დამარბილებლის ავტომატური სარქველი

384945

RUNXIN-ის ბრენდის დამარბილებლის ავტომატური სარქველი გამოიყენება კოლონური დამარბილებლების შესავსებად და სამართავად.

ანტიკოროზიული და გაჟონვისგან დაცული ავტომატური სარქველი მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები (User friendly) მენიუთი არის დაპროგრამებული.

დამარბილებლის ავტომატური სარქველი გამოიყენება კომერციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, წარმადობა ირჩევა საჭიროებისამებრ.

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

აღწერა
დამარბილებლის ავტომატური სარქველი

ავტომატური სარქველის დანიშნულება დამარბილებელ სისტემებში

RUNXIN – ის ბრენდის დამარბილებლის ავტომატური სარქველი ნაკადის საზომით შექმნილია კოლონური დამარბილებლის შესავსებად და სამართავად. ამარტივებს საყოფაცხოვრებო და კომერციული დანიშნულების საფილტრაციო სისტემების კოორდინირებულ მართვას და კონტროლს. 

User friendly მენიუსთან ერთად დამარბილებლის ავტომატური სარქველი არაერთ უპირატესობას აერთიანებს, რაც მას მეტად კომფორტულსა და ხელსაყრელს ხდის.

დამარბილებლის ავტომატური სარქველი - უპირატესობები

მახასიათებლები ვრცლად

  • ბლოკის შემადგენელი მუშა ნაწილია კერამიკული დისკები, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ სიმტკიცესა და მდგრადობას. შესაბამისად ახანგრძლივებს ბლოკის ექსპლუატაციის ვადას.
  • გამორეცხვა შესაძლებელია მექანიკურად, ხელით, ელექტროენერგიის გარეშე.
  • ელექტროენერგიის ხანგრძლივად გათიშვის ინდიკატორი. მითითებული პარამეტრები 3 დღის მანძილზე ნარჩუნდება
  • რეგენერაციის დროს ხდება დარბილებული წყლის ნაკადის დაბლოკვა, რათა მომხმარებელმა თავიდან აიცილოს დაუმუშავებელი წყლის არევა დარბილებულთან.
  • შესაძლებელია დღეებს შორის ინტერვალით მომხმარებელმა დააყენოს სავალდებულო ჩარეცხვის რეჟიმი, მიუხედავად იმისა გაივლის თუ არა ფილტრში წყლის ნაკადი, ანუ გამოიყენებთ თუ არა დარბილებულ წყალს.
  • დამარბილებლის ავტომატური სარქველზე შესაძლებელია გამორეცხვის გამეორებათა ციკლის მითითების ფუნქცია.
  • 4 მართვის ბლოკის პარალელურად დაერთება-მუშაობის შესაძლებლობა. რეგენერაცია მიმდინარეობს რიგრიგობით. ფუნქცია ავტომატურად ირთვება მართვის ბლოკების სპეციალური კაბელით დაკავშირების შემდეგ.
  • დამარბილების ავტომატური სარქველი აღჭურცილია რელეთი (მუშაობს რეგენერაციის დროს), რომელიც გამოიყენება დამხმარე ტუმბოს ან სარქველის დასაკავშირებლად.

ტექნიკური მახასიათებლები

  • წარმადობა:
  • ქსელთან დაერთება:
  • დრენაჟის დაერთება:
  • მარილის ავზთან დაერთება:
  • ფილტრთან დაერთება:
  • დასაერთებელი ფილტრის დიამეტრი
  • დაყენების ადგილი:
  • სამუშაო წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • ელ.ენერგია:
  • რეგენერაციის ტიპი:
  • გარანტია:
  • 2 მ3/სთ; 4მ3/სთ; 10მ3/სთ
  • 3/4" 1" 2"
  • 1/2" 1/2" 1"

  • 3/8" 3/8" 1/2"
  • 2,5" 2,5" 4"

  • 6"-12" 6"-18" 10"-30"
  • კოლონური ფილტრი
  • 1.5-6 ატმ (3-6 ატმ)

  • +5-+50°C (+2-+45°C)
  • 220V 50 Hz
  • ქვევიდან ზევით
  • 2 წელი

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?