დამარბილებელი კარტრიჯები

1633

კარტრიჯები განკუთვნილია ცივი სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის გასაფილტრად. ძირითადად გამოიყენება გამდინარე ფილტრების საყოფაცხოვრებო სერიის მეორე დონის წმენდისას, ასევე შეიძლება დავაყენოთ სამრეწველო სერიის მაგისტრალური ფილტრის კორპუსში. ასეთი კარტრიჯი არბილებს წყალს და ეფექტურად აშორებს სიხისტის მარილების ჭარბ შემცველობას.

  • კარტიჯის ზომა: 25სმ; 50სმ
  • შემადგენლობა: კატიონგაცვლითი ფისი ნატრიუმის სახით;
  • მოქმედება: წყლის დარბილება (სიხისტი შემცირება);
  • წარმადობა: 3 ლიტრამდე წუთში;
  • რესურსი: 4-8000 ლიტრამდე;
  • სამუშაო ტემპერატურა: +2…+45 °С;
  • მუშაობის ხანგრძლივობა: 3-6 თვე.
  • უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

 

არტიკული: ION 101, ION 20 კატეგორია:
აღწერა

კარტრიჯის კონსტრუქცია

კატიონიტის ფილტრაციის ელემენტები იმგვარადაა განლაგებული, რომ წყალი მთელს საფილტრაციო ელემენტს გაივლის, მაქსიმალური დროით რჩება კატიონიტთან კონტაქტში, რაც უზრუნველყოფს დამაბინძურებლებისგან წმენდის მაქსიმალურ ხარისხს. 

დამარბილებელი გრანულები მოთავსებულია მყარ პოლიპროპელენის კორპუსში. ამ ტიპის კარტრიჯებს ორივე მხრიდან პოლიპროპელენის ხუფები აქვთ დამაგრებული. კარტრიჯის ზედა ხუფს აქვს დამატებითი ფიქსატორი ზღუდე. ხუფებში განთავსებულია ფოროვანი პოლიპროპელენის ბოჭკოები, რომლებიც საფილტრაციო მასალის ნაწილაკებს აკავებენ.  

კარტრიჯის დასარბილებელი წყლის ზოგადი რესურსი 4000(8000) ლიტრია, გამოყენების დრო კი არ უნდა აღემატებოდეს 6-12 თვეს. მუშაობის ხანგრძლივობის გასაზრდელად საჭიროა წინასწარ დავაყენოთ მექანიკური წმენდის კარტრიჯები. ფილტრაციის სიჩქარე, მწარმოებელი ქარხნის რეკომენდაციის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს 3ლ/წთ-ს.

ნებისმიერი საფილტრაციო სისტემის საბოლოო რესურსი და წმენდის დონე პირდაპირაა დამოკიდებული შემუსული გასაწმენდი წყლის ხარისხზე. 

კარტრიჯის გამოცვლის აუცილებლობაზე პირველ რიგში მიანიშნებს ხელახლა ნალექის გაჩენა ჩაიდანში და გამაცხელებელ ელემენტებზე.

მსგავსი პროდუქტები

მოთხოვნადი წყლის ფილტრები

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება