სასმელი წყლის შადრევნები
სასმელი წყლის შადრევნები განკუთვნილია სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, ოფისებისა და საზოგადოებრივი სივრცეებისთვის. შესაძლებელია კომპაქტური, გამაგრილებელი და ბოთლის შემავსებელი მოდელების შერჩევა ობიექტის დატვირთვის მიხედვით.
სასმელი წყლის შადრევანი საჯარო სივრცისთვის
მოდელის არჩევისას გაითვალისწინეთ მომხმარებელთა რაოდენობა, წარმადობა, გაგრილების საჭიროება, სიმაღლე და ხელმისაწვდომობის მოთხოვნები.
ალტერნატიული საოფისე გადაწყვეტისთვის იხილეთ წყლის დისპენსერები ფილტრაციის სისტემით.
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება შადრევნის სკოლაში მონტაჟი?
დიახ. შესაბამისი წარმადობისა და სიმაღლის მოდელი უსაფრთხო და მოსახერხებელი გამოსავალია სასწავლო დაწესებულებისთვის.
სჭირდება თუ არა შადრევანს ფილტრაცია?
ფილტრაციის საჭიროება დამოკიდებულია წყლის წყაროსა და ხარისხზე; სისტემა შეირჩევა წყლის პირობების მიხედვით.
ბოთლის ავტომატური შევსების მოდული
გარე შადრევანი OASIS
სასმელი წყლის შადრევანი Compact
სასმელი წყლის ჩაშენებული შადრევანი
სასმელი წყლის ჩაშენებული შადრევანი წარმოებულია უჟანგავი ფოლადისგან და მდგრადია დაზიანების მიმართ.
იდეალურია შემდეგი ტიპის ლოკაციებზე დასამონტაჟებლად:
- საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები;
- აეროპორტები და გამშვები ავტოსადგურები;
- სხვადასხვა დანიშნულების კერძო და საჯარო სერვისების ცენტრები და ა.შ
მომხმარებლის სურვილისამებრ შესაძლებელია ჩაშენებული შადრევნის სხვდასხვა კომპლექტაციით შეკვეთა, მათ შორის წყლის საფილტრაციო სისტემით ან მის გარეშე.