გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებს და პირობებს.

ვებ-გვერდის მოხმარებისას ავტომატურად ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას, წესებს და პირობებს და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

მიწოდების და ანგარიშსწორების წესები:
ანგარიშსწორება

პროდუქციის არჩევის და დადასტურების შედეგ მიჰყევით ბმულს ღილაკით – „გადახდა“ → შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი → ონლაინ გადახდის შერჩევის შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი მიმდევრობა → ბარათიდან თანხის ჩამოჭრის შემდგომ შეკვეთა ჩაითვლება გაფორმებულად. ადგილზე ანგარიშსწორების შემთხვევაში შეკვეთის საფასურს გადაიხდით პროდუქციის მიღების დროს.

ვებ-გვერდიდან პროდუქციის შესაძენად ანგარიშსწორება შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

 

  • ონლაინ განვადება
  • საბანკო ბარათი
  • QR კოდი
  • თიბისი ბანკის აპლიკაცია
  • ნაღდი ანგარიშსწორებით – პროდუქციის მიღებისას
  • საბანკო ინვოისით
ონლაინ განვადება
ონლაინ განვადებით სარგებლობისთვის, პროდუქციის კალათაში დამატების შემდგომ, შეკვეთის გვერდზე, მიჰყევით  ბმულს ღილაკით “განვადბის შევსება”. განვადება დასტურდება მომენტალურად, პასუხს მიიღებთ SMS  შეტყობინების სახით. ამონაწერის ატვირთვის საჭიროების შემთხვევაში განაცხადი განიხილება 1 დღის ვადაში.
 
  • მინ. თანხა – 100₾
  • მაქს. თანხა – 10 000₾
  • ვადა – 3-48 თვე
  • არასტანდარტული მონტაჟის შემთხვევაში, სხვაობას გადაიხდით მონტაჟის შესრულებისას ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
 განვადება შეიძლება დამტკიცებული იყოს თანამონაწილეობით. აღნიშნულ შემთხვევაში, პროდუქციის მისაღებად, თანამონაწილეობის თანხა უნდა ჩარიცხოთ კომპანიის ანგარიშზე.
 
 
დისპენსერის იჯარა
  • საცდელი პერიოდი – 15 დღის განმავლობაში შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ დისპენსერით. 
  • დისპენსერებს ექნება ჩვენი კომპანიის გარანტია და ისარგებლებს სერვისცენტრის მომსახურებით. გაუმართაობის შემთხვევაში ტექნიკოსის ვიზიტი, დიაგნოსტირება და შეკეთება იქნება უფასო. 
  • იჯარის ღირებულება მოიცავს კარტრიჯების პერიოდულ შეცვლას (ყოველ 6 თვეში).
  • იჯარით სარგებლობის მინიმალური პერიოდია 1 წელი, ვადის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ შეისყიდოთ ან დააბრუნოთ დისპენსერები.
 
იჯარის ფარგლებში დისპენსერის უფასო მონტაჟის პირობები
  • უფასო მონტაჟი მოქმედებს ქალაქების – თბილისი, ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, ფოთი, რუსთავი, ქუთაისი – 30 კილომეტრის რადიუსში. დანარჩენ ლოკაციებზე მონტაჟის ღირებულება დაითვლება უახლოესი სერვისცენტრიდან დაშორების მიხედვით. 
  • სერვისის სამუშაო საათები 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00.
  • წყლის ქსელიდან სამონტაჟო ადგილამდე დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 5 მეტრს.
  • წყლის ქსელზე, დაერთების ადგილთან სავალდებულოა იყოს ჩამკეტი ონკანი.
  • გათხრის სამუშაოები და დამატებით სამონტაჟო მასალა დაითვლება ინდივიდუალურად.
 
ზოგადი პირობები

პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. მიწოდების სერვისს უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტის საკურიერო სამსახური.

გადახდა წარმოებს, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, შემდეგნაირად:

პროდუქციის არჩევის და დადასტურების შედეგ მიჰყევით ბმულს ღილაკით – „გადახდა“ → შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი → ონლაინ გადახდის შერჩევის შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი მიმდევრობა → ბარათიდან თანხის ჩამოჭრის შემდგომ შეკვეთა ჩაითვლება გაფორმებულად. ადგილზე ანგარიშსწორების შემთხვევაში შეკვეთის საფასურს გადაიხდით პროდუქციის მიღების დროს.

მიწოდების ვადები

შეკვეთები შეგიძლიათ განათავსოთ 24/7 რეჟიმში. სამუშაო დღეებში განთავსებული პროდუქციის მიწოდება მოხდება:

თბილისის მასშტაბით – 1-2 სამუშაო დღის ვადაში. (13:00-მდე განთავსებული შეკვეთის მიწოდების ათვლა იწყება იმავე დღიდან, ხოლო 13:00-ის შემდეგ განთავსებული შეკვეთის ვადა მომდევნო სამუშაო დღიდან).
დანარჩენ საქართველოში შეკვეთის მიწოდება ხდება 2-3 სამუშაო დღის ვადაში, გარდა სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებისა.*

მიწოდების საათები

პროდუქციის მიწოდება ხდება სამუშაო დღეებში, 10.00-20.00 საათამდე (პროდუქციის ჩაბარება არ ხორციელდება შაბათ-კვირას და სახელმწიფო დასვენების დღეებში)
* სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში (მესტია, სტეფანწმინდა, დუშეთი, თიანეთი, ცაგერი და ლენტეხი) შეკვეთის მიწოდება ხორციელდება 5 სამუშაო დღის ვადაში.

მიწოდების ღირებულება

საიტზე განთავსებული ყველა ფილტრის და ფილტრაციის აქსესუარის მიწოდება არის უფასო. 
გამონაკლისს წარმოადგენს: ტაბლეტირებული მარილი, აქტივირებული ნახშირი, აქტივირებული ნახშირი (ქოქოსის ნაჭუჭის), PUROLITE C100E და PUROLITE MB400 რომელთა მიწოდების ღირებულება დაითვლება ავტომატურად, შეკვეთის საერთო წონიდან და შეყვანილი მისამართიდან გამომდინარე.

აქციის, “სუფთა წყალი სუფთა ბოთლით” ფარგლებში: ყველა სახის ბოთლის (თერმოსები, ტრიტანის ბოთლები) მიწოდება არის უფასო საქართველოს მასშტაბით.

იმავე დღეს მიწოდება თბილისში

შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი მიწოდების სერვისით თბილისის მასშტაბით:

სამუშაო დღეებში 16:00-მდე განთავსებული შეკვეთის მიწოდება ხდება იმავე დღეს.
სამუშაო დღეებში 16:00-ის შემდეგ  და შაბათ-კვირას განთავსებული შეკვეთა გამოიგზავნება შემდეგ სამუშაო დღეს.
მიწოდების ღირებულება – 9₾, მაქსიმალური წონა – 20კგ.
სწრაფი მიწოდების სერვისი მოქმედებს მხოლოდ ბარათით ონლაინ გადახდის შემთხვევაში.

პროდუქციის მონტაჟი. მომსახურების ტარიფები.

მონტაჟის სერვისით სარგებლობისას, პროდუქციას მოგაწვდით და დააყენებს ჩვენი ტექნიკოსი.  ამ მომსახურების დაკვეთა შესაძლებელია პროდუქციის შეძენასთან ერთად.

საიტზე მოყვანილი ტარიფები მოქმედებს ქალაქების თბილისი, ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, ფოთი, რუსთავი, ქუთაისი 30 კილომეტრის რადიუსში. დანარჩენ ლოკაციებზე მონტაჟის ღირებულება გაითვლება უახლოესი სერვის ცენტრიდან დაშორების მიხედვით.

ასეთ მუნიციპალურ ერთეულებში მონტაჟის ღირებულება ითვლება ინდივიდუალურად. მომსახურება ხორციელდება რეგიონალური ტექ. სამსაურების მიერ. მომსახურების შესაფასებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 032 202 20 60, საიტის ჩათში ან ელ. მისამართზე: welcome@kamkama.ge  

პროდუქტის დაბრუნების პირობები:

kamkama.ge-ს პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით (აქციის ფარგლებში შესაძლოა მოქმედებდეს განსხვავებული პირობები). პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

  1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ და გვაცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ.
  2. პროცესის ინიცირებისთვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა კომპანიის ელ-ფოსტის მისამართზე welcome@kamkama.ge).
  3. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ(ებ)ის დაბრუნების პროცედურა.
  4. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა დასაბრუნებელი პროდუქცია უნდა წარადგინოს მითითებულ მისამართზე.
  5. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.).
  6. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს.
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან. 

 ანაზღაურების წესი:

  1. კომპანია, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
    • 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.).
    • 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში ან კომპანიის მხრიდან დაირღვა მიწოდების შეთანხმებული დრო და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).
  2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
  3. “kamkama.ge” მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით kamkama.ge-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ვებ-გვერდის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. პერსონალურია ინფორმაცია, რომელსაც kamkama.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით. ჩვენ, kamkama.ge -ს ადმინისტრაცია, ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე, არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად. მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:

  • სახელმწიფო რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • მომხმარებლების თანხმობა
  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა და ინტერესები

კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად თუ სხვა კომპანია იქნება სამართალმემკვიდრე, ის მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ამის მიუხედავად თქვენს პირად ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკა. თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით, როდესაც მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.

ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, ამიტომ საიდენტიფიკაციო მონაცემების დაცვას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ kamkama.ge-ს ადმინისტრაციის შესაბამის პერსონალსა მიუწვდებათ ხელი. ვებ-გვერდზე პროდუქტის ყიდვის დროს თქვენ შეგყავთ პირადი საკრედიტო ბარათის მონაცემები, თუმცა ჩვენთვის თქვენი საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება. თქვენი საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე კავშირს ვამყარებთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩვენს მსგავსად ზრუნავენ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე. ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია. წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან www.kamkama.ge-ზე. სხვა ვებ-გვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებ-გვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. თუ თქვენ დაუკავშირდებით მსგავს ვებ-გვერდს, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.

ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხები

18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ „www.kamkama.ge-ით“ სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა „kamkama.ge “–ით, თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.

ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენი ინფორმაცია: მოწყობილობის მოდელი, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის, აპლიკაციის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics და Facebook Pixel მოცემული აპლიკაციები თანხვედრაშია GDPR(General Data Protection Guide)-თან. იმისათვის, რომ თქვენი მოწყობილობებიდან მიღებული მონაცემები გამოირიცხოს ჩვენი ბაზიდან აუცილებელია დააფიქსიროთ მოთხოვნა კომპანიის საკონტაქტო მეილზე და დაურთოთ თქვენს მიერ გამოყენებული ინტერნეტის IP მისამართი.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად ვეპყრობოდით მონაცემებს
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით

ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 10 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით საკითხის დასაფიქსირებლად. ჩვენ მივიღებთ ყველა გონივრულ ზომას მონაცემთა შემოწმებისა და ხარვეზის აღმოფხვრისთვის. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა. თუ არ ეთანხმებით მონაცემების გამოყენების პოლიტიკას, გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გამოყენების შეზღუდვა დაგვიკავშირდით ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე.

ცვლილებები ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე წესები და პირობები. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ამავე გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებას.

მარკეტინგი

ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის დროს. ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.