ცენტრალური წყლის ფილტრი სახლისათვის

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)

9731,365

ცენტრალური წყლის ფილტრი განკუთვნილია ბინაში, სახლში ან ოფისში შემომავალი ცივი წყლის გაწმენდისათვის. ცენტრალური ფილტრი ახორციელებს წყლის ულტრაფილტრაციას მექანიკური მინარევებისგან, აჩერებს ორგანულ მოლეკულებს, მცენარეთა მტვერს, მოლეკულურ კლასტერებს, მსხვილ ორგანულ მოლეკულებს, ბაქტერიების უმეტესობას, მიკროორგანიზმებს და ვირუსებს.

დელიკატურად წმენდს წყალს უმეტესი დამაბინძურებლებისგან და ამავდროულად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო მინერალს და მიკროელემენტს.

ცენტრალური ფილტრის მემბრანის დასაცავად რეკომენდირებულია მის წინ მექანიკური პრე ფილტრის დაყენება.

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

აღწერა

საუკეთესო ცენტრალური წყლის ფილტრი

ცენტრალური წყლის ფილტრი არჭურვილია კარტრიჯით, რომელიც სედგება  ათასობით ღრუ ბოჭკოსაგან. თითოეული ბოჭკოს გარსში არის მილიარდობით მიკროსკოპული ფორა. წნევის მეშვეობით წყალი გადის ბოჭკოების გარსის ფორებში. 0,01 მიკრონზე მეტი ყველა დაბინძურება (ბაქტერიები, პარაზიტები, ვირუსები და შეწონილი მინარევები) იბლოკება.

 არასასურველი ნაწილაკები და მიკროორგანიზმები გამოიდევნება ავტომატური წმენდის ციკლის დროს. გათვალისწინებულია ფილტრის დაუშლელად მემბრანის  გამორეცხვა, ნალექების დრენაჟის ხაზში ჩარეცხვის მეშვეობით. ძლიერი დაბინძურების შემთვევაში შესაძლებელია ფილტრის მარტივად დაშლა და მებრანის ხელით გარეცხვა. 

ულტრაფილტრაციის ტექნოლოგიით გაწმენდილი წყალი იცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სანტექნიკას, სანტექნიკურ არმნატურას, საინჟინრო სისტემებს ყველანაირი დაბინძურებისგან. 

წყლის ფილტრი სახლი ან ბინის ცენტრალური ხაზისთვის

ფილტრის დანიშნულება

გაფილტრული წყალი მთელი სახლისათვის

3000-6000ლ/სთ წარმადობის წყლის ფილტრი რეკომენდირებულია სახლში შემომავალ ცენტრალურ ხასზე მონტაჟისათვის

ფილტრის პრინციპი

მარტივი და პრაქტიკული ცენტრალური წყლის ფილტრი

წყლის ფილტრის კონსტრუქცია და გარე დაწნევის ულტრაფილტრაციის მემბრანა ჭუჭყიანი წყლის მიმართ მეთ მდგრადობას უზრუნველყოფს.

წყლის ცენტრალური ფილტრი

გარე დაწნევის პრინციპი

ულტრაფილტრაციის ახალი პრინციპი აადვილებს წყლის ფილტრის მომსახურებას. ღრუ ბოჭკოიანი მემბრანა ფილტრავს წყალს გარედან შიგნით. ბოჭკოები განლაგებულია ფილტრში წყლის ნაკადის პარალელურად. მემბრანა აკავებს წყალში არსებულ შეწონილ მინარევებს. დაგროვებული ლექის დრენაჟში პერიოდული ჩარეცხვით ხდება მემბრანის გამორეცხვა წყლის ფილტრის დაუშლელად.

ფილტრაციის ტექნოლოგია: ულტრაფილტრაციის მემბრანა

წყლის სიმღვრიე: ≤0.1NTU

მემბრანის გამოცვლის პერიოდულობა: 2-4 წელი

ფილტრაციის ხარისხი: 0.01μm

წყლის ფილტრის რეცხვა

ფილტრის მემბრანის ხელით რეცხვა

ნალექის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, წყლის ფილტრიდან მემბრანის ამოღების და ხელით გარეცხვის საშუალება აჩქარებს და ამარტივებს მომსახურების პროცედურას. ფილტრის ეს თვისება ანიჭებს მას უპირატესობას სხვა ფილტრებთან შედარებით მღვრიე წყალზე დაყენებისას. ცენტრალური ფილტრის რეგულარული გამორეცხვა ახანგრძლივებს მემბრანის ექსპლუატაციის ვადას ყველაზე რთულ პირობებშიც კი.

წყლის ცენტრალური ფილტრი

წყლის ფილტრის მარტივი ინსტალაცია და დაშლა

ფილტრის კორპუსის კონსტრუქცია შექმნილია მაგისტრალურ მილში ჩაყენებისთვის. პროფილაქტიკის მიზნით ფილტრის დაშლა ხდება ერთი საკეთის მოშვებით.

წყლის ცენტრალური ფილტრი

ცენტრალური წყლის ფილტრის უჟანგავი ფოლადის კორპუსი

304 ხარისხის უჟანგავი ფოლადის შესრულებული წყლის ფილტრის კორპუსი. აკმაყოფილებს ჰიგიენურობის მაღალ სტანდარტს.

ცენტრალური წყლის ფილტრი

სტაბილური ხარისხის წყალი მთელს სახლში

ულტრაფილტრაციის წყლის ფილტრი ასტაბილურებს სახლში მოხმარებული წყლის ხარისხს, იცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს, სანტექნიკას, სანტექნიკურ არმატურას ყოველგვარი მინარევისგან.

ტექნიკური მახასიათებლები

  • ფილტრაციის სიჩქარე JK-3500 :
  • ფილტრაციის სიჩქარე JK-6000 :
  • ფილტრაციის სიჩქარე JK-10000 :
  • ფიტლტრაციის საფეხური:
  • დაყენების ადგილი:
  • შემომავალი წყალი:
  • სამუშაო წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • გაბარიტული ზომები:
  • მაგისტრალის მიერთება (გარე ხრახნი):
  • დრენაჟის მიერთება (გარე ხრახნი):
  • ელ. ენერგია
  • წონა:
  • გარანტია:

  • 500-3500 ლ/სთ

  • 1500-6000 ლ/სთ

  • 2500-10000 ლ/სთ
  • 1
  • ცენტრალური მილი
  • მუნიციპალური
  • 1 - 4 ატმ
  • +5-+35°C
  • 520(925)*180*180მმ

  • 1" (1 ,5")
  • ½ " (1")
  • არ საჭიროებს
  • 5.5 / 8.5 / 10 კგ
  • 1 წელი

უპირატესობები

  • ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
  • ფილტრაციის მაღალი წარმადობა
  • უჟანგავი ფოლადის კორპუსი
  • მემბრანის მარტივი გამორეცხვა
  • შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
  • დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
  • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
  • წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?

მიმოხილვა (1)

1 მიმოხილვა: ცენტრალური წყლის ფილტრი სახლისათვის

  1. შაქრო შერმადინი

    მადლობა ფილტრავს ხუთიანზე. მოსავლელად მართლაც უმარტივესია

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება