13
მაი
წყლის საფილტრაციო დისპენსერები
ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...
₾580 – ₾701
უჟანგავი ფოლადის, კომპაქტური, კედელზე დასამონტაჟებელი სასმელი წყლის შადრევანი
მხოლოდ ონკანის ღილაკზე თითის დაჭერით ხდება წყლის ნაკადის მოშვება, რაც თავიდან აგაცილებთ არასასურველ დანახარჯებს
სასმელი წყლის შადრევნები საკმაო პოპულარობით სარგებლობს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. იგი საშუალებას გაძლევთ მარტივად მიიღოთ უსაფრთხო, სუფთა სასმელი წყალი. ხშირად დასალევად ვარგისი წყალი საზოგადოებრივ ადგილებში არც ისე ხელმისაწვდომია, რაც ადამიანებს აიძულებთ წყურვილის მოსაკლავად ძვირადღირებული ჩამოსხმული წყალი ან გაზირებული შაქრიანი სასმელები მიირთვან. ეს კი, გაზრდილ ფინანსებთან და ჯანმრთელობისთვის ზიანთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად, გამოყენებული პლასტმასის ბოთლები გარემოს დაბინძურების ერთერთ მთავარ წყაოდ არის მიჩვნეული.
სასმელი წყლის თანამედროვე შადრევნები მაქსიმალური კომფორტის და უსაფრთხოებისათვისაა დაპროექტებული. გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული ფორმები გამორიცხავს მომხმარებლის ნებისმიერი სახით დაზიანებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა ინტენსიური გამოყენების ადგილებში, როგორიცაა სკოლა, ადრეული ასაკის მოსამზადებელი ცენტრი ან საჯარო სივრცე.
კედლის შადრევნის დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანის სიმაღლეზე, სტანდარტების მიხედვით.
თანამედროვე ცხოვრებაში კედელზე დამონტაჟებული სასმელი წყლის შადრევნები დიდი ხანია, რაც იდეალურ, გრძელვადიან გადაწყვეტილებად ითვლება. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ისეთ სივრცეებში, როგორიც არის სკოლა, ოფისი, ქარხნები, ფიტნეს კლუბები და სხვა საჯარო სივრცეები.