Aqua-Coffee წყლის დისპენსერი ყავის აპარატით

1,9992,099

წყლის მულტიფუნქციური საფილტრაციო დისპენსერი კაფსულიანი ყავის აპარატის ინტეგრირებული სისტემით Aqua-Coffee.
აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემით და  ყავის მომზადების სპეციალური ფუნქციით:  

  • UF მოდელი – ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია  
  • K-cup capsule- ყავის მომზადების ტექნოლოგია (237 მლ; 296 მლ; 355 მლ) 

შეიძინე მუტლიფუნქციური დისპენსერი Aqua-Coffee და საჩუქრად მიიღე 10 ც. ყავის კაფსულა LAVAZZA BLUE სასურველი არომატით

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი

საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით.

შენიშვნა: წინასწარი შეკვეთების მიწოდება განხორციელდება 4 აპრილიდან  (04.04.2025)

აღწერა
ცივი და ცხელი წყლის დისპენსერის, კაფსულიანი ყავის აპარატი

ყავის აპარატი და წყლის საფილტრაციო დისპენსერი ერთ სისტემაში

გსურთ, მხოლოდ ერთი სენსორული შეხებით და ერთი მოწყობილობით მიიღოთ სასურველი ტემპერატურის ჯანსაღი წყალი ან მოიმზადოთ საყვარელი ყავა?გაიმარტივოთ ყოველდღიური რუტინული საზრუნავი და შეიმციროთ ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია სასმელი წყლის შეკვეთებთან, ასევე ყავის მოსამზადებლად საჭირო სხვადასხვა ტექნიკის შეძენასთან და მოვლასთან? მაშინ მულტიფუნქციური საფილტრაციო დისპენსერი Aqua-Coffee აუცილებლად დაგაინტერესებთ. 

Aqua-Coffee ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც აერთიანებს წყლის ფილტრაციის, დისპენსერისა და ყავის აპარატის პრემიუმ ტექნოლოგიებს: 

 Aqua-Coffee-ის მრავალსაფეხურიანი  ულტრაფილტრაციის სისტემისა და კაფსულიანი ყავის აპარატის  კომბინაციით, ასუფთავებს ონკანის წყალს, უზრუნველყოფს სასურველი ტემპრატურის წყალზე უწყვეტ წვდომას და  იმავდროულად ამზადებს იდეალურ ყავას მხოლოდ ერთი სენსორული შეხებით. 

აღარ გჭირდებათ წყლის შეკვეთა და ლოდინი, ბოთლების ტარება და შენახვა, არც დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვა ყავის აპარატების შეძენაში- უკვე არსებობს დისპენსერი ყავის მომზადების ფუნქციით, რომელიც  შექმნილია  სუფთა წყლისა და სრულყოფილი ყავის ყოველდღიური საჭიროებების მაქსიმალურად გამარტივებისა და გაუმჯობესებისათვის. 

მრავალფუნქციური ინოვაცია პრემიუმ გამოცილებისთვის

3 პროდუქტი ერთში - ყავის აპარატი, წყლის ფილტრი, წყლის დისპენსერი

Aqua-Coffee-ის ინოვაციური ტექნოლოგიური კომბინაცია- 3 პროდუქტი ერთში, ერთდროულად აერთიანებს სამი განსხვავებული ფუნქციის შესრულებას:  

1.წყლის ეფექტური ფილტრაცია - მრავალსაფეხურიანი ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია ასუფთავებს ონკანის წყალს, აუმჯობესებს მის ხარისხს და გემოს სასმელი წყლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. Aqua-Coffee გათვლილია მუნიციპალურ წყალზე, ერთდება ცენტრალურ მილსადენზე და არ სჭირდება წყლის ბოცებით მომარაგება. უზრუნველყოფს სუფთა და უსაფრთხო წყალზე უწყვეტ წვდომას

2. სასურველი ტემპერატურის წყალი მომენტალურად - სამი სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის მეშვეობით Aqua-Coffee უზრუნველყოფს ოთახის ტემპერატურის, ცივ და ცხელ წყალზე მომენტალურ წვდომას. გამორიცხავს წყლის მადუღარების და საყინულე მოწყობილობების საჭიროებას. 

 3. ყავის მომზადება - Aqua-Coffee-ში ინტეგრირებული კაფსულიანი ყავის აპარატი - აღარ არის საჭირო ცალკე აპარატის შეძენა. ამასთან, Aqua-Coffee- ლტრაფილტრაციის ექნოლოგიის UF ოდელი ნიჭებს ყალს მაღლეს არისხს ზრუნველყოფს ავის ემოვნური ვისებების აუმჯობესებასაც. 

კაფსულის ზომა გათვლილია საქართველოს ბაზარზე გავრცელებული სტანდარტული კაფსულების ზომაზე ( K-cup size) , ხოლო მოცულობის ვარიაცები  - 237 მლ; 296 მლ; 355 მლ შესაძლებელს ხდის შეირჩეს ჭიქის ზომა, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება სხვადასხვა გემოვნების ყავის რუტინას.   

ტექნოლოგიები ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის

თანამედროვე დისპენსერი და ყავის აპარატი

მრავალფუნქციური დისპენსერი Aqua-Coffee აღჭურვილია კაფსულიანი ყავის აპარატის სისტემით, მართვის სენსორული პანელით და კარტრიჯების შეცვლის შემახსენებელით, ასევე 4 საფეხურიანი ფილტრაციის სისტემისა და ულტრაიისფერი სხივებით დეზინფექციის LED UV სტერილიზატორით, აქვს ცივი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის წყლის ცალკე ავზები, კომფორტული ნაკადი და გამორეცხვის ავტომატური რეჟიმი. 

წყლის სრულყოფილი სისუფთავე და ხარისხი

ყავის აპარატი კრისტალურად სუფთა წყლით

Aqua-Coffee -ის რაციის ემა ნველყოფს ყოფილ დას თადი ხურისა UV სტერილიზაციის ეობით:

  1. პირველი აფეხური იოლოგიური აბინძურების იმართ დგრადი ოლიპროპილენის ოდული PP-10CF ყალს სუფთავებს ექანიკური ინარევებისგან ანგის, ამის, ვიშისა ხვა აწილაკებისგან. ილტრის ამოცვლა ეკომენდებულია 3-6 ვეში რთხელ.
  2. მეორე საფეხური დაპრესილი ნახშირის მოდული CTO-10CF უზრუნველყოფს წყლის გაწმენდას ქლორისა და მავნე ორგანული ნივთიერებებისგან. ფილტრის გამოცვლა საჭიროა 6-12 თვეში ერთხელ.
  3. მესამე საფეხური მემბრანული კარტრიჯი UF მოდელისთვის: ულტრაფილტრაციის მემბრანის მოდული UF-10CF აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს და ვირუსებს ულტრაფილტრაციის მეშვეობით. ფილტრი იცვლება 12-18 თვეში ერთხელ.
  4.  მეოთხე საფეხური ნახშირის პოსტმოდული T33-10CF აშორებს უსიამოვნო, არასასურველ სუნს და აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. ფილტრის გამოცვლა რეკომენდებულია 6-12 თვეში ერთხელ.

დამატებით, სისტემა აღჭურვილია UV სტერილიზატორით, რომელიც უზრუნველყოფს წყლის სრულ დეზინფექციას და იცავს მას მეორადი დაბინძურებისგან: ულტრაიისფერი ნათურის მეშვეობით ხდება ავზში დაგროვებული წყლის ანტიბაქტერიული დამუშავება  და მეორადი დაბინძურების პრევენცია.  

*ფილტრების გამოცვლის სიხშირე დამოკიდებულია შემომავალი წყლის ხარისხსა და მოხმარების ინტენსივობაზე. კარტრიჯების დროული შეცვლა მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის მთავარი ფილტრის, ულტრაფილტრაციის მემბრანის მუშაობის ეფექტურობასა და ხანგრძლივობას.


ყავა და სასურველი ტემპერატურის ჯანსაღი წყალი - სწრაფად, მარტივად, გემოვნებით

ყავის აპარატი

წყალმომარაგების ქსელიდან წყალი გადის ოთხსაფეხურიან ფილტრაციის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ წმენდას. გაწმენდილი წყალი კი გროვდება დისპენსერის ზედა ნაწილში არსებულ რეზერვუარში, საიდანაც შემდგომ ნაწილდება ცივი და ცხელი წყლის ავზებში.  

თითოეულ ავზში ტემპერატურა კონტროლდება ელექტრონული სენსორებით. სისტემა ავტომატურად არეგულირებს გათბობისა და გაგრილების პროცესს ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად. ცივი წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 10°C, ხოლო ცხელი წყლისთვის კი - 90°C. დისპენსერი საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, მომენტალურად მიიღოთ სასურველი ტემპერატურის წყალი: ცივი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის. 

Aqua-Coffee განსაკუთრებით მოსახერხებელია ყავის მოყვარულთათვის. მასში ინტეგრირებული ყავის აპარატი მუშაობს 90°C ტემპერატურაზე, რაც იდეალურია ხარისხიანი ყავის სწრაფად მოსამზადებლად, ხოლო მრავალსაფეხურიანი ფილტრაცია უზრუნველყოფს წყლის სისუფთავეს და ოპტიმალურ მინერალურ შემადგენლობას, რაც საუკეთესოდ ავლენს ყავის უნიკალურ არომატსა და გემოვნურ თვისებებს. 

ერგონომიული და დახვეწილი დიზაინი

ყავის აპარატი და წყლის დისპენსერი Aqua-Coffee: ელეგანტური და ფუნქციონალური არჩევანი თქვენი ინტერიერისთვის

დისპენსერის ზომები

მრავალფუნქციურობისა და დახვეწილი დიზაინის ერთობლიობით, რაც გამორიცხავს სხვადასხვა მოწყობილობების დამატებით საჭიროებას, Aqua-Coffee ჰარმონიულად ერწყმის ნებისმიერი ტიპის ინტერიერს. სწორედ ამიტომ, ის იდეალური არჩევანია როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე კომერციული ობიექტებისთვის: ოფისების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისთვის, ესთეტიკის და ფიტნეს ცენტრებისთვის, საავადმყოფოებისთვის და სხვა.

Aqua-Coffee კარტრიჯების გამოცვლის სიხშირე და ღირებულება

წყლის დისპენსერის მუნიციპალურ მილსადენზე დაერთებისის და 30-35 ადამიანის მუდმივი დატვირთვის პირობებში, კარტრიჯების გამოცვლის საორიენტაციო სიხშირეა:

  • წყლის დისპენსერი Aqua-Coffee ულტრაფილტრაციის მოდელი (UF) – ყოველ 12 თვეში ერთხელ
    • პირველი გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CFT33-10CF კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს 71 ლარს.
    • მეორე გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CFUF-10CF, T33-10CF.   კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს  113 ლარს.
მომდევნო გამოცვლებზე ეს ციკლი მეორდება.

წყლის დისპენსერის სათადარიგო კარტრიჯები - UF მოდელი

ტექნიკური მახასიათებლები

  • წყლის ნაკადის სიჩქარე:
  • წყლის გაცივება:
  • წყლის გაცხელება:
  • ცივი წყლის ავზი:
  • ცხელი წყლის ავზი:
  • ფილტრაციის საფეხური:

  • დაყენების ადგილი:
  • შემომავალი წყალი:
  • შემომავალი მინიმალური წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • ყავის აპარატის სისტემა:
  • კაფსულის ზომა:


  • გაბარიტული ზომები:
  • ელ. ენერგია​:
  • წონა:
  • გარანტია:
  • 2 ლ/წთ
  • 4 ლ/სთ
  • 9 ლ/სთ
  • 4 ლიტრი
  • 3 ლიტრი
  • 4 ფილტრი + UV სტერილიზატორი
  • იატაკი
  • მუნიციპალური
  • 1 ატმ

  • +5-+38°C

  • K-cup
  • სტანდარტული, K-cup size ( დიამეტრი- 51მმ, სიმაღლე- 45 მმ)
  • 38*41.5*139 სმ
  • 220V 50Hz - 950W​
  • 25 კგ
  • 2 წელი

უპირატესობები

  • წყლის ფილტრაციის, დისპენსერისა და ყავის აპარატის სისტემების მულტიფუნქციური კომბინაცია ერთ პროდუქტში (3-ერთში); 
  • სენსორული მართვის პანელი და დახვეწილი დიზაინი; 
  • ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც ; 
  • კარტრიჯების გამოცვლის ინდიკატორი ; 
  • კარტრიჯების გამოცვლის სიმარტივე ; 
  • შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება) ; 
  • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება ; 
  • წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება (UF მოდელი); 
  • სტანდარტული ზომის კაფსულებზე თავსებადი ყავის აპარატის ტექნოლოგია; 
  • საგრძნობი ეკონომია
წყლის საფილტრაციო დისპენსერი ინტერიერში

წყლის საფილტრაციო დისპენსერები

ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...

გაიგე მეტი