლენას ახდენს ისეთ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირებაზე, როგორიცაა თირკმელები, ღვიძლი, გული, რეპროდუქცია და ნერვული სისტემა.
კვლევებმა აჩვენა, რომ მიკროპლასტმასას უნარი აქვს გადალახოს როგორც თავის ტვინის, ისე პლაცენტური ბარიერები, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ადამიანებს, რომელთა გულის ქსოვილშიც აღმოჩნდა მიკროპლასტმასის ნაწილაკები, ორჯერ მეტად ემუქრებათ გულის შეტევის, ან ინსულტის რისკი, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
პრაქტიკული რჩევები ორგანიზმში მიკროპლასტმასის მოხვედრის მაღალი რისკის შესამცირებლად
როგორ დავიცვათ თავი მიკროპლასტმასისგან?
პლასტმასის ნაწილაკები, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი - მიკროპლასტმასები, სხვადასხვა გზების მეშვეობით თავისუფლად ხვდება საკვებსა და სასმელში. მიკროპლასტმასებით შემცველი პროდუქტების მიღება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ამ ნაწილაკების ორგანიზმში დაგროვებას. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში მიკროპლასტმასების ორგანიზმში მოხვედრის სრული პრევენცია რთული ამოცანაა, არსებობს გზები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად შევამციროთ მათი მიღების რისკი.
8 ეფექტური გზა, მიკროპლასტმასის მიღების პრევენციისთვის
მოამზადეთ საკვები სახლში 
სწრაფი მომზადების საკვები პროდუქტები, როგორც წესი, იფუთება სხვადასხვა სახის პლასტმასის მასალებში, რომლებიც დაზიანებისა და დაშლის პროცესში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასის ნაწილაკებს წარმოქმნის. ამიტომ, თუ ნახევარფაბრიკატების ნაცვლად საკვებს სახლში მოვამზადებთ, შევძლებთ მნიშვნელოვნად შევამციროთ მიკროპლასტმასის ორგანიზმში მოხვედრის რისკი.
არ გამოიყენოთ პლასტმასის ჭურჭელი
მრავალჯერადი გამოყენების შედეგად, პლასტმასის ჭურჭელი ზიანდება და მიკროპლასტმასის ნაწილაკებს გამოყოფს, რაც საკვებთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ხვდება. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ პლასტმასის ჭურჭლის ნაცვლად, გამოვიყენოთ ხის, სილიკონის ან უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ჭურჭელი.
მოერიდეთ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენებას
როგორც აღვნიშნეთ, მიკროპლასტმასის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო ერთჯერადი პლასტმასის დეგრადაციაა. შესაბამისად, პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკების გამოყენებით ვეხმარებით მიკროპლასტმასის საკვებსა და სასმელში, მათი საშუალებით კი ჩვენს ორგანიზმში მოხვედრას. პრევენციისთვის უმჯობესია, ავირიდოთ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება და ჩავანაცვლოთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთებით, როგორიცაა ნაქსოვი ან ნაჭრის ჩანთები, ბამბუკის დანა-ჩანგალი და ლითონის თერმოსები.
გაფილტრეთ სასმელი წყალი
ბოთლის წყლის ნაცვლად ონკანის წყლის მიღება კიდევ ერთი ეფექტური გზაა მიკროპლასტმასისგან ორგანიზმის დასაცავად. თუმცა, გაუფილტრავ ონკანის წყალში შესაძლოა იყოს ბაქტერიები, ვირუსები, ჟანგი, ქვიშა და სხვა ორგანული თუ არაორგანული მინარევები. სრულად ჯანსაღი სასმელი წყლის მისაღებად აუცილებელია სასმელი წყლის ფილტრაცია. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მოწინავე ტექნოლოგიები, რომელთა არჩევანი მრავალფეროვანია და შედეგი - ეფექტური.
აირჩიეთ ბუნებრივი ქსოვილები
სინთეტიკური ქსოვილები, როგორიცაა პოლიესტერი და ნეილონი, ყოველი რეცხვისას ასობით მიკროპლასტიკურ ბოჭკოს გამოყოფს. ეს ბოჭკოები ჩამდინარე წყლების მეშვეობით ნაწილობრივ ხვდება წყლის ეკოსისტემაში, საიდანაც სხვადასხვა გზით კვლავ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ბუნებრივი ქსოვილების არჩევით შეგვიძლია შევამციროთ მიკროპლასტმასის გარემოში გავრცელება. ამიტომაც, ტანსაცმლის, თეთრეულისა და პირსახოცების არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ ბოჭკოებს, როგორიცაა ბამბა, მატყლი და სელი.
გამოიყენეთ ლითონის ან მინის კონტეინერები
საკვების შესანახად პლასტმასის კონტეინერების გამოყენებისას, ასევე იზრდება მიკროპლასტიკის ორგანიზმში მოხვედრის რისკი. მინის და ლითონისგან განსხვავებით, პლასტმასის მასალა გაცხელებისას ან გაკაწვრისას დიდი რაოდენობით მიკროპლასტიკს გამოყოფს. ამიტომაც, უმჯობესია, უარი ვთქვათ პლასტმასის კონტეინერების გამოყენებაზე და ჩავანაცვლოთ ისინი მინის ან ლითონის კონტეინერებით, რომლებიც არ გამყოფოს მიკროპლასტიკს და შესაბამისად, გამორიცხავს საკვების გზით მის ორგანიზმში მოხვედრას.
სწორად შეარჩიეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები

ჭურჭლის სარეცხი საშუალებები - ღრუბელი, სახეხი, ჩვარი და სხვა, ხშირად, ასევე შეიცავს მიკროპლასტმასას, მათ შორის სინთეტიკურ პოლიმერებს. ბუნებრივია, ასეთი შემცველობის სარეცხი საშუალებების მოხმარებისას მიკროპლასტმასი ორგანიზმში მარტივად ხვდება. უპრიანია, ისინი ჩავანაცვლოთ ეკო-მეგობრული ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით (ღრუბლებით), რომლებიც არ შეიცავს მიკროპლასტმასას და დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალით.
გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები
ზოგიერთი ჰიგიენური პროდუქტი, როგორიცაა, მაგალაითად, სახის საწმენდი სკრაბები, კბილის პასტა და კოსმეტიკური საშუალებები, შეიცავს დიდი რაოდენობით მიკრომძივებს. მიკრომძივები წარმოადგენს პლასტმასის პატარა ზომის ნაწილაკებს, რომლებიც ასევე, ჩამდინარე წყლებიდან ისევ წყალსაცავებში ხვდება. უმჯობესია, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ პროდუქტის შეძენამდე - დააკვირდეთ ეტიკეტს და აირჩიოთ ბუნებრივი, ბიოდეგრადირებადი ალტერნატივები.
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S
₾878 – ₾978
შეფასება 5.00, 5-დან
დახურულ ქეისში მოთავსებული 5 საფეხურიანი მოდულური ფილტრაციის სისტემა გაზრდილი წარმადობით და სწრაფი კარტრიჯებით.
მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 5
₾234 – ₾334
შეფასება 4.00, 5-დან
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული ულტრაფილტრაციის ხუთსაფეხურიანი სისტემა
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 100 ლარი * (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5
₾304 – ₾404
შეფასება 5.00, 5-დან
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული უკუოსმოსის 5 საფეხურიანი სისტემა
მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S
₾204 – ₾254
შეფასება 5.00, 5-დან
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული ულტრაფილტრაციის სამსაფეხურიანი სისტემა
მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 50 ლარი * (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
გამოყენებული მასალა:
"Rapid single-particle chemical imaging of nanoplastics by SRS microscopy" - PANS ;
":Microplastics in Bottled Water at Least 10 Times Worse Than Once Thought" - TIME;
"Bottled water packed with nanoplastics, study finds" - CNN HEALTH.
“Environmental groups demand EPA to start monitoring microplastics in water” – THE GUARDIAN