სუფთა წყალი აკვარიუმში
სახლში თევზების ყოლა – უპირველესად, ეს არის ჰარმონია თქვენს ოჯახში. თუ გადაწყვეტთ სახლში აკვარიუმის კუთხის მოწყობას, მათი თვალყურის დევნებისას დაგეუფლებათ მშვიდი და დადებითი განწყობა. ამიტომაც სასურველია, თქვენს აკვარიუმში თევზები სუფთა და კამკამა წყალში მოათავსოთ, რათა მათ იდეალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნათ.
ონკანის გაუფილტრავ წყალში უამრავი მავნე ნივთიერებაა. როგორიცაა ჟანგი, სილა, ჭარბი კალციუმის და მაგნიუმის მარილი, რკინა, მარგანეცი, ქლორი და ა.შ. წყალში ამ ნივთიერებათა არსებობა უარყოფითად აისახება თევზების ჯანმრთელობაზე. აკვარიუმში კი წყალი უნდა იყოს გაფილტრული და ქიმიური მინარევებისგან თავისუფალი, რათა თქვენი თევზები მუდმივად ჯანმრთელები და სიცოცხლისუნარიანები იყვნენ. რაშიც ერთმნიშვნელოვნად უკუ ოსმოსის პორტატული აკვარიუმის ფილტრი დაგეხმარებათ, რომელიც გარანტირებულად უმკლავდება ნებისმიერ ქიმიურ დაბინძურებას.
სრულყოფილი კლასიკა
კარტრიჯები
ახალი კონსტრუქციის მეშვეობით კარტრიჯების გამოცვლა აღარ წარმოადგენს სირთულეს. მათი შეცვლა მარტივად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ფილტრის ძირითადი ნაწილია ნახევრადგამტარი მემბრანა. ის ატარებს წყლის მოლეკულას და გახსნილ გაზებს, მაგალითად, ჟანგბადს. ყველა სხვა იონი, მარილი, მინარევი, ბაქტერია და ვირუსი ვერ გადის მემბრანაში და ირეცხება გადინების ხაზში. შედეგად, ვიღებთ შესანიშნავად სუფთა წყალს, რომელიც არ შეიცავს უცხო მინარევებს.
ფილტრაციის სამი საფეხური
- ნალექის წყლის ფილტრის კარტრიჯი T-33P აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე.
- უკუოსმოსის მემბრანა RO-1812-50G (0.130 ლ/წთ) აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე.
- ნახშირის პოსტკარტრიჯი T33 აშორებს უსიამოვნო სუნს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე.
* გამოცვლის პრაქტიკული სიხშირე დამოკიდებულია ფილტრში შემომავალი წყლის ხარისხზე და ყოველდღიური მოხმარების რაოდენობაზე. მოდულების რეგულარული და დროული შეცვლა ზრდის სისტემის მთავარი ფილტრის, უკუ ოსმოსის მემბრანის მუშაობის ხანგრძლივობას.
ნალექის წყლის ფილტრის კარტრიჯი T-33P
ნახშირის პოსტკარტრიჯი: In-Line T-33
უკუოსმოსის მემბრანა: 1812-50GPD (0.130 ლ/წთ)
ტექნიკური მახასიათებლები
- ონკანის ნაკადი:
- ფილტრაციის სიჩქარე:
- წარმადობა 24 საათში
- ფიტლტრაციის საფეხური:
- დაყენების ადგილი:
- შემომავალი წყალი:
- შემომავალი მინ. წნევა:
- წყლის დასაშვები ტემპერატურა:
- მოდულის სიმაღლე :
- მოდულის სიგანე :
- მოდულის დიამეტრი :
- გარანტია :
- 1.0 ლ/წთ
- 0.132 ლ/წთ
- 190 ლ
- 3
- კედელი
- მაღალი სიხისტის
- 2.5 ატმ
-
+5-+22°C - 370 მმ
- 225 მმ
- 130 მმ
- 1 წელი
უპირატესობები
- ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
- კარტრიჯების მარტივი გამოცვლა
- შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
- დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
- რკინის და მანგანუმის მოცილების მაღალი დონე
- კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
- წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება
როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?
აქ მოცემული ზოგადი რჩევები დაგეხმარებათ განსაზღვროთ, როგორ და როდის უნდა გაწმინდოთ თქვენი აკვარიუმი
- თევზები, როგორც სხვა ცოცხალი არსებები, იკვებებიან და ტოვებენ "ნარჩენებს", მაგრამ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, მათი "ნარჩენები" ჩაკეტილ სივრცეში რჩება და გარდაიქმნება ტოქსიკურ ნივთიერებად - ამიაკად, რომელიც წყალში ძალიან მარტივად იხსნება და სახიფათოა თევზების სიცოცხლისთვის. ამიტომაც რეკომენდებულია წყლის ხშირი გამოცვლა.
- დააკვირდით თქვენს თევზებს და დარწმუნდით, რომ ისინი ნორმალურად იქცევიან. ხომ არ სუნთქავენ ჰაერში ან თევზის ავზში წყალი ხომ არ არის ამღვრეული. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ აკვარიუმში წყალი დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.
- აუცილებელია, რომ თევზების სასიცოცხლო გარემო იყოს ქიმიური მინარევებისგან თავისუფალი, ამიტომ წყლის ღრმა წმენდისთის გამოიყენეთ RO-50G-3 საფილტრაციო სისტემა და აკვარიუმში ჩაასხით მხოლოდ გაფილტრული წყალი.
- თევზების გადარჩენა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა თქვენზეა დამოკიდებული . გამოყავით დრო მათი ცქერისთვის და გაეცანით მათ რუტინას.
- დააკვირდით წყლის აორთქლებას.აკვარიუმიდან ნორმაზე მეტი წყლის აორთქლებისას იმატებს დაბინძურების კონცენტრაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია დაამატოთ სუფთა წყალი.
- შეამოწმეთ თქვენს აკვარიუმში არსებული ყველა აღჭურვილობა წელიწადში ორჯერ მაინც, რათა დარწმუნდეთ, რომ ფილტრები, ტუმბოები და განათებები კარგ მდგომარეობაშია.
- მიაქციეთ, რომ თევზებს არ ჩაუყაროთ ნორმაზე მეტი საკვები
- ბადის დახმარებით აკვარიუმიდან ამოიღეთ ნებისმიერი გამოუყენებელი საკვები ან მცენარეების ნარჩენები.
სიმარტივეს და ტექნოლოგიურობის ბალანსი
ეს საინტერესოა
მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია უკუ ოსმოსზე
აკვარიუმის თევზები და უკუ ოსმოსის ტექნოლოგია
- Posted by Barbare Berishvili
უკუოსმოსი: კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობა
- Posted by administrator
რით განსხვავდება უკუოსმოსის და ულტრაფილტრაციის სისტემები?
- Posted by administrator
უკუ ოსმოსი
- Posted by administrator
შეფასებები
ჯერ-ჯერობთ ამ პროდუქტზე შეფასებები არ არის.