დღესდღეობით დისპენსერის იჯარა, იგივე დაქირავება ყველაზე პრაქტიკული გზაა ოფისის სასმელი წყლით მოსამარაგებლად. ვერც ერთი ბოციანი ქულერი ვერ შეედრება საფილტრაციო დისპენსერს, რომელიც სასმელი წყლის ხარჯს საკმაოდ ამცირებს. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ არის წყალმომარაგების ქსელის მიყვანა პროდუქტამდე.
მას შემდეგ, რაც წყლის დისპენსერს იქირავებთ, აღარ მოგიწევთ ფიქრი წყლის ხარისხზე, მარაგების მართვაზე და ფართის გამოთავისუფლებაზე. კამკამას დისპენსერების იჯარა საუკეთესო გამოსავალია, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება, თუ მათ ღირებულებას გაითვალისწინებთ. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად მზდყოფნაში არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მოვლენ და უფასოდ შეცვლიან კარტრიჯებს საჭირო პერიოდულობით. თქვენ უწყვეტად ისარგებლებთ გაფილტრული წყლით, არასასურველი მოულოდნელობების გარეშე. ღირებულება საკმაოდ მისაღებია ნებისმიერი კომპანიისათვის.
*იჯარის პირობებით სარგებლობისათვის, დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
*მონტაჟში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მასალები დადგინდება ინდივიდუალურად.
სტანდარტული ქულერი, ერთი შეხედვით უმარტივესი გზაა ოფისში სასმელი წლის მისაღებად.
საფილტრაციო დისპენსერთან შედარებით, კი ქულერის ერთადერთი მოჩვენებითი უპირატესობა მისი დაბალი ფასია, უარყოფითი მხარეები საკმაოდ მარტივი შესამჩნევია:
საფილტრაციო დისპენსერი მოგივარებთ კომპანიაში სუფთა სასმელი წყლის უზრუნველყოფის პრობლემას. იგი თქვენს ოფისს გახდის თანამედროვეს, კომფორტულს და მიმზიდველს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის. უფრო ვრცელ შედარებას, გაეცნობით კამკამას ბლოგში. საფილტრაციო დისპენსერები საშუალებას გაძლევთ უზრუნველყოთ ჯანსაღი წყალი ოფისისთვის და ამასთანავე, სწორად წარმართოთ დროის და ფინანსური რესურსები, დეტალური ეკონომიკური შედარება იხილეთ სტატიაში.
დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით და ჩვენ გაგიწევთ სრულყოფილ კონსულტაციას.
ჩვენი სპეციალისტები შეარჩევენ ოპტიმალურ დისპენსერებს, თქვენი მოთხოვნების და საჭიროების შესაბამისად.
პირობების შეთანხმება, პროდუქციის მონტაჟი წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას და დროს.
დისპენსერით სარგებლობის გარდა არ გაქვთ არავითარი დატვირთვა. ჩვენ ვზრუნავთ ყველაფერზე.