წყლის ავტომატური დამარბილებელი MINI SOFT
₾858 – ₾978
წყლის ავტომატური დამარბილებელი MINI SOFT დაიცავს თქვენს საყოფაცხოვრებო და კომერციულ ტექნიკას ნადებისგან.
მარტივად ერთდება ყავის აპარატზე, ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და მსგავს მოწყობილობებზე.
დროისა და ენერგიის დაზოგვის პარალელურად იღებთ დარბილებულ წყალს და ტექნიკის გაზრდილ ექსპლუატაციის ვადას.
არტიკული:
FCV-11-10F ; FCV-11-15F
კატეგორია: წყლის დარბილება, წყლის ცენტრალური დამარბილებელი
აღწერა
რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის დარბილება?
ხისტი წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს, რომლებიც დროთა განმავლობაში წარმოქმნის ნადებს. კონკრეტულად კიროვან საფარს, რაც აზიანებს ტექნიკას და საგრძნობლად უცვლის გემოს სასმელ წყალს. ავტომატური დამარბილებელი თავიდან აგაცილებთ ნადების წარმოქმნას. დარბილებული წყალი კი გაძლევთ დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას.
ავტომატური დამარბილებელი MINI SOFT შეგიძლიათ გამოიყენებოთ სახლის, კაფე-ბარის და რესტორნის სამზარეულოებში. გამოიყენება როგორც სასმელი წყლის, ასევე საყოფაცხოვრებო და კომერციული ტექნიკისთვის წყლის დასარბილებლად. შედეგად იღებთ წყლის სასიამოვნო არომატს და ტექნიკის გახანგრძლივებულ ექსპლუატაციის ვადას.
ბაზარზე არსებული სამზარეულოს სხვა დამარბილებლებისგან განსხვავებით არის სრულიად ავტომატური. გამორეცხვა და ფისის რეგენერაცია ხდება ადამიანის ჩარევის გარეშე.
წყლის ავტომატური დამარბილებელი
დაიცავი საყოფაცხოვრებო და კომერციული ტექნიკა მარტივად
ავტომატური დამარბილებელი MINI SOFT იდეალური გამოსავალია ისეთი კომერციული და საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის, როგორიც არის: ყავისა და ყინულის აპარატები, აეროგრილი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ა.შ.
რეგენერაციის პროცესი იწყება ავტომატურად, მომხმარებლის ჩარევის გარეშე. დამუშავების პროცესში დამარბილებელი კვლავ ატარებს წყალს, თუმცა დასრულებამდე, გამორიცხავს დამუშავებული და ხისტი წყლის ნაკადების ერთმანეთში არევას.
კომფორტული მართვა
წყლის ავტომატური დამარბილებელი MINI SOFT აღჭურვილია ელექტრო მართვის პანელით. რომლის საშუალებითაც აკონტროლებთ გამორეცხვის და რეგენერაციის პროცესს. ასევე არეგულირებთ წყლის წნევასა და ტემპერატურას.
საერთო ჯამში პროდუქტი მარტივი გამოსაყენებელი და სამართავია, არ საჭიროებს ღრმა ტექნიკურ ცოდნას.
ვინაიდან, ავტომატური დამარბილებელი უზრუნველყოფს ტექნიკის ხანგრძლივ ეფექტურ ფუნქციონირებას, შესაბამისად საშუალებას გაძლევთ შეამციროთ არასასურველი ხარჯები.
ტექნიკური მახასიათებლები
- წარმადობა:
- ქსელთან დაერთება:
- დაყენების ადგილი:
- შემომავალი წყალი:
- სამუშაო წნევა:
- წყლის დასაშვები ტემპერატურა:
- ფისის მოცულობა:
- რეგენერაციის ციკლი:
- გაბარიტული ზომები:
- ელ. ენერგია:
- წონა:
- გარანტია:
- 0.5მ3/სთ (1.5მ3/სთ)
- 3/4"
- იატაკი
- მაღალი სიხისტის
- 1.5 - 3 ატმ
-
+1-+45°C - 4ლ (6.5ლ)
- 3 დღეში ერთხელ
- 40*22*48 (59) სმ
- 220V 60Hz
- 15 (20) კგ
- 1 წელი
უპირატესობები
- კომპაქტური ზომები, თანამედროვე დიზაინი
- ოპტიმალური წარმადობები
- ავტომატური წმენდა და რეგენერაცია
- მარტივი ინსტალაცია და მომსახურება
- ეკონომიური ექსპლუატაცია
როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?
შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…
ტაბლეტირებული მარილი Axal Pro 25 კგ
₾69
მსგავსი პროდუქტები
წყლის დამარბილებელი მთელი სახლისათვის
₾1,355 – ₾1,555
სრულად ავტომატური, მარტივად გამოყენებადი ცენტრალური წყლის დამარბილებელი უზრუნველყოფს რბილი წყლით მთელ ოჯახს. ელექტრონული მართვა, კომპაქტური ზომები და თანამედროვე დიზაინი ამ მოდელის გამორჩეული თვისებებია.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
Purolite C100E
₾398ტომარა
Purolite C100E არის უმაღლესი ხარისხის ჟელეს ტიპის კატიონგამცვლელი ფისი. გამოიყენება წყლის, მათ შორის სასმელის, დარბილებისათვის.
შენიშვნა: მარილის მიწოდების პირობები დგინდება ინდივიდუალურად რაოდენობისა და მანძილის შესაბამისად.
ტიპი | კატიონიტი |
---|---|
მწარმოებელი | PUROLITE |
შეფუთვა | პოლიეთილენის ტომარა |
მოცულობა | 25 ლიტრი |