წყლის დამარბილებელი DUPLEX
₾5,680 – ₾20,300
წყლის დამარბილებელი DUPLEX იდეალურია კომერციული და ინდუსტრიული გამოყენებისთვის.
ორი კოლონით აღჭურვილი DUPLEX-ის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიიღებთ დარბილებულ წყალს წარმოებისთვის.
არტიკული:
duplex 4t ; duplex 10t
კატეგორია: დამარბილებელი ფილტრი, კოლონური ფილტრები
აღწერა
წყლის დამარბილებელი DUPLEX - მუშაობის პრინციპი და უპირატესობები
DUPLEX ტიპის წყლის ორკოლონიანი დამარბილებელი განსაკუთრებთ ხელსაყრელია ისეთი წარმოებებისათვის, სადაც დარბილებული წყლის უწყვეტად უზრუნველყოფაა საჭირო. ვინაიდან, სისტემა ორი კოლონისგან შედგება, მონაცვლეობის პრინციპით ერთი რეზერვუარი მუდმივად მუშა რეჟიმში იმყოფება, მაშინ როდესაც მეორე გამორეცხვის ან რეგენერაციის პროცესს გადის.
წყლის დამარბილებელი DUPLEX, სხვა კოლონური ფილტრების მსგავსად, ავტომატური სარქველით იმართება. სწორედ სარქველის საშუალებით, რეგენერეცია შეგიძლიათ წინასწარ დააპროგრამოთ ისე, რომ მხოლოდ მაშინ დაიწყოს როდესაც დამუშავებული წყლის მოხმარება ნაკლებია (ძირითადად ღამის საათებში).
რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი წყლის დამარბილებელ DUPLEX-ზე?
- წყლის დამარბილებელი DUPLEX ორი კოლონის საშუალებით, მონაცვლეობის პრინციპით მუშაობს. შესაბამისად, თქვენ გაქვთ დარბილებული წყალი უწყვეტ რეჟიმში.
- ავტომატური სარქველის დამსახურებით, წინასწარ უთითებთ რეგენერაციის დაწყების დროს და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს.
- მაღალი წარმადობის წყლის დამარბილებელი DUPLEX გამოიყენება კომერციული და ინდუსტრიული დანიშნულებით.
დამარბილებელი ფილტრის შემავსებელი
წყლის დამარბილებელ DUPLEX-ს სამუშაოდ სჭირდება შემავსებელი, ანუ იონგაცვლითი ფისი. ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის, Purolite-ის ბრენდის Purolite C100E ჟელეს ტიპის კატიონგამცვლელ ფისს. აღნიშნული შემავსებელი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის წარმობებში, მათ შორის სასმელი წყლის დასარბილებლადაც.
ტექნიკური მახასიათებლები
- დიამეტრი და სიმაღლე:
- მილების დაერთება:
- დრენაჟის მილი:
- შემომავალი წყალი:
-
სამუშაო წნევა: - სამუშაო ტემპერატურა:
- 36*163 (60*215) სმ
- 1'' ; 2''
- 1/2'' ; 1''
- მუნიპალური და მაღალი სიხისტის
- 1.5 - 6 (3-6) ატმ
- +5-+40°C
როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?
შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…
Purolite C100E
₾398ტომარა
Purolite C100E არის უმაღლესი ხარისხის ჟელეს ტიპის კატიონგამცვლელი ფისი. გამოიყენება წყლის, მათ შორის სასმელის, დარბილებისათვის.
შენიშვნა: მარილის მიწოდების პირობები დგინდება ინდივიდუალურად რაოდენობისა და მანძილის შესაბამისად.
ტიპი | კატიონიტი |
---|---|
მწარმოებელი | PUROLITE |
შეფუთვა | პოლიეთილენის ტომარა |
მოცულობა | 25 ლიტრი |
მსგავსი პროდუქტები
კომპლექსური ფილტრები
კომპლექსური ფილტრები გამოიყენება წყლიდან კალციუმის, მაგნიუმის, რკინის მანგანუმის და სხვა მინარევების მოსაშორებლად.
განკუთვნილია საყოფაცხოვრებო, კომერციული და სამრეწველო წყალმომარაგების სისტემებისთვის.
კომპლექსურ ფილტრებს ფუნქციონირებისათვის სჭირდება შესაბამისი ფილტრის შემავსებლები.
შესაძლებელია მრავალსაფეხურიანი სისტემის მოწყობა.
სისტემის დაპროექტება და შესაბამისი საფილტრაციო ნივთიერების შერჩევა ხდება წყლის ანალიზის და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მიერ.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მანქანის სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS
₾472 – ₾1,175
სამრეცხაოს წყლის ფილტრი გამოიყენება მანქანის რეცხვის ბოლო ეტაპზე წყლის გადასავლებად
SPOTLESS ახდენს წყლის დეიონიზირებას, გაფილტრული წყლის მანქანაზე გადავლება კი გამორიცხავს ზედაპირზე თეთრი ლაქების გაჩენას
სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS წინასწარ შევსებულია მაღალი ხარისხის ფისით
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page