ფილტრის ავტომატური სარქველი

334870

RUNXIN-ის ბრენდის ფილტრის ავტომატური სარქველი გამოიყენება კოლონური საფილტრაციო სისტემების სამართავად.

კოროზიისა და გაჟონვისგან დაცული ავტომატური სარქველი მარტივი პროგრამული მართვით გამოირჩევა.

აქვს ფილტრაციის სამი ციკლი: სამუშაო, ჩარეცხვის და გამორეცხვის.

ირჩევა სხვადასხვა წარმადობის მიხედვით კომერციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის.

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

აღწერა
ფილტრის ავტომატური სარქველი - ხარისხი და კომფორტი

ავტომატური სარქველი კოლონური ფილტრებისთვის

RUNXIN-ის ბრენდის ფილტრის ავტომატური სარქველი ელექტრონული ტაიმერით შექმნილია კოლონური ფილტრების შესავსებად და სამართავად. გამოიყენება საყოფაცხოვრებო და კომერციული დანიშნულების საფილტრაცი სისტემების კოორდინირებულ მართვისა და კონტროლისთვის. 

ფილტრის ავტომატური სარქველი გათვლილია წყლის გასაფილტრი/რკინის მოსაცილებელი სისტემებისთვის. არის კოროზიისა და გაჟონვისგან დაცული. მოსახერხებელია პროგრამულად სამართავად, ვინაიდან აღჭურვილია მომხმარებლისთვის  მარტივად გასაგები მენიუთი. ფილტრაცია ყოველდღე მიმდინარეობს ტაიმერის მიხედვით, კომპოზიტური თუ უჟანგავი ფოლადის კორპუსებში. 

აქვს ფილტრაციის სამი ციკლი: სამუშაო, ჩარეცხვის და გამორეცხვის.

ფილტრის ავტომატური სარქველი

ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლები

  • ფილტრის ავტომატური სარქველი აღჭურვილია ლედ ეკრანით.
  • ეკრანზე ზოლების ციმცით სარქველი გაწვდით ინფორმაციას რომ მუშაობს, ხოლო სხვა შემთხვევაში აპარატი არის გამორეცხვის რეჟიმში.
  • ელექტროენერგიის ხანგრძლივად გათიშვის ინდიკატორი. მითითებული პარამეტრები 3 დღის მანძილზე ნარჩუნდება
  • ჩარეცხვის დროს ფილტრის გამომსვლელი დახურულია, რაც თავიდან აგაცილებთ გაფილტრული და გაუფილტრავი წყლის არევას.
  • ზედიზედ რამდენიმე გამორეცხვის განხორციელებაა შესაძლებელი.
  • აქვს ღილაკით დაბლოკვის ფუნქცია.
  • გარე მართვის მოწყობილობებთან დამაკავშირებელი პორტი. სისტემას შეუძლია მიიღოს გარეგანი სიგნალი ჩარეცხვის შესახებ.
  • ფილტრის ავტომატური სარქველი ქიმიკატების მიმართ მდგრადია.
  • გასაფილტრი წყლის ხარისხისა და მოხმარების შესაბამისად, შესაძლებელია პარამეტრების დარეგულირება.

ტექნიკური მახასიათებლები

  • წარმადობა:
  • ქსელთან დაერთება:
  • დრენაჟის დიამეტრი
  • დაყენების ადგილი:
  • სამუშაო წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • ელ.ენერგია:
  • გაბარიტული ზომები:

  • გარანტია:
  • 2 მ3/სთ; 4მ3/სთ; 10მ3/სთ
  • 3/4" 1/2" 2"
  • 3/4" 1/2" 2"
  • კოლონური ფილტრი
  • 1.5-6 ატმ (3-6 ატმ)

  • +5-+50°C (+2-+45°C)
  • 220V 50 Hz
  • 18.3*19.5*14.3 (18*19.5*17.9) სმ
  • 2 წელი

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?