უკუ ოსმოსის მემბრანის გარსაცმი
₾249
მაღალი წარმადობის უკუ ოსმოსის მემბრანის უჟანგავი გარსაცმი
გამოიყენება უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემებში მემბრანის მოსათავსებლად.
გათვლილია ინდუსტრიული უკუ ოსმოსის 4040 ტიპის მემბრანებზე
მარაგში
არტიკული:
4040-1 SS
კატეგორია: მაკომპლექტებლები, მემბრანები
აღწერა
უკუ ოსმოსის მემბრანის გარსაცმი
უჟანგავი ფოლადის გარსაცმი კომპლექსური უპირატესობებით
გამძლე და საიმედო კორპუსი
მაღალი წარმადობის უკუ ოსმოსის მემბრანის გარსაცმი შექმნილია ისე, რომ მაქსიმალურად მოერგოს და გაუძლოს ინდუსტრიული გამოყენების მოთხოვნებს. მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული გარსაცმი მდგრადია კოროზიის, წნევის, ტემპერატურისა და ფიზიკური დაზიანების მიმართ.
თავსებადობა 4040 ტიპის უკუ ოსმოსის მემბრანებთან
უჟანგავი ფოლადის გარსაცმი 4"-იანი დიამეტრით და 40" სიგრძით სპეციალურად შექმნილია 4040 ტიპის უკუ ოსმოსის ინდუსტრიული მემბრანებისთვის. კორპუსი უზრუნველყოფს მასში მოთავსებული მემბრანის გარანტირებულ დაცვას და საიმედოდ დალუქვას. გარსაცმის გაზრდილი ზომა ხელს უწყობს წყლის მაღალ გამტარობას, შედეგად თქვენ იღებთ სწრაფ და ეფექტურ ფილტრაციას.
გარსაცმის მოვლა და კარტრიჯის შეცვლა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
უჟანგავი ფოლადის გარსაცმი მარტივი დიზაინით არის წარმოდგენილი, შესაბამისად მისი მოვლა და კარტრიჯის პერიოდული შეცვლა ზედმეტ ძალისხმევას არ საჭიროებს. გარსაცმის კორპუსს აქვს ადვილად მოხსნადი ლუქები, ამიტომ მასში მოთავსებული მემბრანის შეცვლა სირთულეს არ წარმოადგენს. მარტივ მოვლაში, თავისთავად, ვგულისხმობთ გარსაცმის ადვილად გაწმენდას, რაც თქვენი უკუ ოსმოსის სისტემის ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად გაახანგრძლივებს.
წყლის გაუმჯობესებული ხარისხი
უკუ ოსმოსის უჟანგავი ფოლადის გარსაცმი ნებისმიერი ინდუსტრიული საფილტრაციო სისტემის აუცილებელი კომპონენტია. წყლიდან არასასურველი მინარევების მოშორების კუთხით, სწორედ აღნიშნულ კორპუსში არსებული უკუ ოსმოსის მემბრანა გამოიყენება.
HIDROTEK-ის უჟანგავი ფოლადის გარსაცმი გამორიცხავს არასასურველ მოულოდნელობებს, როგორიც არის კოროზია, მარტივი დაზიანება, წყლის გაჟონვა და ა.შ. შედეგად მიიღებთ სუფთა, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის წყალს თქვენი ბიზნესისთვის.
ტექნიკური მახასიათებლები
- შემომავალი წყლის წნევა:
- წყლის დასაშვები ტემპერატურა:
- დაერთება (შემსვლელი/გამომსვლელი):
- გაბარიტული ზომები:
-
0-20 ატმ -
+0-+45℃ -
3/4" ; 1/2" - 12*109 სმ
უპირატესობები
- უჟანგავი ფოლადის კორპუსი და სამაგრები
- ანტიკოროზიული
- UV სხივებისა და მზის სინათლის მიმართ მგრადი კორპუსი
- სილიკონის შუასადებები
- შავი პლასტმასის ხუფები (მასალა ABS)
- უფრო მსუბუქი ვიდრე FRP კორპუსები
- ინტეგრირებული ჩაკეტვის სისტემა
შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…
მაღალი წარმადობის უკუოსმოსის მემბრანა (BW-4040)
₾454
მაღალი წარმადობის უკუოსმოსის მემბრანა (BW-4040) წყალს აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში, მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს.
მაღალი წარმადობის უკუსომოსის მემბრანა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის წარმოებებში: კვების და სასმელი წყლის ინდუსტრია, ელეტრომომარაგება, ფარმაცია, ბიოტექნოლოგია და სხვა.
გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე.
მსგავსი პროდუქტები
დისპენსერის მოდულების კომპლექტები
₾110 – ₾137
დისპენსერები ICEBERG და ICEBERG EDGE – ულტრაფილტრაციის კომპლექტი საფილტრაციო დისპენსერი ICEBERG საფილტრაციო დისპენსერი ICEBER EDGE ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
დოქი-ფილტრის კარტრიჯი
₾13
პირველადი წმენდის PCB კარტრიჯი
₾75
მდგრადი მარტივად შესაცვლელი PCB (პოლიპროპილენისა & დაპრესილი ნახშირის) კარტრიჯი წყალს აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, ნარჩენ ქლორს, სხვა მავნე ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
უკუოსმოსის მემბრანის მოდული: RO-S01-800GPD (2.1 ლ/წთ)
₾179
უკუ ოსმოსის მაღალი წარმადობის მემბრანა RO-S01-800GPD. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში, მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს და ა.შ. გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
უკუოსმოსის მემბრანა: 1812-50GPD (0.130 ლ/წთ)
₾30
უკუოსმოსის მემბრანა (1812-50GDP) წყალს აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში, მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს.
გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით