წყლის ბოთლები
უამრავ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში არ ესმოდა, თუ რა უპირატესობებით შეიძლება გამოიყენონ სასმელი წყლის ბოთლი. იქამდე, სანამ ნებისმიერი სასმლის ლუდის კათხიდან დალევით არ დაიღალნენ. სპეციალურად წყლისთვის (სურვილისამებრ სხვა ნებისმიერი სითხისთვის) გათვლილი ბოთლები – არის მოდური, კომფორტული და პრაქტიკული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სწორად და არ შეიძინოთ პირველივე, რომელსაც აღმოაჩენთ.
ძირითად შეცდომას, რომელსაც მომხმარებლები უშვებენ არის ის, რომ აკვირდებიან მხოლოდ ფერს, დიზაინს და შეფუთვას, მაგრამ ივიწყებენ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. თუ არ გნებავთ ფინანსების უსარგებლოდ ხარჯვა, გირჩევთ წინამდებარე სტატიის წაკითხვას. ჩვენ შევაჯამეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, შესაბამისი პარამეტრები და გამოვარჩიეთ კონკრეტული ბოთლები ჩვენი ასორტიმენტიდან.
შევარჩიოთ მასალა
დღემდე ყველაზე უსაფრთხო მალასად, ითვლებოდა მინა, რომელიც სხვადასხვა ტემპერატურის წყალთან რეაქციაში არ შედის. მაგრამ ისურვებდით, მინის არც ისე მსუბუქი ბოთლის წაღებას, როდესაც სარბენად მიდიხართ? მწარმოებლებმაც იფიქრეს ამ საკითხზე და გადაწყვიტეს გამოეყენებინათ შემდეგი:
მეტალი – საკვები დანიშნულების, ალუმინის ან უჟანგავი ფოლადი;
ტრიტანი – ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პლასტმასი, რომელიც ასევე გამოიყენება სხვადასხვა ტემპერატურის სითხისთვის და არის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო.
გაინტერესებთ, როგორ შეარჩიოთ ბოთლის საუკეთესო მოდელი თქვენთვის? იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ქიმიური და ფიზიკური მონაცემების შესწავლა არ გსურთ, გაეცანით ჩვენ მიერ წარმოდგენილ მნიშვნელოვან საკითხებს:
- ყურადღება მიაქციეთ, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რას ანიჭებთ უპირატესობას
- გაითვალისწინეთ ბოთლის ის მინუსები, რომელზეც შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ
სასმელი წყლის ბოთლი და მთავარი დანიშნულება
- როგორ ფიქრობთ, ბოთლს ფუნქციურად აფრიკაშიც იგივე დანიშნულება აქვს, რაც ჩვენთან? თუ გლობალურად ვიფიქრებთ, დიახ. თუმცა ფაქტებზე დაყრდნობით, სულაც არ არის ასე. მწარმოებლები ათასობით განსხვავებული ტიპის ბოთლს აწარმოებენ. ისინი განსხვავდება ზომის, დიზაინის, ფუნქციების მიხედვით.
- ყოველდღიური გამოყენების – სტანდარტული კოლბა, ზედმეტი გაფორმების გარეშე. მარტივად თავსდება ჩანთასა და ზურგჩანთაში;
სპოტსმენებისათვის – მსუბუქი და კომპაქტური ბოთლები სახურავით, რომელიც მარტივად იხსნება. - ველოსიპედისტებისთვის – ძირითადად ბრტყელი, მორგებული ველოსიპედის სტანდარტულ სათავსოზე, ან შესაბამისი სამაგრით აღჭურვილი.
- მრავალფუნქციური ფიტნესისთვის – აქვს ხილის ჩასაყრელი განყოფილება, მათთვის, ვინც იცავს დიეტას ან მიირთმევს ჯანსაღ სნექებს.
- თერმოსის ფუნქციით – ისინი განსხვავდება სტანდარტული თერმოსებისგან. შესაძლოა იყოს უჟანგავი ფოლადის ან ორმაგი მინის თერმო ბოთლი.
გაეცანით ბლოგს და გაიგეთ უფრო მეტი, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე გათვლილი სასმელი წყლის ბოთლი ☺
საბავშვო თერმოსი კომპლექტით
კომპლექტში შედის:
- უჟანგავი ფოლადის თერმოსი 550მლ
- ჩანთა დიდი ჯიბით და ღვედით
- თავსახური საწრუპით (გრილი სასმელებისთვის)
- თერმოთავსახური (ცხელი სასმელებისთვის)
- ფინჯანი (ცხელი სასმელებისთვის)
უჟანგავი ფოლადის საბავშვო თერმოსი კომპლექტში, შექმნილია პატარებისთვის სახალისო დიზაინებით. ორგვარი თავსახურის წყალობით, თერმოსის გამოყენება შესაძლებელია ყველა სეზონზე, როგორც წყლის 💧 ასევე სხვა ცივი და ცხელი სასმელებისათვის. 🥤 ☕
სამაცივრე დისპენსერი COMPACT
COMPACT - არის კომპაქტური დისპენსერი, რომელშიც შეგიძლიათ ჩაასხათ როგორც ცივი, ისე ცხელი სასმელები.
ტემპერატურული მდგრადობიდან გამომდინარე იდეალურია მაცივარში წყლის გასაცივებლად. განსაკუთრებით კი არომატიზირებული წყლისთვის. მაცივარში ჩაშენებული დისპენსერებისგან განსხვავებით მისი მოვლა ბევრად მარტივია.
დისპენსერის მოცულობა 3.5 ლიტრია, რაც საკმარისია ორი ადამიანისთვის წყლის დღიური ბალანსის შესანარჩუნებლად.
წყლის ბოთლი DODGE
წყლის თერმოსი FOREVER YOUNG
უჟანგავი ფოლადის თერმოსი INFINITY
უჟანგავი ფოლადის თერმოსი SPACE
უჟანგავი ფოლადის თერმოსი TRAVEL
წყლის ბოთლი AWAKE
წყლის ბოთლი SUPER LARGE
წყლის ბოთლი SUPER LARGE - ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისგან დამზადებული წყლის მრავალჯერადი ბოთლი დიდი მოცულობით; გვეხმარება წყლის დღიური ნორმის შევსებაში, კომფორტულია სატარებლად; შეგვიძლია დღის განმავლობაში სხვებსაც გავუზიაროთ წყალი. მოსახერხებელია ოჯახით მოგზაურობის შემთხვევაშიც.
მოცულობა:
- 1700 მლ
- 2200 მლ

BPA Free