დღესდღეობით დისპენსერის იჯარა, იგივე დაქირავება ყველაზე პრაქტიკული გზაა ოფისის სასმელი წყლით მოსამარაგებლად. ვერც ერთი ბოციანი ქულერი ვერ შეედრება საფილტრაციო დისპენსერს, რომელიც სასმელი წყლის ხარჯს საკმაოდ ამცირებს. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ არის წყალმომარაგების ქსელის მიყვანა პროდუქტამდე.
მას შემდეგ, რაც წყლის დისპენსერს იქირავებთ, აღარ მოგიწევთ ფიქრი წყლის ხარისხზე, მარაგების მართვაზე და ფართის გამოთავისუფლებაზე. კამკამას დისპენსერების იჯარა საუკეთესო გამოსავალია, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება, თუ მათ ღირებულებას გაითვალისწინებთ. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად მზდყოფნაში არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მოვლენ და უფასოდ შეცვლიან კარტრიჯებს საჭირო პერიოდულობით. თქვენ უწყვეტად ისარგებლებთ გაფილტრული წყლით, არასასურველი მოულოდნელობების გარეშე. ღირებულება საკმაოდ მისაღებია ნებისმიერი კომპანიისათვის.
ყველაზე მოთხოვნადი დისპენსერები
უფასო ტრანსპორტირება
უფასო
მონტაჟი
ტექნიკური
სერვისი
ფიქსირებული ტარიფი
დისპენსერის იჯარა - უპირატესობები
- საცდელი პერიოდი - 15 დღის განმავლობაში შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ დისპენსერით. თავად გამოსცადოთ და შეაფასოთ პროდუქტის ყველა უპირატესობა.
- საფილტრაციო დისპენსერის იჯარით მოაგვარებთ სასმელი წყლის პრობლემას ოფისში, რაც მთავარია აღარ დაგჭირდებათ ბოცებით წყლის შეკვეთა.
- დისპენსერებს ექნება ჩვენი კომპანიის გარანტია და ისარგებლებს სერვისცენტრის მომსახურებით. გაუმართაობის შემთხვევაში ტექნიკოსის ვიზიტი, დიაგნოსტირება და შეკეთება იქნება უფასო.
- იჯარის ღირებულება მოიცავს კარტრიჯების პერიოდულ შეცვლას (ყოველ 6 თვეში).
- დისპენსერის დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერ, თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას. დახვეწილი დიზაინის საშუალებით ერგება ყველანაირ ინტერიერს. იმ შემთხვევაში თუ წყლის ქსელიდან სამონტაჟო წერტილამდე მაქსიმუმ 3 მეტრია დაშორება, სარგებლობთ უფასო მონტაჟით.
- იჯარით სარგებლობის მინიმალური პერიოდია 1 წელი, ვადის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ შეისყიდოთ ან დააბრუნოთ დისპენსერები.
*იჯარის პირობებით სარგებლობისათვის, დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
საფილტრაციო დისპენსერების იჯარის პაკეტები
ICEBERG EDGE
₾
139
ერთი თვე
20 - 25 ადამიანი
უფასო მიწოდება
უფასო მონტაჟი
კარტრიჯების გამოცვლა (ყოველი 6 თვე)
ტექნიკური სერვისი
ICEBERG
₾
156
ერთი თვე
30 - 35 ადამიანი
უფასო მიწოდება
უფასო მონტაჟი
კარტრიჯების გამოცვლა (ყოველი 6 თვე)
ტექნიკური სერვისი
*მონტაჟში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მასალები დადგინდება ინდივიდუალურად.
რატომ უნდა ვთქვათ უარი სტანდარტულ ქულერებზე?
დისპენსერი ფილტრაციით VS სტანდარტული ქულერი
სტანდარტული ქულერი, ერთი შეხედვით უმარტივესი გზაა ოფისში სასმელი წლის მისაღებად.
საფილტრაციო დისპენსერთან შედარებით, კი ქულერის ერთადერთი მოჩვენებითი უპირატესობა მისი დაბალი ფასია, უარყოფითი მხარეები საკმაოდ მარტივი შესამჩნევია:
- ეკონომიურობა - ჩამოსხმის, ტრანსპორტირების და სადისტრიბუციო კომპანიის მოგების გამო წყლის მაღალი ღირებულება
- ჰიგიენურობა - ღია კონსტრუქცია, ბაქტერიების გაჩენის მაღალი ალბათობა
- ერგონომიულობა - ბოცის გამო დადაბლებული, მოუხერხებელი დისპენსერი
- ეკოლოგიურობა - ბოცების უმეტესობა დამზადებულია პოლიკარბონატისაგან რომელიც მავნე ესთროგენ BPA-ს შეიცავს.
საფილტრაციო დისპენსერი მოგიგვარებთ კომპანიაში სუფთა სასმელი წყლის უზრუნველყოფის პრობლემას. იგი თქვენს ოფისს გახდის თანამედროვეს, კომფორტულს და მიმზიდველს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის. უფრო ვრცელ შედარებას, გაეცნობით კამკამას ბლოგში. საფილტრაციო დისპენსერები საშუალებას გაძლევთ უზრუნველყოთ ჯანსაღი წყალი ოფისისთვის და ამასთანავე, სწორად წარმართოთ დროის და ფინანსური რესურსები, დეტალური ეკონომიკური შედარება იხილეთ სტატიაში.
სუფთა წყალი მარტივად