მონტაჟ და მომსახურება
1. ზოგადი პირობები
1.1. წინამდებარე პირობები განსაზღვრავს kamkama.ge-ზე შეძენილი ან კომპანიის მიერ მომსახურებული წყლის ფილტრაციის მოწყობილობების მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების წესს.
1.2. მონტაჟისა და მომსახურების მოცულობა და ღირებულება განისაზღვრება პროდუქტის, სამუშაოს პირობებისა და ობიექტის მდებარეობის მიხედვით.
1.3. მონტაჟის მომსახურების შეკვეთის შემთხვევაში პროდუქტის მიწოდება და მონტაჟი შესაძლებელია განხორციელდეს კომპანიის ტექნიკური პერსონალის მიერ.
2. სტანდარტული მონტაჟი
2.1. სტანდარტული მონტაჟი მოიცავს პროდუქტის დამონტაჟებისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის საჭირო ჩვეულებრივ სამუშაოებს, პროდუქტისა და მომსახურების აღწერით განსაზღვრულ ფარგლებში.
2.2. სტანდარტული მონტაჟის წინაპირობაა:
სამონტაჟო ადგილის თავისუფალი და უსაფრთხო ხელმისაწვდომობა;
გამართული წყალმომარაგების ქსელი;
დაერთების ადგილზე ჩამკეტი ონკანის არსებობა;
საჭიროების შემთხვევაში, გამართული ელექტრომომარაგებისა და კანალიზაციის არსებობა;
არსებული საინჟინრო ქსელების შესაბამისობა პროდუქტის ტექნიკურ მოთხოვნებთან.
2.3. წყალმომარაგების დაერთების წერტილიდან მოწყობილობის სამონტაჟო ადგილამდე სტანდარტული მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 5 მეტრს, თუ კონკრეტული მომსახურების აღწერაში სხვა რამ არ არის მითითებული.
3. არასტანდარტული მონტაჟი
3.1. სტანდარტულ მონტაჟში არ შედის სამუშაოები და მასალები, რომლებიც საჭირო ხდება ობიექტის არსებული პირობების ან მომხმარებლის დამატებითი მოთხოვნის გამო.
3.2. დამატებით შეიძლება ჩაითვალოს:
დამატებითი მილების, კაბელების, ფიტინგებისა და სხვა მასალების გამოყენება;
საინჟინრო ქსელის გადაკეთება ან მოწყობა;
რთულად მისადგომ ადგილზე მუშაობა;
სამშენებლო, სადემონტაჟო ან აღდგენითი სამუშაოები;
სტანდარტულზე მეტი მანძილის გაყვანილობა;
დამატებითი ვიზიტი მომხმარებლის ან ობიექტის მოუმზადებლობის გამო.
3.3. არასტანდარტული სამუშაოებისა და დამატებითი მასალების ღირებულება მომხმარებელს ეცნობება სამუშაოს შესრულებამდე.
3.4. დამატებითი ფასიანი სამუშაო და მასალა გამოიყენება მომხმარებლის თანხმობის შემდეგ და ანაზღაურდება შეთანხმებული წესით.
4. მომსახურების ტერიტორია
4.1. ვებგვერდზე მითითებული სტანდარტული მონტაჟის ტარიფები მოქმედებს შემდეგი ქალაქებიდან 30 კმ-ის რადიუსში: თბილისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, ფოთი, რუსთავი და ქუთაისი.
4.2. აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურების ღირებულება განისაზღვრება უახლოესი შესაბამისი სერვისცენტრიდან დაშორებისა და სამუშაოს პირობების მიხედვით.
5. მომხმარებლის ვალდებულებები
5.1. მომხმარებელი ვალდებულია:
მიაწოდოს კომპანიას ობიექტისა და არსებული საინჟინრო პირობების შესახებ სწორი ინფორმაცია;
უზრუნველყოს სპეციალისტის უსაფრთხო და შეუფერხებელი დაშვება სამუშაო ადგილზე;
მონტაჟამდე მოამზადოს ობიექტი შეთანხმებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;
აცნობოს კომპანიას გარემოებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მონტაჟზე ან მოწყობილობის მუშაობაზე.
5.2. თუ სამუშაოს შესრულება შეუძლებელია მომხმარებლის ან ობიექტის მოუმზადებლობის გამო, განმეორებითი ვიზიტი შეიძლება იყოს ფასიანი.
6. პროდუქტის შერჩევა და საწყისი მონაცემები
6.1. წყლის ფილტრაციის სისტემის შერჩევისას გათვალისწინებული შეიძლება იყოს წყლის წყარო, ხარისხი, წნევა, მოხმარება და სხვა ტექნიკური პარამეტრები.
6.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემებისა და წარმოდგენილი წყლის ანალიზის სისწორეზე.
6.3. კომპანიის მიერ სისტემის შერჩევა ეფუძნება შერჩევის მომენტისთვის მიწოდებულ მონაცემებსა და შეთანხმებულ სამუშაო პირობებს.
6.4. წყლის შემადგენლობის, წნევის, მოხმარების ან სხვა არსებითი პარამეტრების შემდგომმა ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სისტემის მუშაობასა და მომსახურების საჭიროებაზე.
7. მონტაჟის შესრულება
7.1. მონტაჟი სრულდება შესაბამისი პროდუქტის ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.
7.2. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოწმდება მოწყობილობის ძირითადი ფუნქციონირება, რამდენადაც ეს შესაძლებელია ობიექტზე არსებული პირობებით.
7.3. მომხმარებელმა სამუშაოს დასრულებისას უნდა აცნობოს სპეციალისტს აღმოჩენილი ხილული ხარვეზის ან შეუსრულებელი სამუშაოს შესახებ.
8. ტექნიკური მომსახურება
8.1. ტექნიკური მომსახურება შეიძლება მოიცავდეს დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკურ მომსახურებას, სახარჯი მასალების შეცვლას, შეკეთებას ან სხვა შესაბამის სამუშაოს.
8.2. მომსახურების მოცულობა და ღირებულება განისაზღვრება მოწყობილობის მდგომარეობისა და საჭირო სამუშაოების მიხედვით.
8.3. დიაგნოსტიკის შედეგად გამოვლენილი დამატებითი ფასიანი სამუშაო ან მასალის შეცვლა ხორციელდება მომხმარებელთან შეთანხმების შემდეგ.
9. სახარჯი მასალები და პერიოდული მომსახურება
9.1. ფილტრაციის სისტემის გამართული მუშაობისთვის მომხმარებელმა უნდა დაიცვას მწარმოებლის ან კომპანიის მიერ განსაზღვრული პერიოდული მომსახურებისა და სახარჯი მასალების შეცვლის მოთხოვნები.
9.2. კარტრიჯის, მემბრანის, ფილტრაციის მასალის, UV ნათურისა და სხვა სახარჯი კომპონენტის რეალური რესურსი შეიძლება დამოკიდებული იყოს წყლის ხარისხზე, მოხმარებასა და ექსპლუატაციის პირობებზე.
9.3. მითითებული შეცვლის პერიოდულობა წარმოადგენს შესაბამისი პროდუქტის ან მომსახურების პირობებით განსაზღვრულ პერიოდს და არ ნიშნავს უცვლელი რესურსის გარანტიას განსხვავებულ საექსპლუატაციო პირობებში.
10. მონტაჟისა და მომსახურების გარანტია
10.1. კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობა ვრცელდება შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და გამოყენებულ სამონტაჟო მასალებზე შესაბამისი პირობების ფარგლებში.
10.2. პროდუქტის გარანტია რეგულირდება ცალკე „გარანტიისა და საგარანტიო მომსახურების პირობებით“.
10.3. მომსახურების გარანტია არ ვრცელდება გაუმართაობაზე, რომელიც გამოწვეულია კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაუკავშირებელი გარემოებით, მესამე პირის შემდგომი ჩარევით ან საექსპლუატაციო პირობების ცვლილებით.
11. მომსახურების შეკვეთა
ტელეფონი: 032 202 20 60
ელ. ფოსტა: welcome@kamkama.ge
ვებგვერდი: kamkama.ge