წყლის ფილტრი, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

წყლის საფილტრაციო დისპენსერები

წყლის საფილტრაციო დისპენსერი ინტერიერში

ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოთლის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინის და სხვა შესაძლო მინარევის არსებობა, არათუ არასასიამოვნო გემოს იწვევს, ჯანმრთელობისთვისაც მავნეა. ამ დროს წყლის ადუღებაც გამოსავალი არაა, რადგან ქლორირებული წყალი, ადუღების შემთხვევაში არანაკლებ საშიშია ორგანიზმისთვის. მეორეს მხრივ, რომ დავფიქრდეთ, რამდენად სუფთაა ბოთლებში ჩასხმული წყალი, ბოთლები ან თავად დისპენსერი? რამდენად სწორად ირეცხება მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები და საერთოდ ირეცხება თუ არა დისპენსერი? საბედნიეროდ, ტექნოლოგია წინ მიიწევს და უკვე შეგვიძლია შევიძინოთ წყლის საფილტრაციო დისპენსერები. შეიძლება ითქვას ისინი, დისპენსერების ახალ თაობას წარმოადგენენ.

რით განსხვავდებიან წყლის საფილტრაციო და ჩვეულებრივი დისპენსერები?


სუფთა წყლის მიღების სისტემა სახლში თუ ოფისში – წყლის დისპენსერი ფილტრით. ესაა მოწყობილობა, რომელიც უშუალოდ წყალსადენის სისტემას უერთდება და გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ქულერი. წყალი ადუღების გარეშე რომ იყოს უსფრთხო და  სასმელად ვარგისი, მოწყობილობის შიგნით მონტაჟდება ფილტრების სისტემა; სხვადასხვა მოდელებში განსხვავებული ფილტრებით.  ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, წყლის დისპენსერები ფილტრაციის სისტემით – წყლის ჩამოსხმის საკუთარი წარმოებაა.

წყლის საფილტრაციო დისპენსერი

თუ გექნებათ წყლის დისპენსერი ფილტრით, შემდეგში აღარ მოგვიწევთ დიდი და მძიმე წყლის ბოთლების შეძენა და იმაზე ფიქრი, თუ სად განათავსოთ ეს ბოთლები. რაც მთავარია, ზუსტად გეცოდინებათ, როგორი ფილტრებია დისპენსერში და როგორ ხდება წყლის გაწმენდა. იგივე ფუფუნებაა თუ არა ბუტილირებული წყლის მიღება? არა – რადგან ამ შემთხვევაში წყლის წმენდა ხდება საწარმოში და სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვიცით, ზუსტად რა პროცედურებს მოიცავს წყლის წმენდის პროცესი.

სტანდარტული მოცულობის 20 ლიტრიანი ბოთლები მრავალჯერადია, წყლის მომწოდებელს ისინი მიაქვს, რეცხავს საწარმოო წესით; ავსებს წყლით და მოაქვს უკან. ამას გარდა, სასურველია, 6 თვეში ერთხელ მსგავსადვე მოხდეს დისპენსერის დამუშავებაც.

ბოთლების დეზინფექციის აუცილებლობა

წყლის ფილტრაცია და ბოთლების დეზინფექცია

წყლით შევსებამდე თითოეული ბოთლი უნდა დამუშავდეს ორი საშუალებით: ტუტე, შემდეგ მჟავე – შემდეგ კი გაირეცხოს სუფთა წყლით. თუ ეს ალგორითმი დარღვეულია, ბოთლის შიგნით გროვდება მიკროწყალმცნარეები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს გამოყოფენ – საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი დაბინძურებული წყლის მოხმარებას მივყავართ კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან.

სტანდარტული მოცულობის 20 ლიტრიანი ბოთლები მრავალჯერადია, წყლის მომწოდებელს მიაქვს ისინი, რეცხავს საწარმოო წესით; ავსებს წყლით და მოაქვს უკან. ამას გარდა, სასურველია, 6 თვეში ერთხელ მსგავსადვე მოხდეს დისპენსერის დამუშავებაც.

ჩვეულბრივ ქულერებში წყლის დაბინძურების მეორე მიზეზია – მომხმარებლის და გადამზიდავების მხრიდან ხელით ხშირი შეხება ბოთლის სარქველთან. თუკი ქულერის ბოთლს შევცვლით დაუბანელი ხელებით, წყლის დაბინძურების ალბათობა მკვეთრად იზრდება. 

ფილტრიანი წყლის დისპენსერში ეს პრობლემა მოხსნილია – აპარატი დახურულია, გამწმენდ მექანიზმში ზედმეტი არაფერი ხვდება.   

წყლის საფილტრაციო დისპენსერები და ეკონომია

ალბათ იფიქრებთ, რომ ქულერთან და ბოთლის წყლის მიწოდებასთან შედარებით, წყლის დისპენსერები ფილტრით ძვირი უნდა ღირდეს; ნამდვილად, ფილტრიანი დისპენსერის კონსტრუქცია და აღჭირვილობა, შედარებით ძვირია ქულერთად მიმართებაში. მაგრამ, რომ გავითვალისწინოთ შემდგომში მიღებული ეკონომია, ფილტრიანი დისპენსერი გაცილებით იაფი გამოვა. დავთვალოთ: ბოთლის წყალი საშუალოდ 1 ლიტრი ღირს 0.50 ლარი. ამ ღირებულების 80% შეფუთვასა და მიწოდებაში იხარჯება. თუ ფილტრიან დისპენსერს დააყენებთ, 1 ლიტრი წყლის ღირებულება მხოლოდ 0,006 (კომერციული ტარიფი) ლარი იქნება. დამატებით გექნებათ მხოლოდ ფილტრების პერიოდული განახლების ხარჯი. თქვენი მოხმარებიდან გამომდინარე, მარტივად შეგიძლიათ დათვალოთ, თუ რა იქნება დისპენსერის ამოგების ვადა. მაგალითად, თვეში 10 ბოცის მოხმარების შემთხვევაში, საფილტრაციო დისპენსერზე დახარჯული თანხის ამოგების ვადა 2 წელია. შემდეგ კი, ბოთლების შეძენასთან შედარებით,  წყალი, პრაქტიკულად, უფასოდ გექნებათ.

წყლის საფილტრაციო დისპენსერის 5 დონე

დისპენსერის ფილტრების კომბინაცია

ფილტრაციის კონკრეტულად რა სისტემები მონტაჟდება დისპენსერში? როგორც წესი, ყენდება რამდენიმე ფილტრი, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ წყლის წმენდას ყველა სახის დამაბინძურებლისგან. წყალი უნდა გაიწმინდოს, როგორც მსხვილი ნაწილაკებისგან, ისე უმცირესებისგან, ასევე ბაქტერიებისგანაც. ამასთან, ისე უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ წყალი გემრიელი და სასიამოვნო დასალევი იყოს.

ფილტრაციის 4 საფეხური + დეზინფექცია

  1.  პირველადი წმენდის ფილტრი: აშორებს მსხვილ დამაბინძურებლებს, როგორიცაა ქვიშა და ჟანგი, რომლებიც შესაძლოა მილებში იყოს.
  2.  ნახშირის ფილტრი (მიღებულია ქოქოსის ნაჭუჭებიდან): აშორებს ქლორს და მძიმე მეტალებს, ასევე აშორებს ორგანულ დამაბინძურებლებს და ბაქტერიებს
  3.  ფილტრაციის მემბრანა
  4.  ნახშირის პოსტფილტრი უზრუნველყოფს საბოლოო წმენდას, აშორებს სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოს, წყალი ხდება სრულიად გამჭვირვალე.
  5.  გაფილტრული წყლის დაგროვების ავზში მოთავსებული ულტრაიისფერი ნათურა ახდენს წყლის ანტიმიკრობულ, ანტიბაქტერიულ დამუშავებას და წყლის მეორადი დაბინძურების პრევენციას.

წყლის საფილტრაციო დისპენსერები მახასიათებლების მიხედვით

თუ რა აუცილებელი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი წყლის დისპენსერი ფილტრით, დამოკიდებულია იმაზე, სახლში იდგმება, თუ ოფისში. მეორე შემთხვევაში მისი მოხმარება იქნება ძალიან ხშირი, დიდი რაოდენობით ადამიანების მიერ. შესაბამისად, მოთხოვნებიც უფრო მაღალი იქნება. მაგალითად, თუ კომპანიაში ბევრი ადამიანია, უნდა გავითვალისწინოთ გამტარუნარიანობა და დაგროვების ავზის მოცულობა. სახლისთვის და სამზარეულოსთვის პატარა სამაგიდე დისპენსერებიც გამოგვადგება.  

 ორივე შემთხვევაში, თანამედროვე წყლის დისპენსერი აღჭურვილი უნდა იყოს ფილტრების ხარისხიანი სისტემით. რა თქმა უნდა, რომ მას უნდა ჰქონდეს წყლის გაცხელების და გაცივების ფუნქცია. ამასთან, ფილტრიანი დისპენსერები აფრთხილებენ მომხმარებელს ფილტრების გამოცვლის აუცილებლობაზე. 

ყველა სიკეთესთან ერთად, წყლის დისპენსერები არიან ინტერიერის ნაწილი. ამიტომ, დისპენსერის ერგონომიული დიზაინი მნიშვნელოვანია თანამედროვე, ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად.

დღეისთვის, წყლის საფილტრაციო დისპენსერები ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო მოწყობილობაა წყლის გასანაწილებლად. არაა საჭირო მუდმივად წყლის ყიდვა, რომლის ხარისხიც ეჭვქვეშაა და იაფიც არ გამოდის. ქულერების და მრავალჯერადი ბოთლების ჰიგიენურობა, ფილტრიან დისპენსერთან შედარებით, ასევე ძალიან საეჭვოა. ამიტომაც, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს წყლის დისპენსერს ფილტრაციის სისტემით. ალბათ იმიტომ, რომ ეს წინდახედული არჩევანია!

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂