კომპლექსური დამუშავება
დამარბილებლის ავტომატური სარქველი
RUNXIN-ის ბრენდის დამარბილებლის ავტომატური სარქველი გამოიყენება კოლონური დამარბილებლების შესავსებად და სამართავად.
ანტიკოროზიული და გაჟონვისგან დაცული ავტომატური სარქველი მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები (User friendly) მენიუთი არის დაპროგრამებული.
დამარბილებლის ავტომატური სარქველი გამოიყენება კომერციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, წარმადობა ირჩევა საჭიროებისამებრ.
კომპლექსური ფილტრები
კომპლექსური ფილტრები გამოიყენება წყლიდან კალციუმის, მაგნიუმის, რკინის მანგანუმის და სხვა მინარევების მოსაშორებლად.
განკუთვნილია საყოფაცხოვრებო, კომერციული და სამრეწველო წყალმომარაგების სისტემებისთვის.
კომპლექსურ ფილტრებს ფუნქციონირებისათვის სჭირდება შესაბამისი ფილტრის შემავსებლები.
შესაძლებელია მრავალსაფეხურიანი სისტემის მოწყობა.
სისტემის დაპროექტება და შესაბამისი საფილტრაციო ნივთიერების შერჩევა ხდება წყლის ანალიზის და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მიერ.
მანქანის სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS
ფილტრაციის შემავსებელი დოლომიტი
დოლომიტი წყლის ფილტრაციისა და რემინერალიზაციისთვის
დოლომიტი წარმოადგენს ბუნებრივ მინერალურ მასალას, რომელიც ფართოდ გამოიყენება წყლის დამუშავების სისტემებში, განსაკუთრებით რემინერალიზაციისა და pH-ის კორექციისთვის. იგი შედგება კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატებისგან და გამოიყენება წყლის მინერალური შემადგენლობის გასაუმჯობესებლად.
ფილტრაციის შემავსებელი ცეოლითი
ცეოლითი წარმოადგენს ბუნებრივ მიკროპოროვან მინერალს, რომელიც ფართოდ გამოიყენება წყლის ფილტრაციისა და დამუშავების სისტემებში. მისი უნიკალური კრისტალური სტრუქტურა უზრუნველყოფს იონგაცვლით და ადსორბციულ თვისებებს, რის შედეგადაც ეფექტურად შლის წყლიდან ამონიუმს, მძიმე მეტალებს და სხვადასხვა სახის მინარევებს.
ფილტრის ავტომატური სარქველი
RUNXIN-ის ბრენდის ფილტრის ავტომატური სარქველი გამოიყენება კოლონური საფილტრაციო სისტემების სამართავად.
კოროზიისა და გაჟონვისგან დაცული ავტომატური სარქველი მარტივი პროგრამული მართვით გამოირჩევა.
აქვს ფილტრაციის სამი ციკლი: სამუშაო, ჩარეცხვის და გამორეცხვის.
ირჩევა სხვადასხვა წარმადობის მიხედვით კომერციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის.
წყლის დამარბილებელი DUPLEX
Purolite C100E
Purolite C100E არის უმაღლესი ხარისხის ჟელეს ტიპის კატიონგამცვლელი ფისი. გამოიყენება წყლის, მათ შორის სასმელის, დარბილებისათვის.
შენიშვნა: მარილის მიწოდების პირობები დგინდება ინდივიდუალურად რაოდენობისა და მანძილის შესაბამისად.
| ტიპი | კატიონიტი |
|---|---|
| მწარმოებელი | PUROLITE |
| შეფუთვა | პოლიეთილენის ტომარა |
| მოცულობა | 25 ლიტრი |
Purolite MB400
მაღალი ხარისხის კათიონებისა და ანიონური ფისების ნაზავი წყლის ღრმა დემინერალიზაციისა და დეიონიზაციისთვის.
შენიშვნა: მარილის მიწოდების პირობები დგინდება ინდივიდუალურად რაოდენობისა და მანძილის შესაბამისად.
| ტიპი | ანიონიტი+კატიონიტი |
|---|---|
| მწარმოებელი | PUROLITE |
| შეფუთვა | პოლიეთილენის ტომარა |
| მოცულობა | 8, 16 და 25 ლიტრი |