წყლის საფილტრაციო დისპენსერები
ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...
₾4,500
უჟანგავი ფოლადის გარე შადრევანი OASIS იდეალურია რეკრეაციული ზონებისა და საგანმანათლებლო სივრცეებისთვის.
გარე შადრევანი უზრუნველყოფს სუფთა სასმელ წყალს თქვენთვის და თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.
გარე შადრევანი 3 in 1 აერთიანებს:
არ არის მარაგში
გარე შადრევანი OASIS შექმნილია 3 in 1 დიზაინით. OASIS აერთიანებს ბოთლის შემავსებელს, სტანდარტულ შადრევანს და თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილ შადრევანს. ერგონომიულ დიზაინთან ერთად, არის შშმ პირებზე ადაპტირებული. უჟანგავი ფოლადის გარე შადრევანი OASIS იდეალურია კამპუსებში, რეკრეაციულ ზონებსა და უბრალოდ ქუჩაში დასამონტაჟებლად.

გარე შადრევანი OASIS დამზადებულია 316 კატეგორიის უჟანგავი ფოლადისგან. შადრევნის კორპუსი შეღებილია ელექტროსტატიკურად და აღჭურვილია დაზიანების მიმართ მდგრადი ონკანებითა და ღილაკის ტიპის გამხსნელი სარქველებით. ფხვნილოვანი საღებავით დაფარული ზედაპირი ანტიკოროზიულ საფარს ქმნის. გარდა ამისა, კორპუსი არის მძიმე, შესაბამისად ინარჩუნებს სიმყარეს ღია სივრცეში და არ არის მარტივად დაზიანებადი.
მოგეხსნებათ, გარეთ სეირნობის, სირბილისა და ველოსიპედით გადაადგილების დროს წყურვილი ყველაზე მეტად გვაწუხებს. თანამედროვე გარე შადრევანი OASIS კი, ადამიანებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ ჰიდრატაცია ფიზიკური აქტივობების დროს. დაზიანების მიმართ მდგრადი გამხსნელი ღილაკები და ონკანები განსაკუთრებით გამძლეა. შესაბამისად, საჭირო დროს ყოველთვის შეძლებთ გარე შადრევნიდან სასმელი წყლის მიღებას. გამხსნელი ღილაკები მსუბუქ დაწოლაზე რეაგირებს, მომხმარებელს კი არ სჭირდება ონკანის ძალდატანებით მოშვება ან დატრიალება.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ცხოველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობით წყლის მიღება. გარე შადრევანი OASIS, ამ კუთხით, განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს ბაზარზე. OASIS-ს დამატებით ცხოველებისთვის განკუთვნილი შადრევანი აქვს დამონტაჟებული. სპეციალურად გათვლილი შადრევნის ონკანიდან წყალი დაბალი ნაკადით მოდის. სწორედ ამიტომ, მისი დახმარებით ნებისმიერ დროს შეძლებთ სასმელი წყლის მიწოდებას, როგორც საკუთარი, ასევე მიუსაფარი ოთხფეხა მეგობრებისთვის.
ცივი და ონკანის ტეპერატურის გაფილტრული წყლის ნაკადი ბოთლის შესავსებად
შშმპ ადაპტირებული
უჟანგავი ფოლადის, კომპაქტური, კედელზე დასამონტაჟებელი სასმელი წყლის შადრევანი
მხოლოდ ონკანის ღილაკზე თითის დაჭერით ხდება წყლის ნაკადის მოშვება, რაც თავიდან აგაცილებთ არასასურველ დანახარჯებს
შშმპ ადაპტირებული
სასმელი წყლის ჩაშენებული შადრევანი წარმოებულია უჟანგავი ფოლადისგან და მდგრადია დაზიანების მიმართ.
იდეალურია შემდეგი ტიპის ლოკაციებზე დასამონტაჟებლად:
მომხმარებლის სურვილისამებრ შესაძლებელია ჩაშენებული შადრევნის სხვდასხვა კომპლექტაციით შეკვეთა, მათ შორის წყლის საფილტრაციო სისტემით ან მის გარეშე.
ცივი და ონკანის ტეპერატურის გაფილტრული წყლის ნაკადი, როგორც ბოთლის შესავსებად, ასევე უშუალოდ დასალევად.
შშმპ ადაპტირებული
+ MobileBank, QR-კოდი🔗
[mailpoet_form id=”4″]