წყლის ფილტრი და ერგონომიკა, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

რატომ უნდა დავფიქრდეთ, სანამ ქულერიდან დავლევთ წყალს?

წყლის ქულერი და უსაფრთხოება

დღესდღეობით, ე.წ წყლის ქულერი თითქმის ყველა ტიპის დაწესებულებაში შეგხვდებათ: ოფისი, სავაჭრო ცენტრი, საავადმყოფო, ბანკი, სილამაზის სალონი, კაფე და ა.შ. თქვენ კი, ალბათ მშვიდად მიირთმევთ ქულერიდან ჩამოსხმულ წყალს, იმ არგუმენტით, რომ სუფთაა. ფართოდაა დამკვიდრებული აზრი, რომ  ბოცის დაბეჭდილი წყალი მეტად უსაფრთხოა, ვიდრე ონკანის, რომელიც ქლორსა და სხვა უამრავ მინარევს შეიცავს. თუმცა, არაერთი  კვლევა აჩვენებს, რომ რეალობა ხშირად, სრულიად განსხვავებულია. 

წყლის ქულერი ოფისში

სასმელი წყლის უზრუნველყოფა კომპანიებში

სამწუხაროდ, ადამიანები სხვადასხვა ხალხმრავალი ადგილების სტუმრობისას, წყალს ისეთი ქულერებიდან სვამენ, რომელიც წლების განმავლობაში არ გაწმენდილა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ზოგიერთი დაწესებულება რეცხავდეს და დეზინფექცირებას უტარებდეს, საჭიროებისამებრ 2-6 თვეში ერთხელ (მოხმარების სიხშირის მიხედვით). მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევებია. ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა რამოდენიმე ოფისში დამონტაჟებული 32 წყლის ქულერი გატესტა.

აღმოჩნდა, რომ ნიმუშების უმეტესობაში პათოგენური ბაქტერიების (ბაცილა, კოკი, სხვა მიკროორგანიზმები) რაოდენობა თითქმის 400-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას! 

ასევე, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სწორედ დისპენსერის ზედაპირი უწყობს ხელს ბაქტერიის გავრცელებას და ბიოაპკის ფორმირებას კედლებზე. ბიოაპკი კი მოიცავს უმცირესი ზომის წყალმცენარეებს, რომლებიც წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს. გთავაზობთ, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომელთა მიერ გაზიარებულ ფაქტებს:

წყლის ქულერი
  • "არასდროს მიფიქრია რომ წყლის ქულერს გასუფთავება სჭირდება, რადგან დალუქულ ბოცებში წყალი სუფთაა. თუ წარმოვიდგენ რა რაოდენობით წყალს ვსვამ დღის განმავლობაში, გამოდის ძალიან ბევრი წყალმცენარე მაქვს მიღებული."
  • "მე რამდენიმე კომპანიაში ვმუშაობდი. არც ერთი ხელმძღვანელობა არ ფიქრობდა წყლის დისპენსერის გამორეცხვაზე. ისინი მტკიცედ იყვნენ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ბოცების შეცვლა იყო საჭირო."
  • "ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანიის დაცვაში ვმუშაობდი. ბევრი დისპენსერია ოფისში და სტუდიებში, მაგრამ იქედან წყალს აღარ ვსვამდით. ვინც კი დალია, ყველას მუცლის შებერილობა აწუხებდა"
ბოციანი წყლის ქულერი - ბაქტერიების გავრცელების წყარო?

როგორ ირღვევა ჰიგიენური ნორმები თანამშრომლების მიერ

წყლის ქულერების სისუფთავე არ არის მხოლოდ კონკრეტული ხელმძღვანელის თუ დეპარტამენტის კეთილსინდისიერებასა და პასუხისმგებლიანობაზე დამოკიდებული. ეს ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც ბოცებს ცვლიან და ასევე მათაც, ვინც უშუალოდ მოიხმარს დისპენერში არსებულ წყალს. გაინტერესებთ, უფრო კონკრეტულად, როგორ ბინძურდება წყალი დისპენსერის ბოცაში?

  • თუ ქულერის სწორი ექსპლუატაციის პირობები ირღვევა და ტექნიკურადაც არ არის გამართული. ასევე, თუ პირდაპირ მზის სინათლეზე დგას, ბაქტერიები და წყალმცენარეები განსაკუთრებით, მარტივად მრავლდება ბოცასა და კორპუსის შიდა კედლებზე.
  • წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში, რამდენი ადამიანი ეხება ხელით ქულერის ონკანს. შეხებამდე კი, თითქმის არავინ იბანს ხელებს. შედეგად, ბაქტერიები გროვდება ონკანზე, აღწევს სარქველში და ბოლოს აღმოჩნდება თქვენს ჭიქებში.
დაბინძურებული წყლის ქულერი
გასაწმენდი წყლის ქულერი
წყლის ქულერი უნდა გაიწმინდოს პერიოდულად

ფოტოებზე ხედავთ დაშლილ მდგომარეობაში მყოფ წყლის ბოციან ქულერებს. სამწუხაროდ, მათი გასუფთავება კომპანიის არც ერთ თანამშრომელს მოსვლია აზრად.

  • ყველაზე ხშირად, წყალი იმ თანამშომლების მიერ ბინძურდება, რომლებიც პერიოდულად ქულერზე არსებულ ბოცებს ცვლიან. შეცვლამდე, ძირითადად, არასდროს იბანენ ხელებს, არ იცვამენ ხელთათმანებს და ბოცის ჭერის დროს, ეხებიან ე.წ ყელსა და ხუფზე. ამის შემდეგ ბაქტერიები მიგრირებენ და მრავლდებიან ბოცაში ჩასხმულ წყალში.
  • წყლის ქულერის კონსტრუქცია, ძირითადად, არ არის ჰერმეტული. ამიტომ ჰაერში არსებული ბაქტერია და ვირუსები აღწევენ ქულერის შიდა სიტემაში, იქიდან კი ბოცაში.

გაინტერესებთ რა მოხდება, თუ ქულერიდან დაბინძურებულ წყალს დალევთ?

თუ დაბინძურებული დისპენსერიდან დალევთ წყალს, საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი კუჭ-ნაწლავის მონელების ფუნქცია დაირღვევა, რასაც თან ახლავს - დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა.  

უარეს შემთხვევაში კი, დიდია შანსი, რომ მოწამლულმა ადამიანმა გადაიტანოს სალმონელოზი ან კუჭ-ნაწლავის სხვა რომელიმე სერიოზული დაავადება. საბოლოოდ კი, საჭირო გახდეს მისი სამედიცინო დაწესებულებაში განთავსება.

ბოციანი დისპენსერის სწორი მოვლა

როგორ დავიცვათ თავი ქულერის წყლით მოწამვლისგან?

თუ საჯარო სივრცეში განთავსებული ქულერიდან წყლის დალევას გადაწყვეტთ, პირველ რიგში გარე ზედაპირებს შეავლეთ თვალი. ასევე, თუ თქვენი დამსაქმებელი კომპანიაც სარგებლობს წყლის დისპენსერებით, პერიოდულად შეახსენეთ ხელმძღვანელობას, ან შესაბამის თანამშრომელს, რომ მოწყობილობას სჭირდება გაწმენდა.  

გაითვალისწინეთ, წყლის ქულერზე ახალი ბოცის დადგმამდე უმჯობესია, მისი ყელი სპირტში დასველებული ხელსახოცით გაწმინდოთ. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ვინ ცვლის ბოცებს, ეს თქვენივე თანამშრომელი იქნება თუ დაქირავებული სპეციალისტი. ვინ იცის, კიდევ რამდენი ხელი შეეხო ბოცის ხუფს თქვენამდე.

ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, შესაძლოა სასაცილოც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, ხუმრობის დრო ნამდვილად არ არის☺️.

სტანდარტული წყლის ქულერი არაკომფორტულია

არსებობს მითი, რომ თუ ქულერს ხშირად არ იყენებთ, მაშინ დაბინძურებაც ნაკლებია და არც ხშირ გასუფთავებას საჭიროებს. სინამდვილეში, ამ დროს წყალი უფრო ხშირად გუბდება და ბაქტერიაც ინტენსიურად ვრცელდება.

წყლის სტანდარტული ბოციანი დისპენსერის დამუშავება რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ მაინც. ორჯერ უფრო ხშირად უნდა გაწმინდოთ, თუ იგი განთავსებულია სამედიცინო ცენტრში, საბავშვო ბაღში, სავაჭრო ცენტრში, საწყობსა  და სხვა ხალხმრავალ ადგილას.

საფილტრაციო დისპენსერი ბოცების გარეშე

საფილტრაციო წყლის დისპენსერი იგივე წყლის ქულერი, უსაფრთხო ეკონომიური და ერგონომიულია

ბლოგის დასასრულს, გვჯერა, რომ ბევრ თქვენგანს გაუჩნდა საფუძვლიანი სურვილი, აბსოლუტური უარი თქვას წყლის ბოციან ქულერებზე. დღესდღეობით, ეს უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივია.  საფილტრაციო დისპენსერები ICEBERG და ICEBERG EDGE აჭურვილია უკუ ოსმოსისა და ულტრაფილტრაციის საფილტრაციო სისტემებით. პირდაპირ მონტაჟდება წყლის მილსადენზე და არ საჭიროებს ბოცებს. შესაბამისად, მნიშვნელოვან ეკონომიას აძლევს კომპანიებს, რომლებსაც ყოველთვიურად ბოცებით წყლის შეკვეთა სჭირდებათ.

საფილტრაციო დისპენსერი სხვა უპირატესობებთან ერთად, სენსორული მართვის პანელით არის აღჭურვილი. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ზედმეტი შეხება ზედაპირებთან, სარქველების გახსნა-დაკეტვა. თითის ერთი შეხებაც საკმარისია სასურველი ტემპერატურის წყლის ჩამოსასხმელად. ნაკლები შეხება კი ამცირებს ბაქტერიებისა და მიკრობების გავრცელებას.

ბოცების არარსებობით თქვენ თავიდან აიცილებთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა უსიამოვნო ფაქტორს. სამუშაო პროცესსა და თუ ნებისმიერი საჯარო სივრცის სტუმრობის დროს კი, მშვიდად მიირთმევთ სასურველი ტემპერატურის გაფილტრულ სასმელ წყალს.

უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE

1,2401,320
მოქმედი შეთავაზებები:

აქცია - „ცხელი 2024“ -ის ფარგლებში ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით + უფასო მონტაჟი (დეტალურად)

აქცია - „დამწყები ბიზნესი“ (დეტალურად)

შენიშვნა: ერთდროულად დისპენსერის მხოლოდ ერთი აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემებით:

    • UF ტექნოლოგია - ულტრაფილტრაცია
    • RO ტექნოლოგია - უკუოსმოსის ფილტრაცია
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით  მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით  

წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG

1,7351,905
მოქმედი შეთავაზებები: აქცია - „უზრუნველი 3 წელი“ (დეტალურად)

აქცია - „დამწყები ბიზნესი“ (დეტალურად)

შენიშვნა: ერთდროულად დისპენსერის მხოლოდ ერთი აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ. წყლის დისპენსერი აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემით:
  • UF მოდელი - ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია
  • RO მოდელი - უკუოსმოსის ტექნოლოგია
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით  მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით