წყლის დამარბილებლები საყოფაცხოვრებო კომფორტის განუყოფელი ნაწილი გახდა. დამარბილებლების გამოყენებისას, თქვენ სრულად შეირგებთ წყლის სასარგებლო თვისებებს, არ დახარჯავთ თანხებს ფუჭად და მიიღებთ მაქსიმალურ ესთეტურ სიამოვნებას წყალთან ურთიერთობისას.

ხისტი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს იონგაცვლითი ფილტრები. დამარბილებელი ფილტრი შეიძლება დავაყენოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ან სასმელი წყლისთვის სამზარეულოში ნიჟარასთან. ასევე, შეგვიძლია დავამონტაჟოთ საერთო ცენტრალური დამარბილებელი. ამ შემთხვევაში უფრო დიდი სიმძლავრე დაგვჭირდება, სანაცვლოდ, რბილი წყალი მთელს სახლში გვექნება.

ხისტი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს იონგაცვლითი ფილტრები. დამარბილებელი ფილტრი შეიძლება დავაყენოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ან სასმელი წყლისთვის სამზარეულოში ნიჟარასთან. ასევე, შეგვიძლია დავამონტაჟოთ საერთო ცენტრალური დამარბილებელი. ამ შემთხვევაში უფრო დიდი სიმძლავრე დაგვჭირდება, სანაცვლოდ, რბილი წყალი მთელს სახლში გვექნება.

წყლის ცენტრალური დამარბილებლები წმენდისთვის იყენებს იონგაცვლილ ფისს, რომელშიც წყალი გადის ბუნებრივი წნევით. წყალთან კონტაქტის პროცესში, სპეციალური ფისოვანი შემადგენლობა ხისტ კალციუმის და მაგნიუმის იონებს ჩაანაცვლებს წყლისთვის უვნებელი ნატრიუმის იონებით. ამ გაცვლის წყალობით ხდება წყლის დარბილება.

მოწყობილობა შედგება კორპუსისგან, საკონტროლო სარქვლისგან, ელექტრონული მართვის პანელის და თავად იონგცვლითი ფისისგან.

ერთი საათის განმავლობაში ცენტრალურ დამარბილებელი ამუშავებს 1.5-2.5 კუბური მეტრი წყალი.  ეს მოცულობაა სავსებიტ საკმარისია დდი სახლის საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ამიტომ, ასეთი ტიპის დამარბილებლები გამოიყენება სახლში სველი წერტილების და სამრეცხაოს წყალსადენებზე.

დარბილებული წყლით დაბანა მეტად კომფორტულია: კანი რბილდება, თმა აბრეშუმისებრი ხდება. მსგავსი შეგრძნება ნაცნობია ყველასთვის, ვისაც უბანავია იქ, სადაც წყალი შესაბამისად მუშავდება. ამას გარდა, შეამჩნევთ, რომ ნაკლები სარეცხი საშუალებები გჭირდებათ. უფრო რბილ წყალში სარეცხი საშუალებები სრულად იხსნება, შესაბამისად, უკეთ აშორებს ტანსაცმელს ჭუჭყს. სარეცხის ნაწილაკები არ რჩება ქსოვილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. კანის და თმის მოვლის ყველა საშუალება, შამპუნი, გელი, საპონი – ყველაფერი შექმნილია რბილი წყლისთვის.

მაღალტექნოლოგიური საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სანტექნიკა, საინჟინრო ქსელების ელემენტები – ეს ყველაფერი გამართულად ფუნქციონირებს მხოლოდ შესაბამისი სტანდარტებით სპეციალურად მომზადებული წყლის პირობებში.

აჩვენებს %d შედეგს

ცენტრალური წყლის დამარბილებელი FCV-16

1,443.001,688.00
სრულად ავტომატური, მარტივად მოსახმარი ცენტრალური წყლის დამარბილებელი უზრუნველყოფს რბილი წყლით მთელ ოჯახს. ელექტრონული მართვა, კომპაქტური ზომები და თანამედროვე დიზაინი ამ მოდელის გამორჩეული თვისებებია.