წყლის  დისპენსერი  – მოწყობილობა, რომელიც გარეგნულად ჰგავს ჩვეულებრივ დისპენსერს, მაგრამ მისგან განსხვავდება ჩამონტაჟებული ფილტრაციის სისტემით.

მისი ამოცანაა აბსოლუტურად სუფთა წყლის მომზადება, გემრიელი ჩაის ან ყავისთვის; ასევე, ცხელი ამინდის დროს – ცივი წყლით გასაგრილებლად.

პურიფაიერი არის სტაციონალური მოწყობილობა ჩამონტაჟებული წყლის ფილტრით და წყლის ჩამოსხმის სისტემით. ასეთი მოწყობილობა უკავშირდება წყალსადენს დრეკადი მილის გამოყენებით. დაშორება შეიძლება იყოს 100 მეტრი.

წყლის საფილტრაციო დისპენსერი  უფრო ეკონომიურია, ვიდრე ტრადიციული ქულერი და შეუცვლელია  ბოთლების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში. წყალი ადუღების გარეშე რომ იყოს სასმელად ვარგისი, მოწყობილობის შიგნით მონტაჟდება ფილტრების სისტემა; სხვადასხვა მოდელებში განსხვავებული ფილტრებით.  ფაქტიურად, შეიძლება ითქვას,  წყლის ჩამოსხმის საკუთარი წარმოებაა. გაფილტრული წყალი სრულიად უსაფრთხოა; ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს და მინერალებს.

თუნდაც მცირე ოფისში, სადაც რამდენიმე თანამშრომელია, პურიფაიერის გამოყენებით, დანაზოგი თქვენთვის შესამჩნევი იქნება ინსტალაციის პირველსავე წელს.

როგორია თანამედროვე წყლის დისპენსერი?

როგორ გავხადოთ სასმელი წყლის მიღება უფრო მოსახერხებელი – გამოვიყენოთ ცივი და ცხელი წყალი ნებისმიერ დროს ისე, რომ არ ველოდოთ ჩაიდნის ადუღებას? ამ საკითხების გადაჭრის 2 გზა არსებობს. პირველი, ყველაზე გავრცელებული და შეიძლება ძველმოდურიც – დააყენეთ წყლის დისპენსერი და პერიოდულად შეიძინეთ  წყალი 20 ლ ბოთლებით.

მაგრამ, რატომ უნდა ვეზიდებოდეთ სასმელ წყალს, როდესაც ფილტრების გამოყენებით მისი წარმოება თავად შეგვიძლია, თან საგრძნობი ეკონომიით?
უკვე არსებობს მეორე გზა, თანამედროვე და ეკონომიური – წყლის  დისპენსერი. ამ შემთხვევაში არ გჭირდებათ წყლის შეკვეთა და ლოდინი, ბოთლების ტარება და შენახვა.

დროის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენთვის ხელმისაწვდომია სუფთა, მეორადი დაბინძურებისგან სრულიად დაცული, ჯანსაღი სასმელი წყალი.

უპირატესობები

  • ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
  • კარტრიჯების გამოცვლის ინდიკატორი
  • კარტრიჯების გამოცვლის სიმარტივე
  • შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
  • დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
  • რკინის და მანგანუმის მოცილების მაღალი დონე
  • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
  • UV სტერილიზაცია
  • წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება(UF)

 

აჩვენებს %d შედეგს

მაჩვენე 9 24 36

წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG

1,7352,005
წყლის დისპენსერი აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემით:
  • UF მოდელი - ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია
  • RO მოდელი - უკუოსმოსის ტექნოლოგია
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით