იმისათვის, რომ ჩვენს საიტზე არსებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენთვის მეტად გასაგები იყოს, ჩვენს სპეაციალისტებთან ერთად საფილტრაციო ტერმინების ლექსიკონი შევადგინეთ. 

ანიონი

ეს არის ნეგატიურად დამუხტული იონი. წყალში ანიონური შემადგენლობა ძირითადად წარმოდგენილია შემდეგი ნივთიერებებით - ქლორიდები, სულფატები, კარბონატები. ჰიდროკარბონატები

აქტივირებული ნახშირი

აქტივირებული ნახშირი არის მასალა, რომელიც მზადდება ორგანულად (ნახშირი, ნახერხი, ქოქოსი ნაჭუჭი და ა.შ). ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება წყლის ფილტრაციის სისტემებში. აქტივირებული ნახშირის ზედაპირი დაფარულია ფორებით, რაც წყლის მაღალ დონეზე გაფილვტრის საშუალებას იძლევა. ძირითადად გამოიყენება წყალში არსებული ორგანული დაბინძურების და ზოგიერთი გახსნილი გაზის გასაფილტრად.

გალონი

მოცულობის საზომის ერთეული. ერთი გალონი უდრის 3.79 ლიტრს. 

დარბილებული წყალი

დაბალი სიხისტის მქონე წყალი. სხვაგვარად რომ ვთქვათ კალციუმის და მაგნიუმის დაბალი შემადგენლობა წყალში. 

დემინერალიზაცია

წყალში მარილიანობის შემცირება საჭირო დონემდე. დემინარალიზაციის ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის უკუ ოსმოსის ტექნოლოგია.

იონგაცვლითი ფისი

ეს არის სინთეზური ორგანული ნივთიერება, რომელსაც შეუძლია წყლიდან გარკვეული იონების მოცილება, ჩანაცვლებითი პრინციპით. 

იონების გაცვლა

მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის წყლიდან კონკრეტული იონების მოცილება და მათი ჩანაცვლება სხვებით. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ იონგაცვლით პროცესს.

კათიონი

პოზიტიურად დამუხტული იონი. ბუნებრივი წყლის კათიონური შემადგენლობა, ძირითადად, წარმოდგენილია კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის და სხვა ნივთიერებათა იონებით.

კალციუმი

ეს არის ქიმიური ელემენტი. მიეკუთვნება ტუტე ლითონებს. ხშირად შეხვდებით ბუნებრივი წარმომავლობის წყლებში. საწარმოო ნარჩენების ჩარეცხვის ან კლდეების ჩამოშლის შედეგად. წყალში არსებულ კალციუმსა და მაგნიუმს ეწოდება სიხისტის მარილები. ამ ნივთიერებების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ნადების წარმოქმნას მილგაყვანილობასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. 

კარბონატი

კარბონატები არის იგივე ნახშირმჟავას მარილები (H2CO 3), რომელიც ასევე შეიცავს ანიონებს CO 3 2

მათი კალციუმის იონებთან გაერთიანებით, ვიღებთ წყლის დროებით სიხისტეს. რასაც შემდეგში ისეტი პრობლემების წარმოქმნა შეუძლია, როგორიც არის ნადები მილგაყვანილობასა და ტექნიკაში.

კვარცის ქვიშა

მიიღება ნატურალური კვარცის მსხვრევის შედეგად. ჩვეულებრივი ქვიშისგან განსხვავებით, კვარცს ახასიათებს მონომინერალიზმი და ერთგვაროვნება. ხშირად გამოიყენება წყლის საფილტრაციო სისტემებში, კოლოიდური მინარევების მოსაცილებლად.

კოლიფორმული ბაქტერია

გრამნეგატიული კლასის ბაქტერია. წყალში მისი მოხვედის ძირითადი გზა არის ფეკალური მასები. კოლიფორმული ბაქტერია მარტივია აღმოსაჩენად და დასათვლელად. სწორედ ამიტომ, ის ბაქტერიული დაბინძურების ინდიკატორადაც გამოიყენება. 

კონცენტრატი

წყლის დაბინძურებული ნაწილი, რომელიც ფილტრაციის დროს გამოიყოფა ცალკე, რჩება მემბრანაზე ან მიედინება დრენაჟის არხში.

მაგნიუმი

მაგნიუმი არის ქიმიური ელემენტი. ხშირად შეხვდებით ბუნერივი ნატურალურ წყლებში. ბუნებრივ წყლებში, ძირითადად, კლდეების ჩამოშლისა და საწარმოო წყლების ჩადინებით ხვდება. წყლში გახსნილი კაციუმის და მაგნიუმის მარილები წარმოქმნის სიხისტეს.

მემბრანა

ფილტრის შემადგენელი, ნახევრად გამტარი ნაწილი, რომელიც წყალს ორ ნაკადად ყოფს - ფილტრატი(სუფთა, გაფილტრული), კონცენტრატი (დაბინძურებული, დრენაჟის ხაზი).

მექანიკური წმენდა

წყლის გაფილტვრა მცირე და დიდი ზომის ნაწილაკებისგან.

მჟავიანობა (Ph დონე)

წყალში არსებული წყალბადის იონების უარყოფითი შემადგენლობა. მჟავიანობა წყლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც მასში არსებულ ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს ასახავს. სხვადასხვა ელემენტების დაშლის ხარისხი, მათი ტოქსიკურობა და წყლის ფილტრაციის ეფექტურობა დამოკიდებულია Ph დონეზე. სასმელი წყალში მჟავნიანობის დასაშვები დონე არის შკალაზე 6-დან 9-მდე მაჩვენებელი.

მყარი ნივთიერებები

წყალში არსებული მიკრო და მაკრო მინარევები. წყალში არსებული მყარი ნივთიერებები საგრძნობლად ამცირებს წყლის დადებით თვისებებს. ასევე, უვარგისს ხდის მას საკვების მოსამზადებლად თუ სასმელად გამოსაყენებლად. მყარი მინარევების გაფილტვრა შესაძლებელია მექანიკური ფილტრაციითაც.

ნანოფილტრაციის ტექნოლოგია

წყლის მემბრანული წმენდა ნანოფილტრაციით 0.001-დან 1.0 მკმ-მდეა შესაძლებელი. აღნიშნული შემადგენლობაში ტოვებს საჭირო რაოდენობით მარილოვან შემადგენლობას. სწორედ ამიტომ, ნანოფილტრით დამუშავებული წყალი იდეალურია ყავისა და ჩაის მოსამზადებლად.

ნიტრატი

იგივე აზოტის მჟავის მარილები. ხშირად შეხვდებით ჭაბურღილის, ნაკლებად ღრმა ჭის და ზედაპირულ წყლებში. ნიტრატები ბუნებრივ წყლებში საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლებით ხვდება. ასევე, აზოტის შემცველი სასუქებით დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან ჩამონადენით და ატმოსფერული ნალექებით. ნიტრატები არის მომწამლავი. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მომწამლავი რაოდენობით დაგროვებით, მას შეუძლია გამოიწვიოს სისხლში ჟანგბადის შემცირება, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და ა.შ

უკურეცხვა

ფილტრის შიგთავსის გამორეცხვა, წყლის საპირისპირო ნაკადით. ხელს უწყობს ნარჩენი დაბინძურების გამორეცხვას და მემბრანის გასუფთავებას.

უკუ ოსმოსის ტექნოლოგია

წყლის მემბრანული ფილტრაციის ყველაზე გავრცელებული მეთოდი. უკუ ოსმოსის მემბრანის სიზუსტე უდრის 0.0001 მკმ-ს. აღნიშნული ტექნოლოგია ფილტრავს ყველანაირ ბაქტერიასა და ვირუსს, რკინას, მანგანუმს, წყალში გახსნილი მარილებისა და სხვა მინარევების დიდ ნაწილს. საშუალოდ, უკუ ოსმოსის მემბრანა 97-99%-მდე ყველა მინარევს აშორებს წყალს. უკუ ოსმოსის ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება, როგორც საყოფაცხოვრებოდ, ისე ისეთ წარმოებებში, სადაც მაღალი ხარისხის წყალია საჭირო.

ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია

ულტრაფილტრაცია არის წყლის მემბრანული გაწმენდის მეთოდი. წნევის ზემოქმედებით, მებრანა ატარებს მხოლოდ იმ მოლეკულებს და იონებს, რომელთა მასა მემბრანის ფორებზე ნაკლებია, ხოლო უფრო მსხვილი მოლეკულები და ნაწილაკები რჩებიან მებრანის გარეთ. წყალი არ განიცდის არც ქიმიურ და არც თერმულ ზემოქმედებას.

ფილტრის წარმადობა

წყლის ნომინალური ან მაქსიმალური მოცულობა, რომლის გაფილტვრაც ფილტრს შეუძლია კონკრეტული დროის განმავლობაში.

რეგენერაცია

რეგენერაცია დამარბილებლებში ეს არის პროცესი, როდესაც მოწყობილობა გამორეცხავს ყველა იმ მინერალს, რომელიც წყლის დამუშავების პროცესში მოაგროვა. შემდეგ კი კვლავ შეძლებს წყლის დარბილებას ჩვეულ რეჟიმში. როდესაც ხისტი წყალი დამარბლებელში გაივლის, წყალში არსებული კალციუმი და მაგნიუმი ჩანაცვლდება ნატრიუმის იონებით. ეს პროცესი კი მიმდინარეობს ფისის ფენებში. იმისათვის რომ დამარბილებელმა ფილტრმა ეფექტურად იმუშავოს, საჭიროა ფისის ფსკერი მავნე მინერალებისგან გასუფთავდეს, როდესაც საკმარისად გაჯერდება.

რკინა

რკინა გახლავთ ქიმიური ელემენტი. ხშირად წარმოდგენილია ბუნებრივი შემადგენლობის წყალში. იქ კი ხვდება, როგორც ქანების დაშლის შედეგად, ასევე სამრეწველო ნარჩენების ჩადინებით. ასევე, შესაძლებელია თუჯის ან  ფოლადის წყლის მილების კოროზიის დროსაც აღმოჩნდეს წყალში.

წყლის სიხისტე

ეს არის წყალში გახსნილი კალციუმისა და მაგნიუმის კათიონების საერთო კონცენტრაცია. მაღალი სიხისტის მქონე წყალი წარმოქმნის ნადებს მილგაყვანილობასა და ისეთ ტექნიკაზე, რომელიც სამუშაოდ წყალს მოიხმარს. გარდა ამისა, ყოველდღიური ხარჯებსაც ზრდის. მაგალითისთვის, საპონი და სხვა მსგავსი საშუალებები ხისტ წყალში არ ქაფდება, შესაბამისად, უფრო მეტი რაოდენობით გიწევთ მათი გამოყენება. ასევე, ხისტი წყალი საგრძნობლად აშრობს და აღიზიანებს კანს. საყოფაცხოვრებო და სასმელ წყალში სიხისტის დასაშვები რაოდენობა არის 7 მგ/ლ. ხისტი წყლის დამუშავების ყველაზე გავრცელებული მეთოდებია მემბრანული წმენდა ( უკუ ოსმოსის) და იონგაცვლითი ფისით წყლის დარბილება.

ხვეული მემბრანა

სპირალურად ჩახვეული მემბრანა, რომელიც არსებულ სამუშაო წნევაზე მაქსიმალურ შედეგს დებს და წყალს ფილტრავს შერჩევითობის პრინციპით. სწორედ ამ უპირატესობების გამო, უკუ ოსმოსის და ნანოფილტრაციის მემბრანები ფართოდ გამოიყენება წყლის საფილტრაციო სისტემებში.