ქიმიური და ბაქტერიოლოგიური
წყლის ლაბორატორიული ანალიზები
იმისთვის, რომ წყალი რისკის და მავნე შედეგების გარეშე გამოვიყენოთ, წყლის შემადგენლობის ლაბორატორიული გამოკვლევა აუცილებელია.
წყალთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირების გარდა, ასეთი კვლევა დაადგენს მათი აღმოფხვრის გზებს – წყლის გაწმენდის მეთოდის და სისტემის არჩევას. ზოგ შემთხვევაში, ქიმიური ანალიზის გარეშე წყლის გამწმენდი ტექნოლოგიის და აღჭურვილობის შერჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ, როგორც წყლის ანალიზის ტიპის განსაზღვრას, მის ჩატარებას და შედეგების პროფესიონალურ ინტერპრეტირებას საფილტრაციო სისტემების შესარჩევად.
წყლის ანალიზის დანიშნულება
ჩვენს კომპანიაში ანალიზების დაკვეთის შემდგომ, გაეცნობით წყლის ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ შემადგენლობას და მიიღებთ პასუხს კითხვებზე:
– შესაძლებელია თუ არა ამ წყლის დალევა
– რამდენად უსაფრთხოა წყალი სახლის საინჟინრო სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკისათვის
– რამდენად შეესაბამება მისი ხარისხი დაბანის და წყლის პროცედურების მისაღებად
– ანალიზებში ნორმების გადაჭარბების აღმოჩენისას, გასწავლით როგორ გაუმკლავდეთ გამოვლენილ პრობლემებს
წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზების პაკეტები
მინიმალური
წყლისგამწმენდი სისტემის ფუნქციონირების შემოწმებისთვის
მინიმალური
წყლისგამწმენდი სისტემის ფუნქციონირების შემოწმებისთვის
- 5 პარამეტრი
- მინ. 0,5 - 1 ლიტრი
- 5 დღე
- 150 ლარი
მინიმალური
წყლისგამწმენდი სისტემის ფუნქციონირების შემოწმებისთვის
სტანდარტული
ცენტრალური წყალსადენის წყლის ხარისხის დასადგენად
- 8 პარამეტრი
- მინ. 1.0 ლიტრი
- 5 დღე
- 230 ლარი
მინიმალური
წყლისგამწმენდი სისტემის ფუნქციონირების შემოწმებისთვის
სპეციალური
ჭის, ჭაბურღილის, სხვა ღია წყაროს წყლის შემადგენლობის დასადგენად
- 12-14 პარამეტრი
- მინ. 1 - 1,5 ლიტრი
- 5 დღე
- 300 - 340 ლარი
მინიმალური
წყლისგამწმენდი სისტემის ფუნქციონირების შემოწმებისთვის
ბაქტერიოლოგიური
წყალში შესაძლო მიკრობიოლოგიური ფლორის დასადგენად
- 3-6 პარამეტრი
- მინ. 2 - 2,5 ლიტრი
- 7 - 10 დღე
- 200 - 450 ლარი
- ანალიზის ღირებულება პირდაპირ დამოკიდებულია გამოსაკვლევი ინდიკატორების რაოდენობაზე;
- ღირებულება მოიცავს ნიმუშის ასაღებად სპეციალისტის ადგილზე(თბილისის მასშტაბით) გამოძახებას;
- სინჯის აღება შესაძლებელია საკუთარი ძალებით, ჩვენი სპეციალისტებისგან ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ;
- წყლის არაცენტრალიზირებული, ღია წყაროებიდან მიღებისას (ჭა, ჭაბურღილი…) რეკომენდირებულია ქიმიურთან ერთად ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარება;
- გასაანალიზებელი პარამეტრების შერჩევა ხდება სპეციალისტების მიერ წყაროს თვისებების და წყლის ორგანო-ლეპტიკური მაჩვენებლების საფუძველზე;
- სპეციფიკური მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით 40-დე პარამეტრის გამოკვლევა.
აღებული წყლის ნიმუშები, ტექნიკურ დავალებასთან ერთად, გადაეცემა შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიას. წყლის ანალიზთან ერთად, მისი შედეგებიდან გამომდინარე, სრულიად უფასოდ, თქვენ მიიღებთ ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მიერ შერჩეულ წყლის დამუშავების მეთოდიკას და ოპტიმალური საფილტრაციო სისტემის სქემას.
წყლის ანალიზის დაკვეთა
გამოიძახე სპეციალისტი წყლის სინჯის ასაღებად. კითხვების შემთხვევაში გაიარე დამატებითი კონსულტაცია.