წყლის ბოთლი UNIBELT

(2 მომხმარებლის მიმოხილვა)

33

წყლის ბოთლი UNIBELT მრავალჯერადი გამოყენებისთვის. დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალა ტრიტანისგან. მისი საშუალებით შეგიძლიათ გაფილტრული წყლის ყველგან თან ტარება. ამასთან, მეტი კომფორტისთვის, ბოთლს აქვს ღვედი, რომლითაც მის მხარზე გადაკიდებას შეძლებთ.

მოცულობა: 830 მლ

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

ვარდისფერი
თეთრი
მწვანე
ნაცრისფერი
არტიკული: არ არის კატეგორია:
აღწერა

პრაქტიკული დიზაინი

წყლის ბოთლი UNIBELT დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალა ტრიტანისგან. მოცულობა – 830 მლ. 
საშუალოდ ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 2 ლიტრი წყალი, ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, წონასა და დღიურ აქტივობაზე. ატარეთ თან UNIBELT-ი და გაიმარტივეთ წყლის დღიური ნორმის შევსება. 

ტრიტანის წყლის ბოთლი

ტრიტანის მასალა, სხვა პლასტმასის ბოთლებისგან განსხვავებით, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბისფენოლ A-ს. შესაბამისად, გავლენას არ ახდენს სასმელის გემოვნურ თვისებებზე და ინერტულია ნებისმიერი სასმელის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ტრიტანის მასალა დაშვებულია საკვებთან გამოყენებისთვის ამერიკის საკვებისა და წამლების ფედერალური სააგენტოსა (FDA) და ევროპის საკვების უსაფრთხოების სააგენტოს (EFSA) მიერ.

ტრიტანის ბოთლი შუშისგან დამზადებულს ჰგავს, თუმცა მეტალთან და შუშასთან შედარებით ბევრად უფრო მჩატეა, რის გამოც, მისი ტარება უფრო მოსახერხებელია. ამას გარდა, მასალა საკმაოდ მყარი და გამძლეა, შესაბამისად, მკვეთრადაა შემცირებული თვითდაზიანების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა კი ამცირებს გარემოში პლასტმასის მოხვედრის ალბათობას.

წყლის ბოთლი UNIBELT

საუკეთესო, თქვენთვის იდეალური წყლის ბოთლის პოვნა, უამრავი განსხვავებული სტილისა და ვარიანტის გამო, არც ისე მარტივია. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ კარგი დატენიანება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ბევრ ჩვენგანს უბრალოდ ავიწყდება საკმარისი წყლის მირთმევა – სწორედ ამიტომ არის მნიშვნელვანი მრავალჯერადი გამოყენების ბოთლის სწორად შერჩევა. ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ამ აუცილებელი აქსესუარის შეძენაში. 

რადგან ჩვენი ჯანმრთლობისთვის წყალი აუცილებელია, შევარჩიოთ ისეთი ბოთლი, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ჩვენი ცხოვრების სტილთან, ხასიათთან. ამით იმაზეც ვიზრუნებთ, რომ მრავალჯერად ბოთლს ექნება მასტიმულირებელი ძალა საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებისთვის.

ვუფრთხილდებით გარემოს და საკუთარ ჯანმრთელობას!

რა უნდა გვახსოვდეს ბოთლის შერჩევისას?

 

ბოთლის შერჩევისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ბოთლის შეძენა კი არ არის, მთავარია შეძენის შემდეგ მისი გამოყენება. ჩვენი მოთხოვნების შესაბამისი ბოთლის შერჩევისას, გამოყენების ალბათობაც იზრდება. შესაბამისად, იზრდება მიღებული წყლის რაოდენობაც, რაც ავტომატურად აისახება ჩვენს ჯანმრთლობასა თუ განწყობაზე. 

 

 

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?

მიმოხილვა (2)

2 მიმოხილვა: წყლის ბოთლი UNIBELT

  1. თეა

    ამ ბოთლის გარეშე როგორ ვცხოვრობდი 😀 რა კომფორტულიაა, გავგიჟდი

  2. ხათუნა

    წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები, ძან კაია მართლა, თან იმდრესვე მომაწოდეს.. მომსახურებიტაც ძან კმაყოფილი ვარ, რაც იშვიათია ჩვენს დროში 🙂 მადლობა

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება