ტაბლეტირებული მარილი Axal Pro 25 კგ
₾69
Axal Pro – მაღალი სიწმინდის ტაბლეტირებული მარილი იონგაცვლითი პრინციპით მომუშავე წყლის დამარბილებლებისთვის. გამოიყენება იონგაცვლითი ფისების რეგენერაციისთვის.
შენიშვნა: მარილის მიწოდების პირობები დგინდება ინდივიდუალურად რაოდენობისა და მანძილის შესაბამისად.
მარაგში
არტიკული:
AXAL PRO 25
კატეგორია: რეგენერაცია
აღწერა
მარილი წყლის დამარბილებლებისთვის
წყალში კირის შემცველობა წარმოშობს ლაქების, ნალექს, რის შედეგად ვღებულობთ დაბინძურებულ იერსახეს და ჩნდება კოროზიას.
ამ შემთხვევაში საუკეთესოა წყლის დამარბილებლების და AXAL® Pro მარილის ტაბლეტების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს დამარბილებლის ხარვეზების გარეშე მუშაობას. ხარისხიანი ტაბლეტირებული მარილი გვაძლევს საშუალებას სრულად შევიგრძნოთ რბილი წყლის ყველა უპირატესობა.
წყლის დამარბილებელი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც რბილ წყალს აწარმოებს იონგაცვლითი ფისის გამოყენებით.
იონგაცვლითი ფისები სიხისტის მარილებს (კალციუმი, მაგნიუმი) ანაცვლებენ ნატრიუმის იონებით. მოხდება თუ არა ფისის კალციუმის და მაგნიუმის იონებით გაჯერება, ის ხდება უმოქმედო. იონგაცვლითი ფისის კვლავ გააქტიურება შესაძლებელია მისი ნატრიუმის ქლორიდით დამუშავების შემთხვევაში. ნატრიუმის ქლორიდი მიიღება AXAL® Pro-ს ტაბლეტირებული მარილების გახსნის შედეგად. ამ დროს, ხდება იონების უკუგაცვლა: იონგაცვლითი ფისი ისევ ივსება ნატრიუმის იონებით. ამ პროცესს ფისის რეგენერაციას უწოდებენ.
ისარგებლეთ AXAL® Pro-ს ტაბლეტირებული მარილის უპირატესბებით
თუ გსურთ, რომ იონგაცვლითი სისტემა უნაკლოდ მუშაობდეს, გამოიყენეთ AXAL® Pro ტაბლეტირებული მარილი. ის გამოირჩევა თავისი მახასიათებლებით. ამ ბრენდის მარილი სრულად აკმაყოფილებს კატიონის ფისის რეგენერაციის პროდუქციის EN 14805 тип 1 и EN 973 ევროპული ნორმების მოთხოვნებს.
დამარბილებლის მარილის მომზადება თანაბარი წნევის ქვეშ ხდება. ამიტომ Axal ® Pro-ს ტაბლეტები სტაბილურად იხსნება წყალში დაშლის და ფორმის დაკარგვის გარეშე. ტაბლეტები არ ეწებება ერთმანეთს და იძლევა საშუალებას, რომ სწრაფად მივიღოთ გაჯერებული ხსნარი. რეგენერაციებს შორის დიდი ინტერვალის შემთხვევაშიც კი, მარილი არ წარმოქმნის მსხვილ მასას და ხელს უწყობს სითხის ოპტიმალური ცირკულაციას.
Axal ® Pro-ს პროდუქცია ფართოდ გამოიყენება წყლის დამარბილებლებში, როგორც ჭურჭლის სარეცხ მანქანებში, ასევე სამრეწველო და სამედიცინო მოწყობილბებში.
სტაბილური რეგენერაციის პროცესი
Axal ® Pro-ს ტაბლეტები შეიცავენ არანაკლებ 99,93% ნატრიუმის ქლორიდს, რამდენადაც წარმოებულია მაღალი ხარისხის ნედლეულისგან, ვაკუუმის მეთოდის გამოყენებით.
უცხო მინარევების არარსებობა განაპირობებს მარილის ავზის სისუფთავეს და გამორიცხავს რამე სახის ნალექის წარმოშობას. რეგენერაციის ხსნარის სისუფთავე განაპირობებს დამარბილებლის სარქველები გამძლეობას და ხანგრძლვლივ ექსპლუატაციას. ამასთან ერთად, იონგაცვლითი ფისი მაქსიმალურად ხარისხიანად აღდგება და მთლიანი სისტემის ეფექტურობაც არ მცირდება,
დარბილებული წყლის სარგებელი
რბილი წყალი აუცილებელია არა მხოლოდ სახლებისთვის, არამედ ბევრი კომერციული და სამრეწველო საწარმოსთვისაც.
ხისტი წყლით გამოწვეული დაზიანებების აღსაკვეთად, წყლის დარბილებას გამოიყენებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
წყალ გამწმენდი სისტემები;
ფარმაცევტული პრეპარატების და კოსმეტიკის მომზადება;
სამრეცხაო და საავადმყოფო;
რესტორნები და სასტუმროები;
AXAL® Pro-ს ტაბლეტირებული მარილის წყალობით, შეძლებთ რბილი წყლის ყველა უპირატესობით ისარგებლოთ.
AXAL® Pro ტაბლეტების უპირატესობები
- სისუფთავე – მაღალი რეგენერაციის უნარის და დამარბილებლის ხანგრძლივად მუშაობისთვის. AXAL® Pro-ს მარილის ტაბლეტები შედგება მაღალი სიწმინდის მარილისგან, რომელშიც ნატრიუმის შემცველობა მინიმუმ 99,93%-ია.
- ხსნადობა – მარილის გახსნის შემდეგ რეზერვუარში არ წარმოეშვება ნალექი. სისუფთავე და მაღალი ხსნადობა გამორიცხავს სარქველების და იონგაცვლითი ფისის გაბიდვნას. გაუხსნელი ელემენტების შემადგენლობა გარანტირებულად 0,01%-ზე ნაკლებია!
- ფორმა – რეზერვუარში მარილის შეკვრა არ ხდება. მარილის ტაბლეტები, სპეციფიკური ფორმის და ზედაპირის საშუალებით, უზრუნველყოფენ მარილის ხსნარის სწრაფად წარმოქმნას და გამხსნელი წყლის აუცილებელ ცირკულაციას. დაპატენტებული ფორმა უზრუნველყოფს ოპტიმალურ ხსნადობას.
- სტაბილურობა – რეზერვუარის ძირზე მარილის ნადები არ ჩნდება. ტაბლეტირებული მარილი იწარმოება ერთგვაროვანი წნევის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს გახსნის კონტროლირებად პროცესს.
ტექნიკური მახასიათებლები
- გამოშვების ფორმა
- ტაბლეტების ზომა
- შემადგენლობა:
- სუნი:
- წყლის დასაშვები ტემპერატურა:
- დაფასოება:
- ტაბლეტი 15 გ
- დიამეტრი 25 მმ, H 16 მმ
- NaCl 99,93%
- არ აქვს
-
+5-+35°C - პოლიეთილენის ტომარა 25კგ
უპირატესობები
- გახსნის პროცესში არ ხდება ტაბლეტების შეწებება და დალექვა
- მარილის მაქსიმალურად სწრაფი გახსნა და გაჯერებული ხსნარის მიღება
- სტაბილური წყლის ცირკულაცია, დამარბილებლის გამართული ფუნქციონირება
- სტანდარტულ მარილთან შედარებით ხარჯის 30%-ით შემცირება
- არ ტოვებს ნალექს და კვალს, არ ბიდნავს სისტემას, ნარჩენების გარეშე გამოირეცხება ავზიდან
- გამორიცხავს სარქველების ბლოკირებას და დამარბილებლის დაზიანებას
- უზრუნველყოფს სისტემის ხანგრძვლივ ექსპლუატაციას
როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?
მიმოხილვა (0)
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება
მწარმოებლის შესახებ - Esco
ტაბლეტირებული მარილის ევროპული მწარმოებელი Esco (Germany)
შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…
წყლის დამარბილებელი მთელი სახლისათვის
₾1,355 – ₾1,555
სრულად ავტომატური, მარტივად გამოყენებადი ცენტრალური წყლის დამარბილებელი უზრუნველყოფს რბილი წყლით მთელ ოჯახს. ელექტრონული მართვა, კომპაქტური ზომები და თანამედროვე დიზაინი ამ მოდელის გამორჩეული თვისებებია.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
მსგავსი პროდუქტები
Purolite C100E
₾398ტომარა
Purolite C100E არის უმაღლესი ხარისხის ჟელეს ტიპის კატიონგამცვლელი ფისი. გამოიყენება წყლის, მათ შორის სასმელის, დარბილებისათვის.
შენიშვნა: მარილის მიწოდების პირობები დგინდება ინდივიდუალურად რაოდენობისა და მანძილის შესაბამისად.
ტიპი | კატიონიტი |
---|---|
მწარმოებელი | PUROLITE |
შეფუთვა | პოლიეთილენის ტომარა |
მოცულობა | 25 ლიტრი |
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.