სილამაზე

ხისტი წყლის დარბილება. ხისტი VS რბილი

ხისტი წყლის დარბილება ჩვენი კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა, რადგან ბუნებრივად რბილი წყალი იშვიათობაა, ხისტი და საშუალო სიხისტის კი – ხშირი, რაც უამრავი პრობლემის პროვოცირებას ახდენს.   

წყალი ჩვენი პლანეტის ზედაპირის 3/4-ს ფარავს, წარმოქმნის რა ოკეანეებს, ზღვებს, მდინარეებს, ტბებს. წყალი გვხვდება ორთქლის სახით ატმოსფეროში, თოვლის და ყინულის უზარმაზარი მასების სახით მაღალ მთებში და პოლარულ ქვეყნებში.

ბუნებრივი წყალი სრულიად სუფთა არასოდესაა. ყველაზე სუფთაა წვიმის წყალი, მაგრამ ისიც შეიცავს უმნიშვნელო ოდენობით მინარევებს, რომელსაც ჰაერიდან იღებს. 

რატომ არის ეს პრობლემა? რატომაა აუცილებელი ხისტი წყლის დარბილება?

ხისტი წყლით დაბანა იწვევს კანის სიმშრალეს. საპნის ზოგიერთი კომპონენტი არ იხსნება ხისტ წყალში, ამიტომ ვერ ხერხდება მათი ბოლომდე ჩამობანა და ხდება ფორების დახშობა. გამოდის რომ ხისტი წყლით დაბანის შემდეგ კანი არ სუნთქავს, შედეგად ჩნდება ქავილი, წვა და ანთება, შესაძლოა კანზე გაჩნდეს ნახეთქები და მუწუკებიც. ცხიმოვანი საფარის აღსადგენად კი სხვადასხვა დამატენიანებლის გამოყენება გვიწევს. 

თავის ხისტი წყლით დაბანის შემთხვევაში, ისევე, როგორც კანზე, თმაზეც რჩება დასაბანი საშუალების გაუხსნელი კომპონენტები, რომლებიც იწვევენ ქავილს, ქერტლის წარმოშობას და თმის ცვენასაც კი. 

ამ პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, მსოფლიოს კოსმეტოლოგები გვირჩევენ დაბანას რბილი წყლის (ნადნობი ან წვიმის) გამოყენებით. ამ შემთხვევაში კანი ინარჩუნებს ბუნებრივ ცხიმოვან საფარს. 

რეცხვის დროს ტანსაცმელი ფერმკრთალდება და მასზე რჩება ლაქები. ქსოვილი კარგავს ელასტიურობას და სიმსუბუქეს, რასაც იწვევს ის, რომ სიხისტის მარილები ავსებენ მასში ყველა თავისუფალ სივრცეს. მუდმივად ხისტ წყალში რეცხვით, სამოსი მალევე დეფორმირდება და ცვდება.

ზემოთ ჩამოთვლილი უსიამოვნებები გვარწმუნებს ხისტი წყლის დარბილების აუცილებლობაში, რითაც უამრავ პრობლემას ავიცილებთ თავიდან.

  • წყლის და სასმელების შეცვლილი გემო;
  • ჩაის დაყენებისას, წყალი წამებში ხდება შავი. რბილ წყალში დაყენებული შავი ჩაი ნელ-ნელა შეიძენს ნარინჯისფერ-წითელ ფერს;
  • ხისტი წყალი კლავს ჩაის გემოს. თუ ჩაიში არის რაიმე დანამატი, მაგალითად, ბერგამოტი, მისი გემო და სურნელი შეიძლება ვერც იგრძნოთ;
  • კანის და თმის “ჭრაჭუნი” საპნით დაბანის შემდეგ, რაც ბუნებრივი ცხიმოვანი საფარის
    ჩამობანის მანიშნებელია;
  • გაშრობის შემდგომ კანის დაჭიმულობა და თმის მომატებული სიმშრალე.

ხისტ წყალს მინიმალური, მაგრამ მაინც ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ გავლენას განსაკუთრებით ის ადამიანები გრძნობენ, ვისაც აქვთ პრობლემები საჭმლის მონელების კუთხით.

ხისტი წყალი უარყოფითად მოქმედებს შინაურ ცხოველებზეც და ზრდის შარდკენჭოვანი დაავადებების გაჩენის რისკს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ძირითადად მშრალ საკვებს ღებულობენ. ხისტ წყალში ბანაობაც გარკვეულ ზიანს აყენებს მათ კანსა და ბეწვს.

ხისტ წყალს, რომელსაც საყოფაცხოვრებოდ გამოიყენებენ, ასევე, ფინანსური ზარალი მოაქვს – ზიანდება ტექნიკა, სანტექნიკა, გვესაჭიროება მეტი და უფრო ძვირადღირებული სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებები. ამიტომ ხისტი წყლის დარბილება ეფექტურია, როგორც ჩვენი თუ შინაური ცხოველების ჯანმრთელობისთვის,  ტექნიკის გამართულად მუშაობისთვის, ასევე მატერიალური თვალსაზრისითაც.

ხისტი წყლის დარბილება სახლის პირობებში

  • დაყენება. მინიმუმ 24-საათიანი დაყენების შემთხვევაში, წყალში არსებული კარბონატები ნაწილობრივ გაუხსნელი ნალექის სახით გამოიყოფა. ამ მეთოდით ხისტი წყლის დარბილება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ხდება.
  • გაყინვა. გასაწმენდ სითხეს ათავსებენ საყინულეში. უპირველესად სუფთა წყალი იყინება, ნალექი კი შეიცავს კონცენტრირებულ ხისტ ხსნარს – მას გადაღვრიან. ნადნობი წყალი არ იცვლის სტრუქტურას, შეიძლება გამოვიყენოთ საკვების მოსამზადებლად, მცენარეების მოსარწყავად.
  • ხისტი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს იონგაცვლითი ფილტრები. დამარბილებელი ფილტრი შეიძლება დავაყენოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ან სასმელი წყლისთვის სამზარეულოში ნიჟარასთან. ასევე, შეგვიძლია დავამონტაჟოთ საერთო ცენტრალური დამარბილებელი. ამ შემთხვევაში უფრო დიდი სიმძლავრე დაგვჭირდება, სანაცვლოდ, რბილი წყალი მთელს სახლში გვექნება.

წყლის დარბილების შედეგი

დარბილებული წყლით დაბანა მეტად კომფორტულია: კანი რბილდება, თმა აბრეშუმისებრი ხდება. მსგავსი შეგრძნება ნაცნობია ყველასთვის, ვისაც უბანავია იქ, სადაც წყალი შესაბამისად მუშავდება. ამას გარდა, შეამჩნევთ, რომ ნაკლები სარეცხი საშუალება გჭირდებათ. უფრო რბილ წყალში სარეცხი საშუალებები სრულად იხსნება, შესაბამისად, უკეთ აშორებს ტანსაცმელს ჭუჭყს. სარეცხის ნაწილაკები არ რჩება ქსოვილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. კანის და თმის მოვლის ყველა საშუალება, შამპუნი, გელი, საპონი – ყველაფერი შექმნილია რბილი წყლისთვის.

მაღალტექნოლოგიური საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სანტექნიკა, საინჟინრო ქსელების ელემენტები – ეს ყველაფერი გამართულად ფუნქციონირებს მხოლოდ შესაბამისი სტანდარტებით სპეციალურად მომზადებული წყლის პირობებში.

ხისტი წყლის დარბილება თანამედროვე დამარბილებლების გამოყენებით, საშუალებას მოგცემთ სრულად შეირგოთ წყლის სასარგებლო თვისებები, არ დახარჯოთ თანხები ფუჭად და მიიღოთ მაქსიმალური ესთეტიურ სიამოვნება წყალთან ურთიერთობისას.

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂

    2 thoughts on “ხისტი წყლის დარბილება. ხისტი VS რბილი

    Comments are closed.