წყლის დარბილება
წყლის დარბილება საყოფაცხოვრებო კომფორტის განუყოფელი ნაწილი გახდა. დამარბილებლების გამოყენებისას, თქვენ სრულად შეირგებთ წყლის სასარგებლო თვისებებს; არ დახარჯავთ თანხებს ფუჭად; მიიღებთ მაქსიმალურ ესთეტიურ სიამოვნებას წყალთან ურთიერთობისას.
ხისტი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს იონგაცვლითი ფილტრი. დამარბილებელი ფილტრი შეიძლება დავაყენოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ან სასმელი წყლისთვის სამზარეულოში, ნიჟარასთან.
ასევე, შეგვიძლია დავამონტაჟოთ საერთო ცენტრალური დამარბილებელი. ცენტრალურ დამარბილებელს უფრო დიდი სიმძლავრე სჭირდება, სანაცვლოდ, რბილი წყალი მთელს სახლში გვექნება.
წყლის ცენტრალური დამარბილებელი წმენდისთვის იყენებს იონგამცვლელ ფისს, რომელშიც წყალი გადის ბუნებრივი წნევით. წყალთან კონტაქტის პროცესში, სპეციალური ფისოვანი შემადგენლობა ხისტ კალციუმის და მაგნიუმის იონებს ჩაანაცვლებს წყლისთვის უვნებელი ნატრიუმის იონებით. ამ გაცვლის წყალობით ხდება წყლის დარბილება.
მოწყობილობა შედგება კორპუსისგან; საკონტროლო სარქვლისგან; ელექტრონული მართვის პანელის და თავად იონგამცვლელი ფისისგან.
ერთი საათის განმავლობაში ცენტრალური დამარბილებელი ამუშავებს 1.5-2.5 კუბურ მეტრ წყალს. ეს მოცულობა სავსებით საკმარისია დიდი სახლის საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ამიტომაც წყლის ამ ტიპის დამარბილებელი გამოიყენება სახლში, სველი წერტილების და სამრეცხაოს წყალსადენებზე.
დარბილებული წყლით დაბანა მეტად სასიამოვნოა: კანი რბილდება; თმა აბრეშუმისებრი ხდება. მსგავსი შეგრძნება ნაცნობია ყველასთვის, ვისაც უბანავია იქ, სადაც წყალი შესაბამისად მუშავდება. ამას გარდა, შეამჩნევთ, რომ ნაკლები სარეცხი საშუალება გჭირდებათ. რბილ წყალში სარეცხი საშუალებები სრულად იხსნება, შესაბამისად, უკეთ აშორებს ტანსაცმელს ჭუჭყს. სარეცხის ნაწილაკები არ რჩება ქსოვილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. კანის და თმის მოვლის ყველა საშუალება: შამპუნი, გელი, საპონი – შექმნილია რბილი წყლისთვის.
მაღალტექნოლოგიური საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სანტექნიკა, საინჟინრო ქსელების ელემენტები – ეს ყველაფერი გამართულად ფუნქციონირებს მხოლოდ შესაბამისი სტანდარტებით დარბილებული წყლის პირობებში.
წყლის ავტომატური დამარბილებელი MINI SOFT
წყლის ავტომატური დამარბილებელი MINI SOFT დაიცავს თქვენს საყოფაცხოვრებო და კომერციულ ტექნიკას ნადებისგან.
მარტივად ერთდება ყავის აპარატზე, ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და მსგავს მოწყობილობებზე.
დროისა და ენერგიის დაზოგვის პარალელურად იღებთ დარბილებულ წყალს და ტექნიკის გაზრდილ ექსპლუატაციის ვადას.
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
წყლის დამარბილებელი მთელი სახლისათვის
სრულად ავტომატური, მარტივად გამოყენებადი ცენტრალური წყლის დამარბილებელი უზრუნველყოფს რბილი წყლით მთელ ოჯახს. ელექტრონული მართვა, კომპაქტური ზომები და თანამედროვე დიზაინი ამ მოდელის გამორჩეული თვისებებია.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
Purolite C100E
Purolite C100E არის უმაღლესი ხარისხის ჟელეს ტიპის კატიონგამცვლელი ფისი. გამოიყენება წყლის, მათ შორის სასმელის, დარბილებისათვის.
შენიშვნა: მარილის მიწოდების პირობები დგინდება ინდივიდუალურად რაოდენობისა და მანძილის შესაბამისად.
ტიპი | კატიონიტი |
---|---|
მწარმოებელი | PUROLITE |
შეფუთვა | პოლიეთილენის ტომარა |
მოცულობა | 25 ლიტრი |