პორტატული სალაშქრო წყლის ფილტრი TACTICAL UF-C

(4 მომხმარებლის მიმოხილვა)

31

TACTICAL UF-C ფილტრი განკუთვნილია მტკნარი წყლის გასაფილტრად.

ფილტრს აქვს 2 საფეხურიანი ფილტრაციის სისტემა

გამოიყენება მოგზაურობის, ლაშქრობის, სამხედრო ოპერაციების დროს უცნობი ხარისხის ტბის, მდინარის, ჭის ან სხვა მტკნარი წყაროდან მიღებული წყლის გასაფილტრად

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

არტიკული: UF-C კატეგორია:
აღწერა

პორტატული წყლის ფილტრი TACTICAL-UF

საიმედო წყლის ფილტრი

პორტატული და მსუბუქი წყლის ფილტრი იდეალურია ლაშქრობისთვის, ქვეყანაში მოგზაურობისთვის, სამხედრო მისიების და საგანგებო სიტუაციებისთვის.

თავსებადია სტანდარტულ პლასტმასის ბოთლთან

ფილტრი გამოიყენება სტანდარტული ზომის (ყელი 28მმ) პლასტმასის ბოთლთან. ასევე, ერგება ბაღის ონკანებს ზომით 13-20მმ.

კომპაქტური ფილტრი

ხელმისაწვდომი წყალი მთელი ლაშქრობის მანძილზე

დააგროვე გასაფილტრი წყალი ნებისმიერი მოცულობის სტანდარტულ პლასტმასის ბოთლში (ყელი 28მმ). ბოთლზე მსუბუქი დაწოლით გამოატარე წყალი ფილტრში. 0,01 მკრ ფილტრაციის მეშვეობით, გარანტირებულად მიიღე უსაფრთხო სასმელი წყალი.

ფილტრის შენახვა / კონსერვაცია

აქტიური მოხმარების შემდეგ წყლის ფილტრის შესანახად საჭიროა:

  1. გამორეცხეთ ფილტრი სუფთა წყლის უკუდინებით;
  2. 60 წამით ჩაუშვით 100°C ადუღებულ წყალში
  3. 60 წამით ჩაუშვით მარილიან(10%) წყალში ან 75° სპირტში
  4. შეინახეთ პოლიეთილენის პარკში, მშრალ ადგილზე, მზის სხივებისგან დაცვით.

ფილტრის მოხმარებისას გაითვალისწინეთ:

  1. არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ბავშვისათვის
  2. არ არის განკუთვნილი მარილიანი ზღვის წყლისათვის
  3. არ გამორეცხოთ სადეზინფექციო ხსნარებით
პორტატული ფილტრი

ფილტრის მოდიფიკაცები

სალაშქრო, კომპაქტური ფილტრი

სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი კომპონენტი

TACTICAL-UF ფილტრის გამოყენება მკვეთრად ამცირებს სამხედრო ოპერაციების არეალში წყლის პერიოდული მიწოდების საჭიროებას. მისი მცირე ზომა ათავისუფლებს ადგილს სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობისთვის.
მტკნარი წყლის წყაროსთან მოხვედრისას, ბოთლზე ფილტრის მორგებით, მარტივად მიიღება უსაფრთხო სასმელი წყალი.
ბოთლებში მარაგის შექმნით, მცირდება დამოკიდებულება წყლის წყაროზე. იზრდება დანაყოფების მოქნილობა, კონკრეტული ამოცანების შესრულებისას.

ტექნიკური მახასიათებლები

  • ფილტრაციის სიჩქარე:
  • ფიტლტრაციის საფეხური:
  • დაყენების ადგილი:
  • შემომავალი წყალი:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • გაბარიტული ზომები:
  • წონა:
  • კარტრიჯის რესურსი:
  • 200 მლ/წთ
  • 2
  • პლასტმასის ბოთლი
  • ტბა, მდინარე

  • +5-+35°C
  • დ32*122 მმ
  • 0.05 კგ
  • 1500 ლიტრი / 2 წელი

უპირატესობები

  • მსუბუქი 
  • პორტატული
  • გამძლე კორპუსი
  • მაღალი დონის ფილტრაცია 0,01 მკ
  • ერგება სტანდარტულ პლასტმასის ბოთლს
  • შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
  • დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
  • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?

მიმოხილვა (4)

4 მიმოხილვა: პორტატული სალაშქრო წყლის ფილტრი TACTICAL UF-C

  1. ოთო

    შეკვეთიდან მე2 დღეს მომიტანეს, ძალიან კარგია, იდეალურია ლაშქრობისთვის, ჯიბიტაც კი შეგიძლია ატარო 😀 რამდნეიმე დღეში დავტესტავ , გაგზიარებტ შედეგს 😀

  2. ლაშა

    უმაგრესი რამეა, მთელი ტურის მონაწილეებმა შევიძინეთ. ყველას მოგვეწიონა. დილით შევუკვეთე, საღამოს მომიტანეს.. მომსახურებაც ძალიან კარგია,. რეკომენდაცია ჩემგან

  3. Tornike

    ee, echvis tvalit vuyurebdi, aman ra unda gafiltros Tqo da molodins gadaacharba,martla kai ramea.. thanks

  4. natibudagashvili

    ვერ გავიგე რამდენჯერ შეგიძლია რომ გამოიყენო,1 ფილტრი??

    • კამკამა

      მოგესალმებით ნათია.
      პორტატული სალაშქრო ფილტრი მრავალჯერადი გამოყენების არის. რესურსი – 1500 ლიტრი გაფილტრული წყალია, ექსპლუატაციის ვადა – 2 წელი.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება