კომპლექსური ფილტრები

კომპლექსური ფილტრები გამოიყენება წყლიდან კალციუმის, მაგნიუმის, რკინის მანგანუმის და სხვა მინარევების მოსაშორებლად.

განკუთვნილია საყოფაცხოვრებო, კომერციული და სამრეწველო წყალმომარაგების სისტემებისთვის.

კომპლექსურ ფილტრებს ფუნქციონირებისათვის სჭირდება შესაბამისი ფილტრის შემავსებლები.

შესაძლებელია მრავალსაფეხურიანი სისტემის მოწყობა.

სისტემის დაპროექტება და შესაბამისი საფილტრაციო ნივთიერების შერჩევა ხდება წყლის ანალიზის და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მიერ.

 

ფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

აღწერა
კომპლექსური ფილტრები კომპლექსური შესაძლებლობებით

მუშაობის პრინციპი

წყლის კომპლექსური ფილტრები გამოიყენება წყლიდან ისეთი ნივთიერებების გასაფილტრად, როგორიც არის რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი და ჟანგი. სასურველი შედეგის მიღება კი შესაბამისი შემავსებლების გამოყენებით არის შესაძლებელი. კომპლექსური ფილტრები შეგიძლიათ დაამონტაჟოთ სახლში, კოტეჯებში, სასტუმროში, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებზე და სხვა მსგავსი ტიპის ლოკაციებზე.

პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენი სპეციალისტები გირჩევენ, რომ კომპლექსურ ფილტრებამდე, პირველ საფეხურად პრე ფილტრი დაამონტაჟოთ. პრე ფილტრში მოთავსებული ბადე კარტრიჯი წყალს 40 მიკრონზე დიდი ნაწილაკებისგან ფილტრავს. შესაბამისად, კომპლექსურ ფილტრში უკვე მექანიკური მინარევებისგან გასუფთავებული წყალი შევა დასამუშავებლად.

კომპლექსური გამოყენება

კომპლექსური ფილტრები ხელსაყრელია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სისტემებისთვის. რაც მთავარია, ეკონომიურია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. კონკრეტული შემავსებლის გამოყენებით, კომპლექსური ფილტრები დაიცავს თქვენს ტექნიკას ნადების წარმოქმნისა და სხვა დამაზიანებლებისგან. შედეგად, მიიღებთ დამუშავებულ, უსაფრთხო წყალს, დაცულ ტექნიკასა და წყალმომარაგების სისტემას.

კომპლექსური ფილტრების შემავსებლები

Purolite C100E

C100E არის ძლიერი მჟავა Na-ფორმის კათიონგამცვლელი ფისი, რომელიც შექმნილია წყლის სიხისტის იონების მოსაშორებლად (Ca; Mg). Purolite C100E გამოიყენება კვების, სასმელისა და სასმელი წყლის მრეწველობაში.

ასევე ფართოდ გამოიყენება ცენტრალური გათბობის ქვაბებისა და ორთქლის გენერატორების წყლის დასარბილებლად, სადაც საჭიროა სიხისტის იონების სრული მოშორება.

აქტივირებული ნახშირი (ქვანახშირის)

ქვანახშირის აქტივირებული ნახშირი იწარმოება მაღალი ტექნოლოგიური სიზუსტით ფილტრაციისთვის. გამოიყენება წყალში ჟანგის არსებობის თავიდან ასაცილებლად. 

ეს არის ფილტრის შემავსებელი, რომელიც ფიზიკურად ბლოკავს ან ქიმიურად წმენდს წყალს დამაბინძურებლებისგან. როდესაც დასამუშავებელი წყალი გადის ნახშირის ფილტრს, ქიმიკატები ნახშირს ეწებება, რის შედეგადაც წყალი ხდება უფრო სუფთა. 

ატივირებული ნახშირი (ქოქოსის ნაჭუჭის)

ქოქოსის ნაჭუჭის ბაზაზე დამზადებული აქტივირებული ნახშირი აქტიურად გამოიყენება წყლის საფილტრაციო სისტემებში. ორთქლით გააქტიურებული ნახშირი ფოროვანი ზედაპირის საშუალებით წყლიდან მარტივად შთანთქავს არასასურველ მინარევებს და მიმდინარეობს ადსორბცია. აქტივირებული ნახშირი მზადდება სპეციალურად შერჩეული მაღალი ხარისხის ნედლეულით, წარმოების მთელი რიგი პროცესების გავლით.  

ქოქოსის გრანულირებული ნახშირი  ფართოდ გამოიყენება ქიმიურ წარმოებებში, ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო წყლმომარაგების სისტემებში. ეფექტურად აშორებს სუნს, ქლორს, ციანიდს, სხვადასხვა ტიპის მძიმე ლითონების იონებს, პესტიციდებსა და ინსექტიციდებს.

საფილტრაციო შემავსებელი BIRM

საფილტრაციო შემავსებელი BIRM გამოიყენება წყლიდან რკინისა და მანგანუმის ნაერთების მოსაშორებლად. ეს არის ეფექტური და ეკონომიური მარცვლოვანი შემავსებელი. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც წნევიან, ასევე დაბალი ნაკადის ფილტრებში.

  • ხანგრძლივი გამოყენება

  • სამუშაო ტემპერატურის ფართო დიაპაზონი

  • რკინის მოცილების ძლიერი უნარი

  • ურეაგენტო რეგენერაცია 
  • მარტივი გამორეცხვა უკუ ნაკადით

ტექნიკური მახასიათებლები

  • დიამეტრი და სიმაღლე:
  • ფისის მოცულობა:
  • ფილტრზე დაერთება:
  • მილების დაერთება:
  • სამუშაო წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • 20*43" - 76*182 სმ
  • 8 - 500 ლ
  • 3/4 ; 1" ; 1.1/2 ; 2"
  • 3/4 ; 1" ; 1.1/2 ; 2"
  • 2 - 6 ატმ

  • +5-+40°C

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?