პრე ფილტრი HYDRA უკურეცხვის ტექნოლოგიით

142

პრეფილტრი შექმნილია ცივი წყლის გასაწმენდად  90 მიკრონზე მეტი მექანიკური ნაწილაკებისგან: ჟანგი, შეწონილი ნაწილაკები, ქვიშა, წყალმცენარეები და ა.შ. 

პრეფილტრი ამცირებს წყლის სიმღვრივეს, იცავს მილებს, გათბობის ქვაბებს, შემრევებს, სანტექნიკურ მოწყობილობებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას მექანიკური ნაწილაკებისგან და ჭუჭყისაგან.

პრე ფილტრის ცივი წყლის მაგისტრალზე დაყენებისას, უმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი, ხდება მის შემდეგ დამონტაჟებული სხვა ფილტრების (მაგალითად, ცენტრალური წყლის ფილტრისთვის) მექანიკური დაზიანების პრევენცია.

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

არ არის მარაგში

აღწერა

წყლის პირველადი ფილტრაცია

ეტაპობრივი ფილტრაცია არის წყლის გაწმენდის აპრობირებული მოდელი. ამ ეტაპებში პირველი საფეხურის ფილტრაციის ფუნქცია ენიჭება წყლის მექანიკურ ფილტრებს. მექანიკური ფილტრების მფილტრავი ელემენტი ძირითადად არის პლასტმასის ან მეტალის ბადე კარტრიჯი. მისი მეშვეობით ხდება მსხვილი ნაწილაკების და მინარევების მოცილება.

პირველადი წმენდის ფილტრი ნალექის ჩამრეცხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემდგომი ეტაპის ფილტრებისთვის. მსხვილდისპერსიული მინარევების მოცილებით, ის იცავს სასმელი წყლის ფილტრებს და  დამარბილებლებს კარტრიჯების ხშირი გამოცვლისაგან. 

აგრეთვე, წყლის პირველადი წმენდის ფილტრი იცავს წყალსადენებს და წყლის საოჯახო ტექნიკას გაბიდვნის და დაზიანებებისგან.

გაუმჯობესებული თვითჩამრეცხი მექანიკური წყლის ფილტრი

წყლის მექანიკური პრე ფილტრი მონტაჟდება სახლის წყალმომარაგების სისტემის შემავალ ხაზზე. მისი დანიშნულებაა წყალში არსებული მსხვილი მინარევების მოცილება.

წყლის მექანიკური ფილტრი აღჭურვილია ნალექის ჩარეცხვის ვენტილით. სალექარში ჭუჭყის გაჩენისას, ჩამრეცხი ვენტილის გახსნის მეშვეობით ხდება ნალექის ჩარეცხვა. გაუმჯობესებული კონსტრუქციის მეშვეობით შესაძლებელია ჩარეცხვის ნაკადის რეგულირება და გამორეცხვის პერიოდის განსაზღვრა.

ნალექების გამარტივებული ჩარეცხვა

ფილტრის კარტრიჯის წმენდა ხდება    უკურეცხვის საშუალებით. საკმარისია   მხოლოდ  ფილტრის  ვენტილის გახსნა . ეს გამოიწვევს წნევის ვარდნას, რის შედეგადაც   ფილტრის კარტრიჯი  ჩამოიწევს ქვემოთ  და წყლის ნაკადს გადაიტანს  კარტრიჯის შიგნიდან გადინებისკენ. უკუ ნაკადი კი გამოდევნის დამაბინძურებლებს, რომლებიც მოთავსებულია კარტრიჯში და მის გარეთ

ნაკადის რეგულირება

ჩარეცხვის ნაკადის რეგულირება გვაძლევს საშუალებას განვსაზღროთ გამორეცხვის ხანგრძლივობა და ჭავლის სიძლიერე

მექანიკური პრე ფილტრი

პრე ფილტრი ამცირებს წყლის სიმღვრივეს, იცავს მილებს, გათბობის ქვაბებს, შემრევებს, სანტექნიკურ მოწყობილობებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას მექანიკური ნაწილაკებისგან და ჭუჭყისაგან. პრე ფილტრის ცივი წყლის მაგისტრალზე დაყენებისას, უმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი, ხდება მის შემდეგ დამონტაჟებული სხვა ფილტრების (მაგალითად, ცენტრალური წყლის ფილტრისთვის) მექანიკური დაზიანების პრევენცია.

1.ფილტრაციის რეჟიმი 2. უკურეცხვა 3.დაბრუნება ფილტრაციის რეჟიმზე

გაუმჯობესებული პრე ფილტრი HYDRA უკურეცხვის ტექნოლოგიით

  • წყალმომარაგების სისტემაში შესაძლო ჰიდრავლიკური დარტყმების მიმართ მედეგი კორპუსი მაქსიმალურად ამცირებს ფილტრის გახეთქვას. ამის შედეგად ფილტრის კორპუსი უძლებს წყლის ხანმოკლე გაყინვასაც.
  • ბადე კარტრიჯის ზომა უზრუნველყოფს წყლის ოპტიმალურ წმენდას მინიმალური წინაღობით, ნაკადის საგრძნობი შემცირების გარეშე. 
  • გამჭვირვალე კორპუსი გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ კარტრიჯის მდგომარეობა. ფილტრის დაუშლელად, კორპუსის საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით დატრიალებისას ხდება ბადე კარტრიჯის მექანიკური გაწმენდა ჩაშენებული ჯაგრისების მეშვეობით.
  • სადრენაჟო ხაზთან მისაერთებლად წყლის პრე ფილტრს აქვს შტუცერი. შტუცერზე შლანგის მიერთებით შესაძლებელია ფილტრის სადრენაჟო ხაზთან დაკავშირება, სადაც შემდგომ ჩაირეცხება დაგროვებული ნალექები.

* გამორეცხვის პრაქტიკული სიხშირე დამოკიდებულია ფილტრში შემომავალი წყლის ხარისხზე და ყოველდღიური მოხმარების რაოდენობაზე.  

ტექნიკური მახასიათებლები

  • გამტარუნარიანობა:
  • ფიტლტრაციის საფეხური:
  • მიერთება:
  • დაყენების ადგილი:
  • შემომავალი წყალი:
  • შემომავალი წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • მრავალჯერადი გამოყენების კარტრიჯი
  • 3000 - 10000 ლ/სთ
  • 1
  • ¾" (1")
  • ცენტრალური მაგისტრალი
  • საშუალო სიმღვრივის
  • 1.8 - 8 ბარი
  • 4°C to 45°C
  • 90 მიკრონი

უპირატესობები

  • გაუმჯობესებული კონსტრუქცია
  • დარტყმამედეგი კორპუსი
  • ფილტრის დაუშლელად ნალექის ჩარეცხვა
  • ფილტრის დაუშლელად კარტრიჯის მექანიკური წმენდა
  • არატოქსიკური მასალა
  • კომპლექტაცია: სამაგრი, ქანჩი, დამცლელი ვენტილი
მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება