მანქანის სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS
₾472 – ₾1,175
სამრეცხაოს წყლის ფილტრი გამოიყენება მანქანის რეცხვის ბოლო ეტაპზე წყლის გადასავლებად
SPOTLESS ახდენს წყლის დეიონიზირებას, გაფილტრული წყლის მანქანაზე გადავლება კი გამორიცხავს ზედაპირზე თეთრი ლაქების გაჩენას
სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS წინასწარ შევსებულია მაღალი ხარისხის ფისით
არტიკული:
CFL-8; CFL-16; CFL-25
კატეგორია: კოლონური ფილტრები, კომპლექსური დამუშავება
აღწერა
რატომ სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS
ავტომობილი და დეიონიზირებული წყალი
ყველა ავტომობილის მფლობელისთვის ნაცნობია მანქანის რეცხვასთან დაკავშირებული სირთულეები. ალბათ ყოველი რეცხვის შემდეგ გიწევთ ავტომობილის ჩვრებით გამშრალება, რათა თეთრი ლაქები თავიდან აიცილოთ. ამაზე არც ისე ცოტა დროსა და ენერგიას ხარჯავთ, თუმცა მიღებული შედეგი ყოელთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად არის შექმნილი.
მრავალჯერადი დანიშნულების სამრეცხაოს წყლის ფილტრი გამოიყენება წყალში გახსნილი მინარევების მოსაშორებლად (დასარბილებლად). ფილტრი SPOTLESS შევსებულია ფისით და ახდენს წყლის გაწმენდა-დეიონიზირებას (მინერალების სრული მოშორება). აღნიშნული ტიპის პროდუქტი ძირითადად გათვლილია მანქანაზე წყლის გადასავლებად. თუმცა, დიდი ხანია ასევე დამკვიდრებულია ინდუსტრიებში, როგორიც არის ფარმაცევტიკა, ელექტრონიკა, ლითონის დამუშავება და ა.შ.
რესურსის მნიშვნელოვანი ეკონომია
მანქანის რეცხვის ბოლო ეტაპზე, დეიონიზირებული (დემინერალიზებული) წყლის გადავლება საუკეთესო ვარიანტია. კონკრეტულად სამრეცხაოს წყლის ფილტრით დამუშავებული წყალი თავიდან აგაცილებთ ზედაპირზე თეთრი ლაქების გაჩენას. SPOTLESS-ით დამუშავებული წყლის გადავლება საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ისეთი რესურსები, როგორიც არის დრო და ენერგია. კერძოდ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ მანქანის ჩვრებით გამშრალება, საკმარისია მხოლოდ გადაავლოთ წყალი და დაელოდოთ ბუნებრივად გაშრობას.
სამრეცხაოს წყლის ფილტრი - მარტივი და ხარისხიანი
SPOTLESS-ის მახასიათებლები
- ფილტრი ზედმეტი ძალისმევის გარეშე ურთდება შლანგს ან მაღალი წნევის სარეცხ აპარატს
- SPOTLESS წინასწარ შევსებულია მაღალი ხარისხის ფისით (MB400).
- ვინაიდან სამრეცხაოს წყლის ფილტრი მრავალჯერადი გამოყენებისაა, პერიოდულად საჭიროებს ფისით შევსებას. შევსების პროცესი გრძელდება 5 წუთი
- ფილტრში არსებული ფისი არ ექვემდებარება რეგენერაციას. ამიტომ რესურსის ამოწურვის შემდეგ, ნარჩენი ფისი მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს ახლით.
- გამოყენების შემდეგ SPOTLESS-ის დაცლა საჭირო არ არის. თუმცა, რეკომენდებულია ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ 2-3 ლიტრის ოდენობით წყალი გადააქციოთ
რეცხვა გამშრალების გარეშე
სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS ეფექტურად გამოიყენება არამხოლოდ ავტომობილებზე წყლის გადასავლებად, არამედ მზის პანელებისა და სახლის ფანჯრების შემთხვევაშიც. ფანჯრების გაწმენდა-გამშრალება საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, SPOTLESS კი საშუალებას გაძლევთ გაწმენდის შემდეგ ფანჯარას უბრალოდ დამუშავებული წყალი ჩამოავლოთ და დაელოდოთ გაშრობას. მზის პანელების მოვლა ასევე დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. უხეში მატერიით გაწმენდის დროს შესაძლოა დაიკაწროს ზედაპირი და დაზიანდეს პანელი. SPOTLESS-ით წყლის გადავლებით თავიდან აიცილებთ გამშრალების აუცილებლობას, ნაკაწრების და ლაქების გაჩენას.
SPOTLESS-ის სამუშაო რესურსი და სწორი გამოყენება
სამრეცხაოს წყლის ფილტრი SPOTLESS-ით დამუშავებული წყლის რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია წყლის ხარისხზე, რომელსაც იყენებთ მანქანის გასარეცხად. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით:
- 8 ლიტრიანი მოდელი (CFL-8) ფილტრავს 650-1300 ლიტრ წყალს
- 16 ლიტრიანი მოდელი (CFL-16) ფილტრავს 1300-2600 ლიტრ წყალს
- 25 ლიტრიანი მოდელი (CFL-25) ფილტრავს 2000-4000 ლიტრ წყალს
მილები და დამატებით აქსესუარები არ შედის კომპლექტაციაში
სამრეცხაოების პრაქტიკიდან გამომდინარე, პატარა ზომის სედანის ტიპის მანქანებზე წყლის გადავლება საშუალოდ 45 წამი გრძელდება, ჯიპის ზომის მანქანებზე კი 1 წუთი. ოპტიმალური შედეგის მისაღებად, რეცხვის შემდეგ მანქანაზე წყლის გადასავლებად დაახლოებით 7-10 ლიტრი წყალი იხარჯება. შესაბამისად:
- მოდელი CFL-8 ერთი ჩატვირთვის ღირებულებაა 175 ლარი. რესურსი 65-130 გადავლება
- მოდელი CFL-16 ერთი ჩატვირთვის ღირებულებაა 350 ლარი. რესურსი 130-260 გადავლება
- მოდელი CFL-25 ერთი ჩატვირთვის ღირებულებაა 550 ლარი. რესურსი 200-400 გადავლება
SPOTLESS-ის მუშაობის პრინციპი
მუშაობის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს - ქსელიდან წყალი შედის ფილტრის კორპუსში და ჩაედინება სიღრმეში კოლონის ძირისკენ. წყალი წნევით გაივლის ფისის ფენებს და ფილტრში არსებული მილის საშუალებით უკვე დამუშავებულ მდგომარეობაში გაედინება გამავალი არხიდან.
როგორ დავცალოთ ფილტრი
მანქანის გადასავლები წყლის ფილტრი ფოტოზე ასახული თანმიმდევრობით ახდენს წყლის სრულ დემინერალიზებას. ფისის სამუშაო რესურსის ამოწურვის შემდეგ, მისი შეცვლა საკმაოდ მარტივ პროცედურას წარმოადგენს. საჭიროა მხოლოდ კოლონიდან მისი გადაქცევა და გამორეცხვა, ახლის ჩამატებამდე.
მომზადების შემდეგ, უკვე დაგჭირდებათ თქვენი ფილტრის მოცულობისთვის საჭირო რაოდენობით ფისის ჩატვირთვა.
შესაბამისად უნდა გამოიყენოთ PUROLITE-ის ბრენდის მაღალი ხარისხის MB400 ფისი 8, 16 ან 25 ლიტრიანი შეფუთვებით.
ტექნიკური მახასიათებლები
- დიამეტრი და სიმაღლე:
-
ფისის მოცულობა: - ფილტრზე დაერთება:
- მილების დაერთება:
- სამუშაო წნევა:
- წყლის დასაშვები ტემპერატურა:
-
20*43; 20*89 სმ
20*112 სმ - 8 ; 16 ; 25 ლ
- 2.5"
- 3/4''
- 2.5-6 ატმ
-
+5-+49°C
როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?
შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…
Purolite MB400
₾175 – ₾550ტომარა
მაღალი ხარისხის კათიონებისა და ანიონური ფისების ნაზავი წყლის ღრმა დემინერალიზაციისა და დეიონიზაციისთვის.
შენიშვნა: მარილის მიწოდების პირობები დგინდება ინდივიდუალურად რაოდენობისა და მანძილის შესაბამისად.
ტიპი | ანიონიტი+კატიონიტი |
---|---|
მწარმოებელი | PUROLITE |
შეფუთვა | პოლიეთილენის ტომარა |
მოცულობა | 8, 16 და 25 ლიტრი |
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
მსგავსი პროდუქტები
კომპლექსური ფილტრები
კომპლექსური ფილტრები გამოიყენება წყლიდან კალციუმის, მაგნიუმის, რკინის მანგანუმის და სხვა მინარევების მოსაშორებლად.
განკუთვნილია საყოფაცხოვრებო, კომერციული და სამრეწველო წყალმომარაგების სისტემებისთვის.
კომპლექსურ ფილტრებს ფუნქციონირებისათვის სჭირდება შესაბამისი ფილტრის შემავსებლები.
შესაძლებელია მრავალსაფეხურიანი სისტემის მოწყობა.
სისტემის დაპროექტება და შესაბამისი საფილტრაციო ნივთიერების შერჩევა ხდება წყლის ანალიზის და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მიერ.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
წყლის დამარბილებელი DUPLEX
₾5,680 – ₾20,300
წყლის დამარბილებელი DUPLEX იდეალურია კომერციული და ინდუსტრიული გამოყენებისთვის.
ორი კოლონით აღჭურვილი DUPLEX-ის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიიღებთ დარბილებულ წყალს წარმოებისთვის.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page