ეკონომია, წყლის ფილტრი

12 მიზეზი ცენტრალური წყლის ფილტრაციისათვის

ცენტრალური წყლის ფილტრაცია აბაზანაში

დღესდღეობით ცენტრალური წყლის ფილტრაცია საუკეთესო გამოსავალია, როგორც ჯანსაღი წყლის მისაღებად, ასევე, ფინანსური ეკონომიის თვალსაზრისით. ცენტრალური ფილტრაციის სისტემა არაერთი ფილტრისგან შედგება. თავად სისტემის აწყობა კი ინდივიდუალურად, მომხმარებლის საჭიროებებისამებრ ხდება. ბლოგში წარმოდგენილი 12 უპირატესობა შეგიქმნით ზოგად წარმოდგენას და დაგეხმარებათ თქვენი პრიორიტეტების განსაზრვრაში.

წყლის საფილტრაციო დოქი

Original price was: ₾69.Current price is: ₾49.
წყლის დოქი ფილტრი ახალი დიზაინით 3 საფეხურიანი ეფექტური ფილტრაცია BPA Free გამჭვირვალე პლასტმასის კორპუსი გაზრდილი მოცულობა და კარტრიჯის რესურსი სარეზერვო კარტრიჯის შესაძენად დააკლიკეთ აქ უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 
ცენტრალური წყლის ფილტრაცია - გაფილტრული წყალი შეუზღუდავი რაოდენობით

უპირატესობა #1 სუფთა წყალი მთელ სახლში

ცენტრალური წყლის ფილტრაცია - არის სუფთა წყლით უზრუნველყოფა სახლის ნებისმიერ წერტილში.  თქვენ არამხოლოდ დასალევად სუფთა წყალს მიიღებთ, არამედ შეძლებთ აბაზანაში, ტანსაცმლისა და ჭურჭლის გასარეცხად გაფილტრული წყლის გამოყენებას. 

დღესდღეობით საფილტრაციო დოქი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მოხმარებლებში. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პროდუქტით მხოლოდ გარკვეული რაოდენობით შეძლებთ წყლის გაფილტვრას და მთელი სახლის მასშტაბით ვერ გამოიყენებთ. თუ გსურთ, რომ აბსოლუტურად დაცული იყოთ წყალში არსებული არასასურველი მინარევებისგან, ერთადერთი გზა ცენტრალური წყლის ფილტრაციის სისტემის მოწყობაა.

განსახვავებული ფილტრი - განსხვავებული შედეგისთვის

უპირატესობა #2 გაუმჯოსებული წყლის ხარისხი

ცენტრალური წყლის ფილტრაცია, როგორც სისტემა  სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს აერთიანებს. მაგალითად მსხვილი ნაწილაკების, ლამის, თიხის, საჭიროების შემთხვევაში სუნის მოსაშორებლად განსხვავებული ფილტრები გამოიყენება. თუ სწორად შეარჩევთ თქვენთვის საჭირო წყლის ფილტრებს, შედეგი მკვეთრად შესამჩნევი იქნება. გემო, სუნი და ფერი გაუმჯობესდება, წყლის დალევა კი, უსაფრთხო და სასიამოვნო გახდება.

უპირატესობა #3 უსაფრთხო წყალი

საინტერესოა, ოდესმე თუ გიფიქრიათ, რამდენად ვარგისია ონკანიდან მიღებული წყალი დასალევად, დასაბანად თუ კერძის მოსამზადებლად. თუ ამ საკითხს ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ, ცენტრალური წყლის ფილტრაცია ნამდვილად დაასრულებს თქვენს დისკომფორტს. 

ცენტრალური ფილტრები წყალს აშორებს ჯანმრთელობისთვის მავნე მინარევებს. იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ფილტრებს შეარჩევთ, შეძლებთ გაფილტროთ ქლორი, ტყვია,სიხისტის მარილები, ქიმიკატები და ა.შ. სრულყოფილი ფილტრაციის დამონტაჟებით, თქვენ თავიდან აიცილებთ ბოთლებით წყლის შეძენას.

ცენტრალური წყლის ფილტრაცია თქვენი სიმშვიდის გარანტია. თავდაჯერებულად დალევთ წყალს და გეცოდინებათ, რომ თქვენი ორგანიზმი დაცულია მავნე ნივთიერებებისგან. აღსანიშნავია, რომ თმა და კანიც აბსოლუტურად დაცული იქნება წყალმომარაგების ქსელში არსებული გამაღიზიანებლებისგან.

ცენტრალური წყლის ფილტრაცია სამზარეულოსთვის
ცენტრალური წყლის ფილტრაცია - ფინანსური ეკონომია, გამართებული ინვესტიცია

უპირატესობა #4 ფინანსების დაზოგვა

პირველ ეტაპზე წყლის მაგისტრალური ფილტრაციის მოწყობა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ოპტიმალური სისტემის დამონტაჟებით, საწყისი ინვესტიცია ბევრად ნაკლებია იმ თანხებზე, რომელთა გადახდაც გიწევთ გაუფილტრავი წყლის მოხმარებისას. 

თუ დღემდე მხოლოდ ბოთლის დაბეჭდილ წყალს სვამთ, მთელი სახლის წყლის ფილტრაცია ამ ზედმეტ ხარჯს მარტივად მოგაცილებთ. სასმელი წყლის ფილტრების საშუალებით ჯანსაღი და გემრიელი წყლის ულევ ნაკადს მიიღებთ. ასე რომ, აღარ დაგჭირდებათ ბოთლებით წყლის შეძენა უსიამოვნო გემოსა, თუ მავნე ნივთიერებების თავიდან აცილების მიზნით. 

მაგისტრალური წყლის ფილტრები მნიშველოვნად იცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკას მექანიკური მინარევებისა და ნადების გაჩენისგან. შესაბამისად, ხელს უწყობს მათ ეფექტურ ფუნქციონირებას და ექსპლუატაციიის ვადის გახანგრძლივებას. გაფილტრული წყლის გამოყენებით თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაცული იქნება დაზიანებისგან და იმუშავებს შეუფერხებლად.

ცენტრალური წყლის ფილტრაცია ამცირებს პლასტამსის მოხმარებას

უპირატესობა #5 გარემოს დაცვა

თუ თქვენ არ ენდობით წყალმომარაგების ლოკალურ რესურსებს, მარტივად გასაგებია რატომ სვამთ მხოლოდ გაფილტრულ ან დაბეჭდილ წყალს. ჩვენ კი ყველამ ვიცით, რომ ბოთლებით წყლის შეძენა გარემოს დაბინძურების პირველი ხელშემწყობი ფაქტორია.

ცენტრალური წყლის ფილტრაცია მოგიხსნით ბოთლებით წყლის შეძენის საჭიროებას. დაგვეთანხმებით, მეტად კომფორტულია, თუ ზუსტად იგივე ხარისხის წყალს მიიღებთ თქვენივე სახლში, ონკანის მეშვეობით.

როდესაც თქვენ შეწყვეტთ რეგულარულად პლასტმასის ბოთლებით წყლის შეძენას, მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს პლასტიკის გავრცელების შემცირებას. ჩვენი ფილტრები გეხმარებათ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოთ ბოთლებისგან გარემოს დაცვაში და სხვებისთვისაც, ამ კუთხით, სამაგალითო იყოთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიასა და ჯანსაღ გარემოსთან.

ცენტრალური წყლის ფილტრაცია მთელი სახლისთვის

უპირატესობა #6 სახლის წყალმომარაგების სისტემის დაცვა

წყალში არსებულ ზოგიეთ მინარევს სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია სახლის წყალმომარაგების სისტემაში. მძიმე მეტალები და ქიმიკატები მეტალის მილების, რადიატორების და ნაწილების კოროზიას უწყობს ხელს. მინერალები რთულად მოსაშორებელ ნადებს ქმნის ქსელში, ხოლო, წყალში რკინის მაღალი შემცველობა ჟანგის ლაქებს ტოვებს სანტექნიკაზე. 

ცენტრალური წყლის ფილტრები ებრძვის ამ მავნე დამაბინძურებლებს, შესაბამისად მილსადენების პოტენციურ პრობლემებთან გამკლავება აღარ დაგჭირდებათ. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორიც არის წყლის გამაცხელებლები, სარეცხი მანქანა... და სხვა, დიდხანს იმუშავებს გამართულად, რადგან წყალში აღარაფერი იქნება, რაც მათ დაზიანებას გამოიწვევს.   

ვინაიდან სანტექნიკის დაზიანებისგან დაცული იქნებით, აღარ მოგიწევთ ზედმეტი ხარჯის გაწევა სხვადასხვა ხარვეზის აღმოსახვრელად. შესაბამისად, შეძლებთ რომ თქვენი ფინანსები საყვარელ საქმეზე გამოიყენოთ.

ცენტრალური წყლის ფილტრაცია

წყლის მექანიკური პრე ფილტრი GUARD 3 მანომეტრით და ჩამრეცხით

119
პრეფილტრი შექმნილია ცივი წყლის გასაწმენდად 40-50 მიკრონზე მეტი მექანიკური ნაწილაკებისგან: ჟანგი, შეწონილი ნაწილაკები, ქვიშა, წყალმცენარეები და ა.შ.  პრეფილტრი ამცირებს წყლის სიმღვრივეს, იცავს მილებს, გათბობის ქვაბებს, შემრევებს, სანტექნიკურ მოწყობილობებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას მექანიკური ნაწილაკებისგან და ჭუჭყისაგან. პრე ფილტრის ცივი წყლის მაგისტრალზე დაყენებისას, უმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი, ხდება მის შემდეგ დამონტაჟებული სხვა ფილტრების (მაგალითად, ცენტრალური წყლის ფილტრისთვის) მექანიკური დაზიანების პრევენცია. უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 
კალათაში დამატება

ცენტრალური წყლის ფილტრი სახლისათვის

9731,365
ცენტრალური წყლის ფილტრი განკუთვნილია ბინაში, სახლში ან ოფისში შემომავალი ცივი წყლის გაწმენდისათვის. ცენტრალური ფილტრი ახორციელებს წყლის ულტრაფილტრაციას მექანიკური მინარევებისგან, აჩერებს ორგანულ მოლეკულებს, მცენარეთა მტვერს, მოლეკულურ კლასტერებს, მსხვილ ორგანულ მოლეკულებს, ბაქტერიების უმეტესობას, მიკროორგანიზმებს და ვირუსებს. დელიკატურად წმენდს წყალს უმეტესი დამაბინძურებლებისგან და ამავდროულად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო მინერალს და მიკროელემენტს. ცენტრალური ფილტრის მემბრანის დასაცავად რეკომენდირებულია მის წინ მექანიკური პრე ფილტრის დაყენება. უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 
არჩევის პარამეტრები

მანქანის სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS

4721,175
სამრეცხაოს წყლის ფილტრი გამოიყენება მანქანის რეცხვის ბოლო ეტაპზე წყლის გადასავლებად SPOTLESS ახდენს წყლის დეიონიზირებას, გაფილტრული წყლის მანქანაზე გადავლება კი გამორიცხავს ზედაპირზე თეთრი ლაქების გაჩენას სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS  წინასწარ შევსებულია მაღალი ხარისხის ფისით უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 
არჩევის პარამეტრები

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5

299399
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული უკუოსმოსის 5 საფეხურიანი სისტემა მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
არჩევის პარამეტრები

კედლის წყლის დისპენსერი COMFY HEAT

380460
კომპაქტური და ელეგანტური კედლის წყლის დისპენსერი გაცხელების ფუნქციით თავსებადია საოფისე, საყოფაცხოვრებო და კომერციული გარემოსთვის. წყლის საფილტრაციო სისტემასთან დაკავშირებული დისპენსერი უზრუნველყოფს ცხელი გაფილტრული წყლის მუდმივ ხელმისაწვდომობას.
    • უჟანგავი ფოლადის (SS 304) ავზი - 3 ლიტრი
    • მართვის სენსორული პანელი
    • ავტომატური ბლოკირების მექანიზმი უსაფრთხოებისთვის
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 80 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
არჩევის პარამეტრები

უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE

1,2401,320
მოქმედი შეთავაზებები:

აქცია - „ცხელი 2024“ -ის ფარგლებში ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით + უფასო მონტაჟი (დეტალურად)

აქცია - „დამწყები ბიზნესი“ (დეტალურად)

შენიშვნა: ერთდროულად დისპენსერის მხოლოდ ერთი აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემებით:

    • UF ტექნოლოგია - ულტრაფილტრაცია
    • RO ტექნოლოგია - უკუოსმოსის ფილტრაცია
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით  მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით  
არჩევის პარამეტრები

წყლის დამარბილებელი მთელი სახლისათვის

1,3551,555
სრულად ავტომატური, მარტივად გამოყენებადი ცენტრალური წყლის დამარბილებელი უზრუნველყოფს რბილი წყლით მთელ ოჯახს. ელექტრონული მართვა, კომპაქტური ზომები და თანამედროვე დიზაინი ამ მოდელის გამორჩეული თვისებებია. უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
არჩევის პარამეტრები

წყლის პურიფაიერი ცხელი და ცივი სასმელებისათვის ABSOLUTE MOBI

899
  წყლის პურიფაიერი ცხელი და ცივი სასმელებისათვის ფილტრით - საოფისე, საყოფაცხოვრებო და სხვა მრავალი გამოყენებით.
    • 3 საფეხურიანი უკუოსმოსის ფილტრაციის ტექნოლოგია
    • მყისიერი გამაცხელებელი 4 ტემპერატურული რეჟიმით
    • სენსორული ეკრანი
    • წყლის ავზის მოცულობა:  4.5 ლიტრი
    • პროდუქტის ზომა: 19სმ x 37.5სმ x 43.9სმ
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
ვრცლად

უპირატესობა #7 გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მზადყოფნა

გარკვეული ტიპის საფილტრაციო სისტემები ფილტრავს ბაქტერიასა და ვირუსებსაც. თუ წყალსაცავებში ან თქვენს საკუთარ ავზში არსებული წყალი ინფიცირებულია, ან რომელიმე ვირუსი გავრცელდა ლოკალურ არეალში, საფრთხე არ გემუქრებათ. ცენტრალური ფილტრაციის მონტაჟით ნებისმიერ შემთხვევაში დაცული იქნებით გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.

უპირატესობა #8 ფილტრები ნაკლები ტექნიკური ჩარევით

დღესდღეობით მემბრანიანი მაგისტრალური ფილტრები საკმაოდ პოპულარულია. ამას ნაწილობრივ განაპირობებს მათი ეფექტურობა და მინიმალური ტექნიკური ჩარევის საჭიროება. ამასთან ერთად, სხვა კოლბიან, თუ ნიჟარის ქვეშ დამონტაჟებულ ფილტრებს კარტრიჯების უფრო იშვიათი შეცვლა დასჭირდება. თავად მაგისტრალური ფილტრის მემბრანას 4-5 წელი სამუშაო რესურსი გააჩნია.

უპირატესობა #9 დაავადების რისკის შემცირება

ჩვეულებისამებრ, ჩვენ სავსებით ვენდობით ადგილობრივ წყალმომმარაგებელ კომპანიებს. თუმცა ხშირად ეს ნდობა ინგრევა, როდესაც წყლის ხარისხი უარესდება მომხმარებლის დროული ინფორმირების გარეშე. თუ თქვენი ცენტრალური ფილტრაციის სისტემა მიკროორგანიზმების გაფილტვრას მოახერხებს  შეგიძლიათ აღარ იდარდოთ ადგილობრივი წყალგამანაწილებელი კომპანიების პასუხისმგებლობის თუ ორგანიზებულობის დონეზე.

ცენტრალური წყლის ფილტრაცია აბაზანაში
ცენტრალური წყლის ფილტრაცია

უპირატესობა #10 ტანსაცმლის და თეთრეულის დაცვა

წყალში არსებული ქიმიკატები, მეტალები და მინერალები ერთი გარეცხვითაც კი აზიანებს  ტანსაცმელსა და თეთრეულს. თუ მილსადენებში არსებული წყალი, რომელიმე ზემოთ ნახსენებ პრობლემურ მინარევს შეიცავს, შეამჩნევთ რომ ტანსაცმელი გაუხეშდება, დაკარგავს ფერს. თეთრი ფერის მატერია შესაძლოა ნაცსრიფერიც გახდეს. დაბინძურებული წყლით გარეცხილმა ტანისამოსმა შესაძლოა კანის პრობლემებიც გამოიწვიოს, მაგალითად ალერგია, გამონაყარი. 

ცენტრალური ფილტრაციის მონტაჟი გადაჭრის ყველა ზემოთ ხსენებულ პრობლემას. გაფილტრული წყალი ხელს უშლის ტანსაცმლის ბოჭკოების დროზე ადრე დაშლას და ეხმარება ფორმისა და ფერის დიდხანს შენარჩუნებაში.

ცენტრალური წყლის ფილტრაცია- დაცული ტექნიკა

უპირატესობა #11 უფრო სუფთა ჭურჭელი

როდესაც ჭურჭელს დაბინძურებული წყლით რეცხავთ, მასში არსებული მიკრობები წყლის აორთქლების შემდეგ ზედაპირზე რჩება. შესაბამისად, ერთი შეხედვით სუფთა ჭურჭლის გამოყენების დროს, აღნიშნული მიკრობები თქვენს ორგანიზმში ხვდება.

გარდა ამისა, თქვენ ასევე შეამჩნევთ, რომ შუშის ჭურჭელი ადრინდელ ბზინვარებას დაკარგავს, თუ ერთხელ მაინც გარეცხავთ ხისტი წყლით. დემინერალიზატორი ფილტრი წყალს ჭარბ მარილებს აშორებს, შედეგად დარბილებული წყლით გარეცხილი მინის თუ სხვა მასალის ჭურჭელი სანიმუშო სისუფთავეს ინარჩუნებს. სუფთა ჭურჭელი კი თქვენი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ერთ-ერთი გარანტია.

 

ცენრტრალური ფილტრაცია - სუფთა ჭურჭელი

უპირატესობა #12 თმისა და კანის სიჯანსაღე

გაუხეშებული თმა, გაღიზიანებული და გამომშრალი კანი, ნაადრევი ნაოჭები ხისტი წყლის თანმხმლები სიმპტომებია. წყლის ცენტრალური ფილტრაციის ერთ-ერთი ელემენტია წყლის დამარბილებელი. წყლის დარბილების უპირატესობები კი ცალკე სტატიაში განხილვის ღირსია. დეტალურად წყლის ცენტრალური დარბილების შესახებ იხილეთ აქ.

თანამედროვე სამყაროში ცენტრალური წყლის დამუშავება (ფილტრაცია, დარბილება) აუცილებლობად იქცა. უკვე არ არსებობს სახლი, სადაც არ გამოიყენება წყალგამაცხელებელი მოწყობილობები. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ჩაიდნებს, მადუღარებს, ტანსაცმლის და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, გათბობის სისტემებს. ხშირია, ასევე, ჰიდრომასაჟის აბაზანები, საშხაპე კაბინები და მაღალტექნოლოგიური სანტექნიკა.

ტექნიკის ასეთ რაოდენობას შესაბამისი ყურადღება და დაცვა ესაჭიროება. ცენტრალური წყლის ფილტრაცია კი ამ სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია!

გახდი კამკამას გამომწერი

დაგვიტოვე ელ.ფოსტა და გაეცანი სიახლეებს პირველი

    მიიღე ტექნიკური კონსულტაცია

    დაგვიტოვე საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით