წყლის ბოთლი DODGE

2934

მოცულობა: 770/1100 მლ

წყლის ბოთლი DODGE მრავალჯერადი გამოყენებისთვის.  წყლის ბოთლი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალა ტრიტანისგან. მისი საშუალებით შეგიძლიათ გაფილტრული ან DETOX წყლის ყველგან თან ტარება.

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

ვარდისფერი
შავი
ცისფერი
არტიკული: DL-21617-770-black, DL-21617-770-orange, DL-21617-770-blue, DL-21618-1100-red, DL-21618-1100-blue კატეგორია: ,
აღწერა

მრავალჯერადი ბოთლი
წყლის ბალანსისთვის

წყლის დღიური ბალანსის დასაცავად იმდენი წყალი უნდა მივიღოთ, რამდენსაც ვკარგავთ. ამისთვის საჭიროა, რომ სუფთა სასმელი წყალი მუდამ ხელმისაწვდომი იყოს. წყლის ბოთლი Dodge, თავისი პრაქტიკული და ელეგანტური დიზაინით, თქვენი ყოველდღიური პარტნიორი გახდება და დაგეხმარება წყლის მიღების პროცესის გამარტივებაში.

შავი

BOTTLE 13

ვარდისფერი

BOTTLE 20

ცისფერი

BOTTLE 21

რატომ ტრიტანი?

ტრიტანი არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო პლასტმასის მასალა. ტრიტანი, სხვა პლასტმასებისგან განსხვავებით, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბისფენოლ A-ს (BPA), ბისფენოლ S-ს და სხვა ბისფენოლის ჯგუფის ქიმიურ ნაერთებს. შესაბამისად, გავლენას არ ახდენს სასმელის გემოვნურ თვისებებზე და ინერტულია ნებისმიერი სასმელის მიმართ. 

კვლევების მიხედვით ტრიტანი არ გამოყოფს ისეთ ქიმიკატებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმში ესტეროგენულ და ანდროგენულ აქტივობებს და აზიანებენ ადამიანის ენდოკრინულ სისტემას. აღსანიშნავია, რომ ტრიტანის მასალა დაშვებულია საკვებთან გამოყენებისთვის ამერიკის საკვებისა და წამლების ფედერალური სააგენტოსა (FDA) და ევროპის საკვების უსაფრთხოების სააგენტოს (EFSA) მიერ. 

ჯანმრთელობასთან ერთად ტრიტანისგან დამზადებული ბოთლების უპირატესობა მის პრაქტიკულობაშია, შუშის ბოთლებისგან განსხვავებით, ტრიტანის ბოთლები დავარდნისას არ ტყდება და ბევრად უფრო მჩატეა, რაც მას სატარებლად უფრო კომფორტულს ხდის.

 

წყლის ბოთლის ტექნიკური უპირატესობები

  • თავსახური ღილაკით – ბოთლის თავსახური აუცილებელია ბოთლის ჰიგიენის შესანარჩუნებლად, გასახსნელი ღილაკი კი, მეტი კომფორტისთვის.
  • ფართო ყელი – ყოველდღიური მოვლისა და გასუფთავებისთვის.
  • ხილის განყოფილება – სპეციალურად გამოყოფილი განყოფილება, რათა მოამზადოთ დეტოქს წყალი და მისი მირთმევისას ინგრედიენტებმა არ შეგიშალონ ხელი.
  • სილიკონის შუასადები – ჯანმრთელობისთვის უსაფრთო მასალისგან დამზადებული შუასადები უზრუნველყოფს თავსახურის მჭიდროდ დახურვას და იცავს ბოთლს წყლის გაჟონვისგან.
  • ჩამკეტი – მექანიკური ჩამკეტი უნებლიეთ გახსნისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა. ამიერიდან შეგიძლიათ ჩანთაში უსაფრთხოდ მოათავსოთ წყლით სავსე ბოთლი, სხვა ყოველდღიურ ნივთებთან ერთად.
  • დასაკეცი საკიდი – საკიდი კომფორტულია ხელით სატარებლად და სპორტულ ჩანთებზე დასაკიდებლად, დაკეცვის საშუალება კი ყოველდღიურ მოხმარებას და სამოგზაურო ჩანთაში მოთავსებას უფრო კომფორტულს ხდის.

DETOX წყალი

 ყველამ ვიცით, რომ უნდა ვსვათ  ბევრი წყალი. ისიც ვიცით, რომ ხილი, ბოსტნეული, ბალახოვანი
მცენარეები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და წარმოადგენს ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროს ჩვენი ორგანიზმისთვის. 
მიირთმევთ ხილს – კარგია და რას სვამთ?

სასმელი წყალი, რომელსაც ვარჯიშისას, ოფისში,
მგზავრობისას, სეირნობისას, სკოლაში თუ
უნივერსიტეტში მივირთმევთ, 
ხილის, ბოსტნეულის და ბალახეულის დამატების გზით, ხდება გემრიელი და სასარგებლო.    

ბევრი ტკბილი წვენის მიღება, როცა სპორტით ხართ დაკავებული, არც ისე სასიამოვნოა და წყურვილსაც ვერ მოიკლავთ. 

წვრილად დაჭრილი ხილი და ბოსტნეული კი, წყალში გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც მას მსუბუქი არომატით ავსებენ. ასეთი წყალი განსაკუთრებით სასიამოვნო დასალევია ცხელ ამინდში.

3 მიზეზი, თუ რატომ არის დეტოქს წყალი ხილით პოპულარული ისეთ ადამიანებში, ვინც ცხოვრების აქტიურ და ჯანსაღ წესს მისდევს:
1. 
წყურვილის დაკმაყოფილება;
2. საყვარელი ხილის მსუბუქი გემო;
3.  უამრავი სასარგებლო ეფექტი ორგანიზმისთვის!

დეტოქს წყალი